x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მონღოლეთში შავი ჭირი დაფიქსირდა
image

მონღოლეთში, ხოვდის პროვინციაში მცხოვრებ ორ ძმას შავი ჭირი დაუდასტურდა, ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun-ავრცელებს.



27 წლის პანსოჩ ბაინბატი და მისი17 წლის ძმა მკურნალობენ ცალ-ცალკე საავადმყოფოებში, დასავლეთ მონღოლეთის ხოვდის პროვინციაში.


უფროსი ძმის მდგომარეობა მძიმეა, შავი ჭირი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს 24 საათის განმავლობაში, წინააღმდე შემთხევაში ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს..



როგორც ირკვევა ძმებმა, ზაზუნის ხორცი ჭამეს, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, ძმებს 500-მდე ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი.აქედან მათთან კონტაქტში მყოფი 146 პირი უკვე გამოკვლეულია.


როგორც ცნობილია შავი ჭირი ვრცელდება რწყილი Xenopsylla cheopis საშაულებით, რომლის მატარებლები არიან მღრღნელები, მათ შორის ვირზაზუნები.


აღსანიშნავია, რომ მონღოლეთში, კერძოდ უგლის რაიონში შავი ჭირი შარშანაც დაფიქსირდა, რომელსაც ოჯახური წყვილი შეეწირა, მაშინ იმ რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.


შავი ჭირი ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გადამდები დაავადება, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, მისი პროფილაქტიკისთვის დღეს ეფექტური საშუალებაა ვაქცინაცია, ხოლო დაავადების შემთხვევაში, სწრაფი, სწორი დიაგნოსტიკა და სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება ანტიბიოტიკებით.

0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0