x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში ქალი ხმელი ბალახის დაწვის შედეგად გარდაიცვალა
image


კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სოფელ ზემო მაჩხაანში ასაკოვანმა ქალმა დასუფთავების მიზნით ხმელ ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის და ამავე ცეცხლით დამწვრობის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 3 ივლისს დაახლოებით 15 საათზე მოხდა.


როგორც სოფელ ზემო მაჩხაანში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ხანში შესული ქალი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს ხმელი ნარჩენებისგან ასუფთავებდა.


ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ 92 წლის ქეთო ჯამასპიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი დროული დახმარება ვერავინ შეძლო... მას შვილები არ ჰყავს. როგორც გაირკვა, მეზობლად მცხოვრებმა ტაქსის მძღოლმა ცეცხლი იმ დროს შენიშნა, როცა ხეებს გადაედო. თვითმხილველებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს..


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სოფელში ექსპერტები მუშაობენ. მოხუცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0