x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ მოათვინიერა ადამიანმა ძაღლი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადამიანმა მგელი მოაშინაურა და დროთა განმავლობაში შინაურ ცხოველად აქცია. მაგრამ თანამედროვე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ ფაქთტს. ასე გაჩნდა თეორია იმის შესახებ, რომ ეს ცხოველები თავად მოვიდნენ ადამიანებთან საკვების ძიებისას.და მაინც რა მოხდა სინამდვილეში? image რა არის დომესტიკაცია.


ტერმინი «დომესტიკაცია» ან «მოშინაურება» აღნიშნანავს გარეული ცხოველების ხანგძლივ ევოლუციას ადამინის გვერდით, როგორც ფიზიკური ასევე ხასიათობრივი მონაცემების შეცვლას. ველურ ბუნებასა და სახიფათო გარმოს მოკლებულმა გარეულმა ცხოველებმა განიცადეს ცვლილებები გენეტიკურ საფეხურზე. ბევრი სვამს კითხვას, თუ ვინ მოაშინაურა ადამიანმა პირველი - ძაღლი თუ კატა? გაბატონებულია აზრი, რომ პირველი საყვარელი ბინადარი მაინც ძაღლი გახდა, რაც მეტი არაფერი იყო, თუ არა მგილისა და ტურის ნაშიერი.


როდის და სად მოაშინაურა ადამიანმა ძაღლი.


ავთენტურად ცნობილია, რომ ადამიანებსა და ძაღლებს შორის მეგობრობა 15 000 წელზე მეტხანს გრძელდება. მაგრამ ახლახანს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პალეოლითის ერის გამოქვაბული საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც მგლის თათის ანაბეჭდი იპოვეს ბავშვის ფეხის გვერდით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველთა მოშინაურება 30 000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ყოველი უძველესი მონაპოვარი, თუ აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას მოშინაურებასთან დაკავშირებით. ადრე ითვლებოდა, რომ შინაური ცხოველები პირველად შუა აღმოსავლეთში და შუა აზიაშნი გაჩდნენ. ახალმა აღმოჩენებმა აიძულა მეცნიერები გადაეხედათ ეს მოსაზრება. ჩაატარეს კოლოსალური სამუშაოები, სადაც 20 უძველესი ძაღლისა და მგლის ნეშთი იქნა გამოკვლეული, ამის შემდეგ მათი დეენემი შეადარეს 150 თანამედროვე ცხოველს, რომელთა შორისაც იყო:


- რუხი მგლები

- სხვადასხვა ჯიშის ძაღლები.

- კოიოტები.


გამოკვლევებმა საინტერესო შედეგები აჩვენა: პირველი შინაური ცხოველები გაჩდნენ ევროპაში და არა აზიაში, რადგანაც თანამედროვე ძაღლები გენეტიკურად ჰგვანან უძველესი ევროპული მგლების რამოდენიმე ჯგუფს.

სამწუხაროდ მტიცებულებები ჩანაწერების სახით იმის შესახებ, თუ როგორ მოაშინაურა ადამიანმა ცხოველები, არ არის შემონახული. არსებობს რამოდენიმე ჰიპოთეზა ძაღლების მოშინაურებაზე. პირველი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანმა ტყეში იპოვა მგლის ლეკვები და სახლში წამოიყვანა. მაგრამ ცხოველისთვის, რომელიც იმყოფება ბუნებრივ გარემოში რთულია ველური ინსტინქტების დავიწყება. ამიტომ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ისინი იქცეოდნენ ინდივიდუალურად და ფრთხილად, ადამიანების გვერდით, გარბოდნენ ან თავს ესხმოდნენ, ნელა და რთულად იწვრთნებოდნენ.

მეორე ჰიპოთეზა ამბობს, რომ მშიერი მგლების ხროვა საკვებს ეძებდა ადამიანთა მახლობლად. ამ ჰიპოთეზის კრიტოკოსები ამბობენ, რომ ადამიანი გაანადგურებდა საშიშ ცხოველებს და სულაც არ ეცდებოდა მათ მოთვინიერებას.

მესამე ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ძაღლი წარმოიშვა გადაშენებული ველური ძაღლებიდან, რომლებიც ბუნებით უფრო მოქნილები იყვნენ ვიდრე მგლები. მათთვის დამახასიათებელი არ იყო ხვრელების გათხრა, ამიტომ ცივ პერიოდში ისინი სიამოვნებით უახლოვდებოდნენ ადამიანთა სახოვრებელს.


თანამედროვე მეცნიერება აქტიურად იყენებს ძაღლების შესახებ დაგროვილ ცოდნას ხელოვნური სელექციისვის, სხვადასვა ჯიშის გამოსაყვანად. თანამედროვე ძაღლებს შორის პოპულარულია სწორედ ის ჯიშები, რომლებიც მგელს ან უძველეს ძაღლებს ჰგვანან რაღაცით, ასეთებს შეიძლება მივაკუთვნოდ: ალასკური მალამუტი და ჰასკი, უძველესი შიბა-ინუს პირდაპირი შთამომავლები.


0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0