x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ჭირის შესახებ
image
დღეისათვის ყველაზე საშიში პანდემიაც კი ვერ აცარიელებს მთელ ქალაქებსა და ქვეყნებს. გასული ეპოქებისგან განსვავებით, როდესაც, მაგალითისთვის, ჭირს შეეძლო რამოდენიმე წელიწადში მილიონობით სიცოცხლის მოსპობა

მიუხედავად ამისა თანამედროვე ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ იციან შავი ჭირის შესახებ.


შავი ჭირის ეპიდემია საკმაოდ გავრცელებული და ხშირი მოვლენა გახლდათ.

image


სრულმაშტაბიანი ეპიდემია 1347-1351 წლებში მძვინვარებდა, მანამდეც და შემდეგაც ხდებოდა პატარ-პატარა აფეთქებები, მაგრამ არა ასეთი მაშტაბით. პირველი ფაქტი, რომლის დაფიქსირებაც მოხერხდა მოხდა საბერძნეთში ჯერ კიდევ I საუკუნეში ძვ ე. - მაშინ ეპიდემიამ გაანადგურა რამოდენიმე სოფელი და ქალაქი.


წარმოიშვა აღმოსავლეთ აზიაში.

image

იტალიელმა ვაჭრებმა დაავადება სიცილიაში ჩამოიტანეს - ეს მოხდა 1347 წელს. აღმოსავლეთიდან ჩამოსული საქონლის ჩამოტვირთვის დროს პორტის მუშებმა შეამჩნიეს, რომ გემების ეკიპაჟი დაავადებულია. ვაჭრებს მაშინვე უბრძანეს წაეღოთ მათი საქონელი და დაუყონებლივ დაბრუნებულიყვნენ გემებზე, ამასთანავე დაეტოვებინათ პორტი. სამწუხაროდ უკვე გვიანი აღმოჩნდა: ვითხები, რომლებიც იმყოფებოდნენ გემებზე, გადმოვიდნენ სანაპიროზე და ჭირის გავრცელება დაიწყეს.


შუა საუკუნეების ცრურწმენები.

imageკატებს შეეძლოთ ვირთხებთან გამკლავება, მაგრამ შუა საუკუნეების ევროპაში მათ ეშმაკის ქმნილებებად მიიჩნევდნენ და ანადგურებდნენ. ნამდვილი ბუნება კი ადამიანებისთვის საიდუმლოს წარმოადგენდა. ბევრი დარწმუნებული იყო: ეს ღმერთი გვიგზავნის დაავადებას, როგორც სასჯელს ადამიანთა ცოდვებისთვის. ექიმები კი თვლიდნენ, რომ დაავადება ჰაერის სტაგნაციის გამო ვრცელდებოდა, ამიტომ რეკომენდირებული იყო სახლების ხშირად განიავება. უმრავლესობა თავს გაქცევით შველოდა, რაც დაავადების გავრცელებას უწყობდა ხელს.


სინამდვილეში ჭირი გადადის ან რწილების ან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით. მღრღნელებმა ვისი სისხლითაც იკვებებიან რწყილები უმოკლეს დროში გაავრცელეს დაავადება კონტინენტებსა და სახელმწიფოებში. ცნობილია: ვირთხები ბინადრობენ იქ, სადაც ბევრი ხალხია. სწორედ დიდ ქალაქბში გავრცელდა ეპიდემია მომენტალურად.


რამდენი სიცოცხლე შეიწირა ჭირმა?

imageისტორიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ევრაზიაში ეს 75 – დან 200 მილიონამდე ადამიანია. ამ ზარალის ასანაზღაურებლად ევროპას დაახლოებით საუკუნე-ნახევარი დასჭირდა. ასევე აზიაც თითქმის დაიცალა: გაანადგურა ჩინელების ნახევარი და ინდოელების მეოთხედი.


ჭირის სიმპტომები.

imageჭირის მთავარი გარეგანი ნიშანი არის უზარმაზარი ბუშტუკები, რომელსაც ბუბონებს უწოდებენ და ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, მაღალი სიცხე. სამი, მაქსიმუმ ექვსი დღე და ყველაფერი დასრულებულია: ბაქტერიები სრულად ახდენენ იმუნიტეტის ბლოკირებას.


