x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარტივი და ძლიერი მაგიური რიტუალი - როგორ გავწმინდოთ სახლის აურა

image
image
დაფნის მაგიურ თვისებებზე თაობების მანძილზე დადიოდა მითქმა-მოთქმა და გავრცელდა უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური აზრი, მაგრამ ის, რაც ამ მისტიურ მცენარეს ხელეწიფება, ნამდვილად გაგაოცებთ მისი შედეგით.

სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად და კარგად უნდა გრძნობდეს თავს, ამყარებდეს ჰარმონიულ კავშირს სამყაროსთან, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკა ბინძურდება სხვადასხვა მიზეზებით. ერთ-ერთი მათგანია არაკეთილგანწყობით შემოსული სტუმარი, რომელიც სივრცეში საკუთარ ავ თვალს უშვებს, ან საცხოვრებელი სახლის დაზიანებული კარი, საიდანაც მარტივად შეიძლება შემოვიდეს და დაგროვდეს ნეგატიური ენერგია. ბუნებრივია, ეს არ უნდა ავიტანოთ და ასეთ დროს, სახლს სჭირდება ენერგეტიკული წმენდა.

რიტუალისთვის დაგვჭირდება: დაფნის გამხმარი ტოტი და შავი სანთელი.

ვიღებთ შავ სანთელს, ვანთებთ ასანთით და ვიწყებთ გამხმარი დაფნის ტოტის აალებას და დაწვას. როდესაც დაფნა კარგად აალდება, გონებაში წარმოიდგინეთ ვიზუალურად, თუ როგორ მიედინება დაფნის კვამლთან ერთად მთელი ის ნეგეტივი, დაგროვებული შური, ბოღმა, წყენა, ავი თვალი, დაბალასტრალური ენერგიები და სახლში რჩება მხოლოდ პოზიტიური და ნათელი ენერგები. იმისთვის, რომ ნეგატივი წავიდეს, აუცილებლად შეაღეთ ფანჯარა.

შედეგს იგრძნობთ მომენტალურად!

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ჭაფოძე
ლუკა ჭაფოძე
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0