x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა, როგორც პედაგოგიური მეცნიერება
image

ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა შეისწავლის მასწავლებლის მიერ საბუნებისმეტყველო ცოდნის გადაცემისა და მოსწავლის მიერ მისი გააზრებულად შეთვისების, პრაქტიკაში გამოყენების ოპტიმალურ ხერხებს, გზებსა და საშუალებებს.

მეთოდიკა განიხილავს სასწავლო მასალის შინაარსს, სწავლების, აღზრდის მეთოდებსა და ფორმებს. ბუნებისმცოდნეობა, როგორც სასწავლო საგანი სწავლების ფორმებისა და მეთოდების თავისებურებებით ხასიათდება. იგი შეისწავლის როგორც კონკრეტულ ობიექტებს, ისე ცოცხალი ბუნების მოვლენებს.

მეთოდიკას მჭიდრო კავშირი აქვს სკოლისგარეშე, კლასგარეშე აქტივობებთან. ექსკურსიებზე მოსწავლეები ეცნობიან ბუნების მოვლენებს, აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს. დაწყებით კლასებში ბავშვებს შეუძლიათ თერმომეტრით, კომპასით, მცირეოდენი ცდების ჩატარებაც კი.


ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა, პირველ რიგში, ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, მათ შესაძლებლობებს და ეფუძნება დიდაქტიკურ პრინციპებს. იგი პედაგოგიური მეცნიერების ციკლს განეკუთვნება. ამიტომ ამ საგნის პედაგოგი კარგად უნდა იყოს გაწაფული დედაქტიკურ პრინციპებში, რათა იგი შემდგომ გამოიყენოს და შეუხამოს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. აგრეთვე პედაგოგი კარგად უნდა ფლობდეს ბუნებისმცდონეობის პროგრამებს, სახელმძღვანელოებსა და მასალებს.

ბავშვების მიერ ადრე შეძენილი ცოდნა აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ახალ შესასწავლ მასალასთან. ამიტომ ბუნებისმცოდნეობის სწავლების ამოცანა არის ის, რომ ყოველდღიური სისტემური მუშაობით ბავშვებს შევუქმნათ საბუნებისმცოდნეო წარმოდგენები და ცნებები. წარმოდგენის გაღრმავებისთვისა და ცოდნის გაფართოების მიზნით პედაგოგმა მოსწავლეებს ისეთი კითხვები უნდა დაუსვას, რომლებზეც პასუხის გაცემა გაამოააშკარავებს და აჩვენებს მათ ამა თუ იმ საგნის მოვლენის მნიშვენლობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა ითვალისწინებს მოსწავლეთა თავისებურებებს, აქედან გამომდინარე, იგი უშუალოდ ეყრდნობა საბავშვო ფსიქოლოგიას და მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიკის, დიდაქტიკისა და აღზრდის ხელოვნებასაც. მას კავშირი აქვს აგრეთვე სხვა მეცნიერებებთან, კერძოდ, ქიმიასთან, ფიზიკასთან, ასტრონომიასთან, გეოგრაფიასთან.

როგორც ყველა მეცნიერებას ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკასაც აქვს თავისი სრულყოფისა და განვითარების კვლევის მეთოდები და საშუალებები. რაც, პირველ რიგში, დაფუძნებულია პედაგოგების გამოცდელებასა და მეცნიერულად შემოწმებულ რეკომენდაციებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ უნდა იცვლებოდეს და მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში უნდა იყოს, არამედ ყოველმა ახალმა პედაგოგმა უნდა წარმოადგინოს თავისი გამოცდილება და გაამდიდროს იგი.

ბუნებისმცოდნეობის ძირითადი ამოცანაა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება. აგრეთვე ყოველდღიური, სისტემური მუშაობის გზით შევუქმნათ ბავშვებს საბუნებისმცოდნეო წარმოდგენები და ცნებები.

ხოლო, რაც შეეხება ბუნებისმცოდნეობის სწავლების მიზნებს, მისი არსი შემდეგია- დღევანდელობა მოითხოვს ყოველმხრივ განვითარებულ და ჰარმონიულად აღზრდილ მოქალაქეს, რომელსაც ეცოდინება თანამედროვე მეცნიერებათა საფუძვლები, იქნება პატრიოტი, შრომისუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე. აგრეთვე მისი მიზანია წვლილი შეიტანოს ზემოთ დასახელებული ამოცანების გადაჭრაში და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას.

მაშასადამე, ბუნებისმცონეობის სწავლების მეთოდიკის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყოველმხრივ ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება. რათა პედაგოგმა შეძლოს ბუნებისმცოდნეობის მეთოდიკის განსაზღვრული ამოცანების ზუსტი შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა.

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:გურაბანიძე სოფიო
გურაბანიძე სოფიო
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0