ჭირი გახდა პირველი ბაქტერიოლოგიური იარაღი.

image

საკვირველია, მაგრამ არმიამ ის გამოიყენა მაშინ, როდესაც თავად დაავადდა. როდესაც მონღოლთა არმია ევროპაში შეიჭრა ჯარისკაცეს სიცოცხლეს ჭირი უსწრაფებდა. ყირიმში ციხესიმაგრის კედლებთან მისვლისთანავე საკმაოდ დაუძლურებულმა არმიამ ალყა შემოარტყა მას. მაშინ მოიფიქრეს ეფექტური მეთოდი ციხესიმაგრის მცველების წინააღმდეგობის დასაძლევად: დაინფიცირებულ სხეულებს კედლის იქით ყრიდნენ. მაგრამ ამან ვერ გამოასწორა ვითარება: მონღოლთა არმიას უკვე აღარ შესწევდა ძალა გზის გასაგრძელებლად.


ვინ არის დამნაშავე?

imageისეც ხდებოდა, რომ ჭირის გავრცელებაში ებრაელებს ადანაშაულებდნენ. ამტკიცებდენენ: ისინი გამიზნულად აბინძურებენ მდინარეებსა და ჭებს. მათ დევნიდნენ ქალაქებიდან, არბევდნენ. ქალაქ ბაზელში ადგილობრივი ებრაელები შეყარეს ერთ შენობაში და დაწვეს. ქრისტიანმა ფანატიკოსებმა სხვა ახსნა იპოვეს: მათ სწამდათ, რომ ეს იყო სასჯელი კაცობრიობის მოდგმისათვის ცოდვებისა და ურწმუნოების გამო, დაეხეტებოდნენ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში და თვითგვემას ეძლეოდნენ, წარმოთქვამდნენ ლოცვებს, ამის მეშვეობით იმედოვნებდნენ დაავადებისაგან განწმენდას.


დასამარხი ადგილები აღარ რჩებოდა.

imageამ პრობლემის მოსაგვარებლად რომის პაპმა ვერ მოძებნა გამოსავალი გარდა მდინარე რონას კურთხევისა. მდინარეში ყრიდნენ გარდაცვლილებს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული წესის მიხედვით დასაფლავება აუცილებელ პირობად ითვლებოდა სამოთხეში მოსახვედრად. ძალიან ხშირად არავინ რჩებოდა რათა გარდაცვლილები დაესაფლავებინა: გარდაცვლილთა ნათესავები და ახლობლები არ ჩქარობდნენ ცხედრების სავადმყოფოებიდან წამოღებას.


ჭირის გავლენა ისტორიის მიმდინარეობაზე.

imageგაცილებით ნაკლები შრომისუნარიანი ადამიანი დარჩა, ფეოდალები იძულებულნი იყნვენ მეტი გადაეხადათ. ხელოსნებსა და გლეხებს თავისუფლად შეეძლოთ დაეტოვებინათ ბატონი და მოეძენათ ის ვიცნ უფრო გულუხვად დააჯილდოებდა, ამან დააჩქარა ფეოდალური ეპოქის დასასრული. ეკლესიის გავლენა ძალზედ შესუსტდა: ხალხმა დაინახა თუ რა მწირედ დეხმარა მათ ლოცვები და საეკლესიო პირები ეპიდემიასთან ბრძოლაში.დაიწყო რეფრმაციის პერიოდი და პროტესტანტიზმი წარმოიშვა.


ჭირი დღესაც არსებობს.

imageის აღარ არის ისეთივე საშიში, ადვილად იკურბება ანტიბიოტიკების მეშვეობით. ღარიბ ქვეყნებში პერიოდულად ხდება ჭირის ეპიდემიის კერების წარმოშობა - ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა მადაგასკარში 2017 წელს, როდესაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაინფიცირდა. მაშინ დაავადებამ 124 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საბედნიეროდ განვითარებულმა ქვეყნებმა მოახერხეს ჭირის დამარცხება - ვიმედოვნებთ, რომ სამუდამოდ.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0