x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგულავას გაშვებული დიეტა
მაშინ როცა გიგი უგულავა თავისი კარიერის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ როცა რუსი ოლიგარქი ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მემკვიდრეზე ფიქრობდა – ყველაზე მაღალი შანსები მაშინ უგულავას ჰქონდა – კულუარებში ჭორებიც ვრცელდებოდა, რომ მიშამ ქალაქის მერზე შეაჩერა ყურადღებაო – “ნაცებს“ ყველაფერი გაწერილი და გამზადებული ჰქონდათ.

გიგი უგულავას პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ოდითგანვე საინტერესოა, ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ, რომელსაც წლების წინ დაშორდა და ლელა კილაძეზე იქორწინა, თუმცა ის ახლა თავისუფალი მამაკაცია, რომელსაც ორი ოჯახი აქვს დანგრეული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში არავინ იცის.

გიგი უგულავას მეორე ოჯახი პატიმრობისას დაენგრა, მაშინ როცა ქალაქის ყოფილი მერი, სასჯელს იხდიდა ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა. გიგის და ლელას საერთო შვილიც ჰყავს. პატარა ალექსანდრე, რომელიც ნიუტონის სკოლაში სწავლობს, ის ხან დედასთან არის, ხან მამასთან.

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას


იმაზე, თუ როგორ მოხვდა გიგი უგულავა იმ გაუგებრობაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ისტორია სდუმს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახდენი მოხდა და სისხლიც დაიღვარა, უმწიკვლო და თან ნაციონალური. ხან ქვები ესროლეს ბოლნისში და ხან ხელ-კეტები უბრახუნეს ბათუმში, მაგრამ გიგის ყველაფერი ცდებოდა. თითქოს განგება განგებ იცავსო.

გიგი ყოველთვის ქედმაღლობით გამოირჩეოდა. ისე დადიოდა, თითქოს ფიქრობდა, ჩემ ხელზე დასადები ბორკილი ჯერ არ გამოჭედილაო, მაგრამ ერთი წუთით გონება გაებნა, როგორც უკვე ვთქვით, ბორკილი დაადეს.image


0
542
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0