x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა"? - გლობალური დათბობის ახალი საფრთხე

ვარდისფერი თოვლი იტალიის ალპებში



image


იტალიის ალპებში განფენილი თოვლი და ყინული ვარდისფერი შეფერილობის გახდა, რაზეც ინფორმაცია "სი-ენ-ენ"-ზე გავრცელდა.

მეცნიერები, რომლებიც ამ უჩვეულო ფენომენის შესწავლით უკვე აქტიურად არიან დაკავებული, მას ხსნიან წყალმცენარის გავლენის შედეგად ყინულის დაჩქარებულად დნობით და გლობალური დათბობის კიდევ ერთ ხელმშემწყობ ფაქტორად, საფრთხედ ასახელებენ.


image

როგორც "სი-ენ-ენ"-ის საშუალებით აუდიტორიისათვის გახდა ცნობილი, ვარდისფერი თოვლი პირველად დაინახეს ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პ რ ე ს ე ნა ს მყინვარწვერზე.

იტალიელი მეცნიერის, ბიაჯიო დი მაუროს ცნობით, წყალმცენარე, რომელმაც ალპების ყინული და თოვლი "ვარდისა ფერად შეჰღება", შემჩნეულია მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც და იგი გლობალური დათბობის საფრთხეზე მოასწავებს.



image


"დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ცუდია მყინვარისთვის", - განაცხადა ბიაჯიო დი მაურომ "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში. მისი თქმით, საშიში წყალმცენარის გავრცელებას ხელი შეუწყო კლიმატურმა ცვლილებებმა.





0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0