x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ოკუპანტებო, წაეთრით სახლში" ანუ როგორ იძია ჩეხმა ჰოკეისტმა შური რუსებზე
1968 წლის 21 აგვისტოს ღამის 2 საათზე საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავმა პრაღის აეროპორტში ავარიული დაშვება ითხოვა. თხოვნა, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდა. "სამგზავრო" ბორტიდან რუსი მედესანტეები გადმოხტნენ და ხელში ჩაიგდეს აეროპორტი, სადაც მალე Ан-12-ებით ლამის მთელი სადესანტო დივიზია ჩამოსხდა. ერთ საათში ჩეხოსლოვაკიას 18 სხვადასხვა ადგილიდან 500 ათას ჯარისკაციანი და 5 ათას ტანკიანი ბოლშევიკური ურდო შეესია. დილის 5-ის ნახევარზე ქვეყნის მთავრობის სახლი ალყაში იყო. ასე დაიწყო "პრაღის გაზაფხულის" სისხლიანი ჩახშობა. 108 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა რუსების მორიგ ვერაგულ, გამოუცხადებელ ომს...




image




ამ მოვლენებს წინ უსწრებდა რეფორმების პროცესი, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ატარებდა ალექსანდერ დუბჩეკის მეთაურობით. რეფორმების მიზანი იყო რეჟიმის ყველაზე უფრო რეპრესიული ელემენტების გაუქმება და „ადამიანური სახის სოციალიზმის“ დამყარება.

1968 წლის ზაფხულში გაუქმდა ცენზურა. ჟურნალ-გაზეთებში დაუშვეს ღია დისკუსიები. ზოგიერთმა თავად კომუნისტური რეჟიმის საფუძვლებიც კი დააყენა ეჭვქვეშ.

თავისუფალმა დისკუსიებმა, "გლასნოსტის" ჩეხოსლოვაკიურმა ვარიანტმა, ერთობ შეაშფოთა და აანერვიულა მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში კი საბჭოთა პოლიტბიურო. აგვისტოში მოსკოვის მოთმინების ფიალა აივსო. რუსეთმა გადაწყვიტა სისხლიანი გზით ჩაეხშო თავისუფლების წყურვილი ჩეხეთში.




image




საბჭოთა ჯარისკაცებს, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ, მათი მეთაურები ეუბნებოდნენ, რომ ისინი მიდიან სოციალიზმის დასაცავად კონტრრევოლუციისგან. ბევრს საერთოდ ეგონა, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა, მაგრამ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრილ ჯარებს დახვდა უიარაღო მოსახლეობა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პრაღელების პირისპირ მდგომი ბევრი საბჭოთა ჯარისკაცი უხერხულადაც კი გრძნობდა თავს, რადგან კბილებამდე შეიარაღებული ''დამსჯელი რაზმის'' პირისპირ ცარიელი ხელებით იდგნენ უბრალო ჩეხი მოქალაქეები და თავიანთი ქვეყნის და სიტყვის თავისუფლების დაცვას ცდილობდნენ.




image


მაგრამ მალე ვითარება გაუარესდა. უამრავი ტანკი და ჯარისკაცი მონაწილოებდა ოპერაცია "დუნაის" ჩატარებაში. ეს იყო ერთადერთი არასასწავლო ოპერაცია "ვარშავის ხელშეკრულებისა''.





image



დუბჩეკი და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და მოსკოვში გადააფრინეს. იქ ისინი მალე დაჰყვნენ მოსკოვის მოთხოვნებს (სხვა რა გზა ჰქონდათ?) და ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებულ მოსკოვის ოქმებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას აკანონებდა და ''პრაღის გაზაფხულის'' ყველა რეფორმას აუქმებდა. ოქმებს ხელი არ მოაწერა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის წევრმა ფრანტიშეკ კრიგერმა.

1969 წელს დუბჩეკი შეცვალეს გუსტავ ჰუსაკით. საბოლოოდ დუბჩეკი გარიცხეს პარტიიდან და ამის შემდეგ ის მეტყევეობის სამსახურში მუშაობდა. დაიწყო ეგრეთწოდებული "ნორმალიზაციის" პერიოდი, რომელიც საბოლოოდ 30 წლის შემდეგ, 1989 წელს ცნობილი ხავერდოვანი რევოლუციით, კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა.




image



ამ ამბებიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ, 1969 წლის 21 მარტს, შვედეთში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრები სსრკ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა. ანგარიში ჩეხმა იან სუხიმ გახსნა და სწორედ ამ მომენტში ჩეხეთის ნაკრების წევრი იაროსლავ ჰოლიკი რუსთა მეკარეს მივარდა და - ეგეც შენ, შენი კომუნისტი დედა მ.....ო - მიაძახა. ჩეხებმა ეს პრინციპული თამაში 2:0 მოიგეს.
კიდევ ერთ კვირაში ეს გუნდები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ ჩეხებმა მოიგეს, ამჯერად 4:3. გადამწყვეტი გოლი შეაგდო მართლაც ''სამართლიანი გინების" ავტორმა ჰოლიკმა, რომელსაც ცხადია, არ ჰქონდა გაგონილი ქართული სიბრძნე - სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო - და გატანილი გოლი ასე აღნიშნა: ჰოკიჯოხი ამოატრიალა, ავტომატივით ამოიდო და რუსთა მთელი სათადარიგო სკამი "მიაცხრილა" ისევ დედის გინების თანხლებით.



image



-რომ შეძლებოდა, ნამდვილ ავტომატსაც გამოიყენებდა, ისე სძულდა საბჭოელებიო, - იხსენებდნენ მისი თანაგუნდელები.
თამაშის შემდეგ ჩეხოსლოვაკელმა ჰოკეისტებმა უარი თქვეს მეტოქის მოთამაშეებისთვის ხელის ჩამორთმევაზე, სამშობლოში კი მათ ისეთი დახვედრა მოუწყვეს, 1976 წლამდე (როცა ამ ქვეყნის ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონი გახდა) მსგავსი არავის არაფერი უნახავს.


P.S. იაროსლავ ჰოლიკი 2015-ში 73 წლისა გარდაიცვალა.

1
897
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
897
  
2020, 20 ივნისი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1