x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბოლნისის რაიონის ორი სოფელი – სოფლები, სადაც ახალი ვირუსის არსებობის არ სჯერათ

ამა წლის 22 აპრილს აქცია ჩატარდა მარნეულში, image
სოფელ შულავერის ცენტრში მიმდებარე სოფლებიდან შეკრებილი მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას და გზის გახსნას მოითხოვდა, რადგან, მათი თქმით, სათანადოდ ვერ ხდებოდა მოწეული მოსავლის მარნეულიდან გატანა.

რამდენიმე ტონა კიტრი გვაქვს სახლებში, ლპება და გაყიდვას ვერ ვახერხებთ. გზები დაკეტილია, გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც არავის გააქვს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ჩემი მოყვანილი პროდუქცია შემეძლო ჩემი მანქანით მიმეტანა მაღაზიამდე. ახლა ეს უფლებაც წამართვეს. კიტრი და პამიდორი სათბურში გვილპება, ” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. ეს მოვლენები ვიტარდებოდა მარნეულში და ახლაც ეს სიტუაციაა, მოსახლეობა განწყობილია უარყოფითად და არ ემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს, რამაც თავი იჩინა ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში.

ბოლნისის რაიონის ორ სოფელში „იტალია ხდება“ – სოფლები, სადაც ახალი ვირუსის არსებობის არ სჯერათ

სოფელ მუშევანის ეპიდეპოპეა პირველ მაისს დაიწყო – მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ „სოფელში ვირუსი არ არსებობს და მედიკოსებს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიზნით, საავადმყოფოში გაციებული ადამიანები გადაყავთ“.
სოფელში ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთი ოჯახის 10 ინფიცირებული წევრის კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცველები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფმა ექიმებთან ჩხუბი, ყვირილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო, ისინი აცხადებდნენ, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯეროდათ.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0