x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?
image


თითქმის ვერ ნახავთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რესტორანსა თუ ღონისძიებას, საიდანაც ადამიანები თავიანთი სმარტფონების მეშვეობით, დანარჩენ სამყაროს ფოტოსურათებს არ უზიარებენ.


ეს პროცესი კმაყოფილებას და სიამოვნებას გვგვრის, მოგზაურობიდან თუ ღონისძიებიდან დაბრუნებულები ვათვალიერებთ იქ გადაღებულ ფოტოებს და სმარტფონშივე ვინახავთ, თუმცა იარსებებენ კი ისინი ათი, ოცი ან თუნდაც 50 წლის შემდეგ? სმარტფონებს განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადები აქვთ და გაფუჭების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მოგონებების ამსახველი კადრებიც თან მიაქვთ, თუ თადარიგი არ დავიჭირეთ და სხვა მოწყობილობებში არ გადავიტანეთ, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესია.


სმარტფონების მასობრივად გავრცელების შემდეგ თითქოს ფოტოალბომებმა და ფოტოწიგნებმა მნიშვნელობა დაკარგეს, თუმცა ბოლო პერიოდია, ისინი ისევ პოპულარულები ხდებიან. განსაკუთრებით კი, ფოტოწიგნები, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასურველი დიზაინის ფოტოწიგნი შექმნას და დაბეჭდოს ფოტოები, რომლებიც არასდროს დაეკარგება.



პირველად ფოტოწიგნის შექმნის მცდელობა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა 1844-46 წლებში განახორციელა. შემდეგი ნამუშევარი უკვე 1874 წელს ჯულია მარგარეტ კამერონის მიერ გამოიცა, ხოლო ფართო წარმოებაში 1920 წლიდან ჩაეშვა და მან დასაბამი იაპონიიდან, ფოტოგრაფ შინზო ფუკუჰარას ძალისხმევით ჰპოვა.


დღეს ფოტოწიგნების ინდუსტრია სულ უფრო ძლიერდება. თუ ძველი ფოტოწიგნები თხელ ფურცლებზეა დაბეჭდილი და მაღალი ხარისხის გამოსახულებით არ გამოირჩევა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მისი ტექნოლოგია ამჟამად უმაღლეს დონეზეა აყვანილი.


4 მიზეზი, რის გამოც ფოტოწიგნს ქმნიან:


ფოტოწიგნი, ციფრული ფოტოსგან განსხვავებით, მუდმივია. მისი ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლია. სახლის დეკორის ჟურნალებში ხშირად შეგხვდებათ ყავის მაგიდაზე ან წიგნის თაროზე განთავსებული ფოტოწიგნი, რომელიც დიზაინის ნაწილადაც იქცა.


რა თქმა უნდა, შეგიძლია ციფრული ფოტოც, როცა გინდა, მაშინ ნახო, თუმცა იქამდე, სანამ ტელეფონი ან კომპიუტერი მწყობრშია ან მეხსიერების ლიმიტი არ ამოეწურება და ახლების დამატებამდე მათ წაშლას არ მოგთხოვს.


ფოტოწიგნი სამახსოვრო საჩუქარია


image


მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ციფრული ფოტოს გაგზავნას იგივე დატვირთვა არ აქვს, რაც დაბეჭდილი ფოტოწიგნის ჩუქებას, რომელშიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია ასახული. მიმღები კი მჩუქებელს მუდამ გაიხსენებს, როცა წიგნს გადაშლის.


ფოტოწიგნებში დაბეჭდილი ფოტოები მარტივად აღსაქმელია. ციფრულ ფოტოში შეგვიძლია ნებისმიერი დეტალი მოვაახლოვოთ და ვნახოთ, თუმცა ფოტოწიგნის უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია, სურათი სასურველ ზომაზე დავბეჭდოთ და დეტალები უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.


ფოტოწიგნი ნივთია, მატერიაა და არის ამაში გარკვეული კომფორტი.


image


ეკრანისგან განსხვავებით, დაბეჭდილი ფოტო თითქოს უფრო მეტად აღძრავს მოგონებებს, თითქოს უკეთ შევიგრძნობთ მოვლენების სიმძაფრეს.
მაგალითად, კითხვის მოყვარულთა ნაწილი ქინდლს ისევ კლასიკურ წიგნს არჩევს, რადგან მათთვის ფურცელზე შეხება მნიშვნელოვანია.


როგორ გავხადოთ ჩვენი ფოტოწიგნი უფრო ლამაზი და კრეატიული?


image


თუ ჩვენს მეგობარს, მეზობელს, ნათესავს, ჩვენი მსგავსი დიზაინის ფოტოალბომი შეიძლება ჰქონდეს, იმავეს ვერ ვიტყოდით ფოტოწიგნზე. ფოტოწიგნის შემთხვევაში, შეგვიძლია მისი ყდა, ზომა, დიზაინი, ფონტიც კი თავად შევარჩიოთ და თავად განვსაზღვროთ, რომელ გვერდზე რამდენი ფოტოსურათი რა ფორმით უნდა დაიბეჭდოს.


საკუთარი ფოტოწიგნის შექმნაც კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. საქართველოში, „სტამბა პრინტრეას“ ვებ-გვერდზე photobooks.ge შეგვიძლია სასურველი ფოტოებითა და დიზაინით ფოტოწიგნი თავად შევქმნათ. აღნიშნული სერვისი უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.


სტამბაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სერვისი შექმნეს, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მომხმარებლებს უყვართ თავიანთი მოგზაურობის, ქორწილის, ნიშნობის, ნათლობის კადრების წიგნად ქცევა და სამუდამოდ შენახვა.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0