x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იტალიის ეს ქალაქი გადაგიხდით 5000 ევროს, თუ თქვენ იქ დასახლდებით.
image



თვალწარმტაცი თეორა, ტერიტორია, რომელიც მდებარეობს იტალიაში, აველინოს პროვინციაში, დიდწილად განადგურდა 1980 წლის მიწისძვრის შემდეგ. ქალაქის დიდი ნაწილი დაცარიელდა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაანადგურებულ და დანგრეულ სახლებს აღადგენს.



ისინი სთავაზობენ მთელი მსოფლიოს ხალხს საკმაოდ ძლიერ სტიმულს. თუ თქვენ თანახმა ხართ გადახვიდეთ და დაიქირავოთ (ან შეიძინოთ) ერთი ცარიელი სახლი, თქვენ მიიღებთ თვეში 150 ევროს ქირისთვის ორი წლის განმავლობაში, ან 5000 ევროს სახლის შესაძენად.




image



ქირა თვეში მხოლოდ 200 ევრო იქნება, ხოლო ამ სახლების გასაყიდი ფასი 100 კვადრატული მეტრის ფართობით შეადგენს 30 000 ევროს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი გარიგებაა. ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობა არის ის, რომ, იტალიაში გადასვლის მსურველებს უკვე უნდა ყავდეთ პატარა ბავშვები.




image



40 წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მოსახლეობა მკვეთრად დაზარალდა და ვერ აღდგა. თეორაში, ყოველწლიურად მხოლოდ ორი ბავშვი იბადება, ხოლო 20 მოხუცი იღუპება. ქალაქს 1500 მოსახლეც არ ყავს. საშინელი მიწისძვრის შემდეგ, ახალგაზრდები გაიქცნენ. ამრიგად, ასეთი პირობით ხელისუფლებას სურს გაახალგაზრდავოს მოსახლეობა. როგორც ამბობენ, ბავშვები მათი მომავალია.



image


სახლები, რომლებსაც სთავაზობენ თეორაში, კარგ მდგომარეობაშია, რადგან მიწისძვრის შემდეგ ისინი ნულიდან აღადგინეს, ზოგი ავეჯითაცაა. დამატებითი სტიმული, არის ის, რომ ქალაქში არ მოგთხოვენ სკოლის საკვებისა და ადგილობრივი გადასახადების გადახდას. სამი ოჯახი უკვე გადავიდა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მალე უფრო მეტი ადამიანი მივა ქალაქში საცხოვრებლად.





0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0