x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცხვირის პოლიპი
image


ცხვირის პოლიპი ცხვრირის ღრუსა და დანამატი ღრუების ქრონიკულინ ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება, რომელიც არის რბილი, უმტკინლეულო, სწრაფი, ანომალიური ზრდდი ლორწოვანი გარსი.კლინიკური მიმდინარეობით მას კეთისთვისებიან სიმსივნესც ადარებენ.


მიკრომორფოლოგიურად ცხვირის პოლიპი შედგება შემაერთბელექსოვილოვანი მარყუჟებისგან, რომლებიც ამოვსებულია სეროზული სითხით და პლაზმური უჯრედებით, ზოგჯერ შეიცავენ ჯირკვლებსაც. პოლიპის მფარავი ლორწოვანი გარსი დაფარულია უმეტესად მოიციმციმე ცილინდრული, იშვიათად მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.


ავადმყოფები უჩივიან:


მუდმივ გამონადენს ცხვირიდან;

თანდათანობით სუნთქვის გაძნელებას;

საბოოლოდ ცხვირიდან სუნთქვის ცალმხრივ და ორმხრივ დახშობას;

არცთუ იშვიათად თავის ტკივილი;

ადვილად გადაღლა გონებრივი მუშაობის დროს;

აგრეთვე ყნოსვის დაქვეითება;

გემოვენბის გრძნობის დაქვეითება.


რინოსკოპიით ხვირის ღრუში ჩანს მორუხო ან მოყვითალო-ვარდისფერი სადაზედაპირიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომლის კონსისტენცია ზონდით გასინჯვისას ჟელესებურია. პოლიპი შეიძლება იყოს ერთეული, მთლიანი, ზოგჯერ კი მრავაწილოკოვანი ან მრავლობითი-პოლიპოზი. გართულების შემთხვევაში პოლიპი ავსებს ცხვირის ღრუს, აწვება მის კედლებს და იწვევს გაფართოება-დეფორმაციას. თუ პოლიპი ჰაიმორის წიაღიდან გამოდის, იგი ხშირად იზრდება უკანა მიმართულებით, ქოანისაკნე და მას ქოანურ პოლიპს უწოდებე. ზოგჯერ პოლიპი სცილდება ქოანის ფარგლებს, გადადის ცხვირ-ხახაში, ამოავსებს მას და შეიძლება ნაქის უკანაც ჩანდეს.

დიაგნოზს ადვილად ადგენენ წინა და უკანა რინოსკოპიით, აგრეთვე ზონდირებით.

ცხვირის პოლიპის მკურნალობა აქტუალურია სტეროიდები, რომლებიც ამცირებენ სინუსის ლორწოვანის ანთებას, ამცირებენ პოლიპების ზომებს დ აუმჯობესებენ სიმპტომებს. თუმცა ხშირად არაეფექტურია მრავალი პოლიპის მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ უმეტეს შემთხევვაში მიმართავნე ქირურგიულ ოპერაციას. ოპერაციას აკეთებენ ადგილობრივი ანესთეზიით, გამოიყენებენ სპეციალურ ხესაწყოს რომელსაც ბოლოში მიმაგრებული აქვს მავთულის მარყუჟი და ამიტომ მას ცხვრირის პოლიპის მარყუჟს უწოდებენ. ხელსაწყო, მხედველობის კონტროლით, შეაქვთ ცხირის ღრუში, ისე, რომ პოლიპი შეძლებისდაგვარად მისი მიმაგრების ადგილამდე მთლიანად მოექცეს მარყუჟის შიგნით, რის შემდეგაც ფრთხილად გამოსწევენ მარყუჟს. პოლიპის მოცილების შემდეგ ცხვირის ღრუში ჩანს მისი ნარჩენი ნაწილები, მათ მოაცილებენ კონქოტომით ან ცხვირის მაშით, მიმართავენ კრიოზემოქმედებასაც, ჩვეულებრივ სისხლის დენა უმნიშვნელოა და ტამპონი სტაციონარის პირობებში საჭირო არ არის. თუ სისლის დენა მაინც აღინიშნა 1-2 დღით ცხვირის ღრუში დებენ ეფსილონამინოკაპრონმჟავას 5%-იან ხსნარსა და სინტომიცინის ემულსიაში ამოვლებულ ტამპონს.

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0