x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"რა მოხდა დღეს" - 2 ივლისი
image


1947 წელს დაიბადა ამერიკელი კომედიანტი და მწერალი ლარი დევიდი.



image


2016 წელს რუმინეთში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ებრაელი მწერალი ელი ვიზელი, რომელმაც 1986 წელს ნობელის პრემია მიიღო მისი ნაწერებისთვის, სადაც მოთხრობილია ზუსტი და ამაღელვებელი ისტორიები, თუ როგორ გაანადგურეს ევროპელი ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს.





image


2008 წელს თითქმის 6 წლიანი მძევლობის შემდეგ სამაშველო მისიის დროს გაათავისუფლეს კოლუმბიელი პოლიტიკოსი ინგრიდ ბეტანკური, რომელიც FARC-ის პარტიზანებმა ტყვედ ჩაიგდეს. სამაშველო ოპერაციაში ჯარისკაცები საერთაშორისო დახმარების მუშაკებს წარმოადგენდნენ.




image


2002 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა და მოგზაურმა სტივ ფოსეტმა დედამიწას შემოუფრინა საჰაერო ბუშტით.




image


1979 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუშვა პირველი დოლარი მონეტის სახით, რომელზეც გამოსახული იყო სიუზან ბ. ენტონი, რომლის საშუალებითაც სიუზანი პირველი ქალი გახდა ამერიკის ვალუტაზე გამოსახული.




image


1937 წელს ამერიკელი ავიატორის ამელია ეართის თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე გაუჩინარდა, რომელიც დედამიწის გარშემო ფრენას გეგმავდა.




image


1932 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის სიტყვაში გამოიყენა ტერმინი "ახალი გარიგება".




image


1925 წელს მისისიპიში დაიბადა აფრო ამერიკელი აქტივისტი მედგარ ევერსი, რომლის მკვლელობამ 1963 წელს მიიპყრო ქვეყნის ყურადღება და სამოქალაქო უფლელების დამცველ მოწამედ აქცია.




image


1923 წელს დაიბადა პოლონელი პოეტი ვისლავა შიმბორსკა, რომელმაც უარი თქვა სოციალისტურ რეალიზმზე, რათა დაეწერა ინტელექტუალური ლექსები. მან 1996 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო.




image


1776 წელს მთელი ღამის დრამატული მგზავრობის შემდეგ დელავერელი დელეგატი ცეზარ როდნი დროულად მივიდა დანიშნულების ადგილას, რათა თავისი გადამწყვეტი ხმა მიეცა თავისუფლების დეკლარაციის დამტკიცებისთვის.

















0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
142