x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა 11 ივნისს სრულდება
image


ლიტერატურული კონკურსი, რომელმაც უკვე არაერთი ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა წელს მეოთხედ ტარდება. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ პირველი ტური 11 ივნისს სრულდება. მკითხველს კონკურსანტთა ნაშრომების გაცნობა და ხმის მიცემა აღნიშნულ დრომდე შეუძლია.


კონკურსზე შემოსული 100-ზე მეტი აპლიკაციიდან სარედაქციო ჯგუფმა შეარჩია 58 მონაწილე, რომელთაგან მეორე ტურში მაქსიმუმ 20 გადავა - 10 ხალხის რჩეული, ხოლო 10 ჟიურის.


კონკურსზე, წელსაც, როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ჩართულობა შეინიშნება. ამ დროისათვის, რეიტინგის მიხედვით, პირველი ათეული ასეთია, თუმცა 11 ივნისამდე შესაძლოა შედეგები შეიცვალოს:



  • სალომე ბლიაძე;
  • ქარდა ქარდუხი;
  • ოთო გოგალაძე;
  • ანაბელ შველიძე;
  • გიორგი ყელბერაშვილი;
  • ხატია თელიაშვილი;
  • სოფიო ბიჭიკაშვილი;
  • დავით ჩომახიძე;
  • თამარ რობაქიძე;
  • მერი ტაბატაძე



  • „კონკურსის ფორმატი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, თავად აირჩიოს რომანი, რომლის წიგნად ხილვასაც ისურვებდა. ყოველწლიურად კონკურსზე ათი ათასობით ხმა შემოდის. საზოგადოების ჩართულობა სულ უფრო იზრდება და ავტორები, რომლებსაც მკითხველი ირჩევს, მართლაც რეალური ბესტსელერები ხდებიან. როდესაც პროექტს ვიწყებდით, სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, შეგვექმნა ისეთი წესები და პირობები, რომ კონკურსში ხალხის ხმა მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ეს პროექტი, ერთის მხრივ, დამწყებ ავტორებს აძლევს შესაძლებლობას, გაიკვალონ გზა სამწერლო ასპარეზზე, მეორე მხირვ კი, მკითხველს აძლევს შანსს, აირჩიოს წიგნი, რომლის წაკითხვასაც ისურვებდა და ამით შეიტანოს თავისი წვლილი ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა/განვითარებაში, “ - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


    ნაშრომების ნახვა შესაძლებელია ბმულზე

    0
    13
    1-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    Mediator image
    13
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0