x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაწრთვნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულების გადასარჩენად
image


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინიციატივითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება„ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი”.


პროექტის მიზანია კომპანიის მართვაში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტებზე თეთნულდსა და გუდაურში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვა, რაც შეამცირებს ზვავში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. თეთნულდსა და გუდაურში ფრირაიდის (გაუკვალავი თოვლი) სათხილამურო არეალები მდებარეობს ზვავის რისკის ქვეშ, ზოგიერთ ფერდზე, შეიძლება მოხდეს როგორც მსუბუქი, ისე საშუალო ან მაღალი რისკის შემცველი სპონტანური ზვავის მოწყვეტა. მიუხედავად კვალიფიციური სამაშველო ჯგუფებისა და მაშველების მიერ ჩატარებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოებისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზვავში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში კი ვიზიტორებს არ გააჩნდათ შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობა, რაც ართულებს დაზარალებულის კონკრეტული ადგილის პოვნას.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 ბელგიური ნაგაზისა და შესაბამისი საწვრთნელი აღჭურვილობის შესყიდვა, ასევე სპეციალურად გამოყოფილი სამაშველო სამსახურის პერსონალის გაწვრთნა კინოლოგის მიერ.



image


„პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად საქართველოში დაინერგება ზვავში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც გაზრდის სამთო-სათხილამურო კურორტების მომსახურების ხარისხს სამაშველო-საზვავე უსაფრთხოების კუთხით და უზრუნველყოფს ზვავში დაშავებულთა დროულ ძებნასა და გადარჩენას“, განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.


0
105
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0