x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბერნარ ბარუხი: უოლ-სტრიტის მარტოხელა მგელი, რომელიც იყო მსოფლიოს იდუმალი მმართველი
image



არსებობს კონსპიროლოგიური თეორია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს სინამდვილეში მართავენ არა ოფიციალური მთავრობები, ან საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ, ჩრდილში მდგარი ფიგურები, პირველ რიგში ბანკირები და ფინანსისტები. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო მმართველი იყო ბერნარდ ბარუხი.




ბერნარ მანნეს ბარუხი დაიბადა 1870 წლის 19 აგვისტოს ამერიკულ ქალაქ კამდენში, სამხრეთ კაროლინაში, ღარიბი ებრაელი ექიმის ოჯახში. იმის გამო, რომ იმ დროს არეულობა იყო რეკონსტრუქცის გამო, ( ამერიკის ისტორიაში გარდამავალი პერიოდი იყო სამოქალაქო ომის დამთავრების შემდგომ, მიმდინარეობდა ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების აღდგენა) ბარუხმა გადაწყვიტა ნიუ-იორკში გადასვლა. იქ 1890 წელს, ბერნარდმა დაამთავრა სითი -კოლეჯი და მიიღო მცირე კლერკის თანამდებობა ერთერთ საბროკერო კანტორაში, სადაც კვირაში მხოლოდ სამ დოლარს შოულობდა.



გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბერნარდმა სცადა თამაში ბირჟაზე. მის კარიერაში წარმატებები დაიწყო და მალე ის გახდა ბროკერი, საბოლოოდ კი, კომპანიის პარტნიორი.




1898 წელს ბარუხმა სესხის აღება შეძლო და თვითონ იყიდა ადგილი ნიუ-იორკის ბირჟაზე. წარმატება მაშინვე არ მოვიდა. ბევრს უკვირდა ბარუხის საფონდო ბირჟის თამაშში გამოყენებული მეთოდების: მაგალითად, ის თამაშობდა ფასების დაცემის დროს, ყიდიდა აქციებს, როდესაც ყველა ყიდულობდა. ის, ასევე, არ იყო დაინტერესებული კომპანიების შესახებ ინფორმაციით.ბარუხი ყურადღებას აქცევდა მხოლოდ ბაზარზე არსებულ ვითარებას.



მიუხედავად ამისა, მისი მეთოდები მუშაობდა, მისი ქონება იზრდებოდა. 1903 წლისთვის, იგი ფლობდა საკუთარ საბროკერო ფირმას Baruch Brothers და 33 წლის ასაკში გახდა მილიონერი. ბარუხი არასოდეს მუშაობდა გუნდურად, მარტომ ჩაატარა ყველა ოპერაცია, რისთვისაც მან დაიმსახურა მეტსახელი - "უოლ-სტრიტის მარტოხელა მგელი."




image



1912 წელს ბარუხმა მხარი დაუჭირა ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის საარჩევნო კამპანიას, მან დემოკრატების ფონდში 50 000 დოლარი შეიტანა. მადლიერების ნიშნად, ვილსონმა 1916 წელს ის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტში დანიშნა.



პირველი მსოფლიო ომის დროს ბარუხი ხელმძღვანელობდა სამხედრო ინდუსტრიულ კომიტეტს. ომის დასრულების შემდეგ, იგი ფლობდა უმეტეს საწარმოთა წილებს, რომლებიც ასრულებდნენ სამხედრო შეკვეთებს. მისი ქონება 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.



ომის შემდეგ, ვერსალის კონფერენციის უზენაეს ეკონომიკურ საბჭოში ყოფნის დროს, ბარუხი იყო პრეზიდენტ ვილსონის პირადი ეკონომიკური მრჩეველი. სხვათა შორის, სწორედ მან წამოიწყო ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის პროცესი.



image



მილიონერი აგრძელებდა ინვესტიციების ჩადებას პოლიტიკოსების კარიერაში, რამაც მას საშუალება მისცა სერიოზულად მოეხდინა გავლენა აშშ-ს ეკონომიკაზე. მის გუნდში იყვნენ პრეზიდენტები: უორნ ჰარდინგი, ჰერბერტ ჰუვერი, ფრანკლინ რუზველტი და ჰარი ტრუმენი. 1929 წლის დიდმა დეპრესიამაც კი ვერ მოახდინა გავლენა ბარუხზე. ჯერ კიდევ 1928 წელს, მან გაყიდა თავისი აქციები და იყიდა ობლიგაციები.



პოლიტიკოსებთან მეგობრობა ყოველთვის აძლევდა ბარუხს პრივილეგიებს, რამაც მას რთული დრო გადაატანინა. ასე რომ, ფრანკლინ რუზველტთან მეგობრობის წყალობით, ტრეიდერმა დიდი თანხა გამოიმუშავა 1933 წელს ოქროს სტანდარტის შეცვლისას.




მეორე მსოფლიო ომის დროს, ბარუხმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის ეკონომიკის კონვერტაციის გეგმის მომზადებაში, მოგვიანებით კი, ბირთვული ტექნოლოგიის გავრცელებასთან დაკავშირებულ მრავალი საკითხის გადაწყვეტაში.



1946 წელს ჰარი ტრუმანმა ბარუხი დანიშნა აშშ-ს წარმომადგენლად გაეროს ატომური ენერგიის კომისიაში. 1946 წლის 14 ივნისის პირველსავე შეხვედრაზე ბარუხმა გამოაცხადა ბირთვული იარაღის ტოტალური აკრძალვის გეგმა. იგი ისტორიაში "ბარუხის გეგმის"სახელით შევიდა. მასში განიხილებოდა ბირთვული საკითხის შესახებ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ბირთვული პროგრამების ექსკლუზიურად მშვიდობიანი ბუნება და საბოლოოდ, ბირთვული იარაღის სრული განადგურება.


ამ ჩამონათვალში შეტანილი იყო ატომური განვითარების საერთაშორისო სააგენტო გაეროს ეგიდით, რომელიც გააკონტროლებდა ყველა ამ საკითხს. თუმცა, გეგმა საბჭოთა მხარემ დაბლოკა. სხვათა შორის, ბერნარდ ბარუხიმ 1947 წელს პირველად გამოიყენა ტერმინი "ცივი ომი."




image




გარდაცვალებამდე ბარუხი დარჩა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაცრისფერ კარდინალად. გარდაიცვალა ნიუ – იორკში, 1965 წლის 20 ივნისს, 94 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსისტის სიმდიდრემ ტრილიონ დოლარს მიაღწია, ის ძალიან მოკრძალებულად დაკრძალეს მისი მეუღლის გვერდით, რომელიც მრავალი წლის წინ გარდაიცვალა. მისი საფლავი ნიუ- იორკის გარეუბანში მდებარე ერთ ჩვეულებრივ სასაფლაოზეა. საფლავი გალავნითაც კი არ არის გარშემორტყმული, ძეგლის ნაცვლად ფილაა პატარა გაზონში.




image



საინტერსოა ის ფაქტი, რომ ბარუხის შთამომავლების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მას ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა, მაგრამ შვილიშვილებისა და შვილთაშვილების შესახებ ინფორმაცია არ არის. ბერნარ ბარუხის უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამ ოჯახის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს. ვინ გახდა სიმდიდრის მემკვიდრე? როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად წაშლილია.


0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0