x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
თვალღიაობისა და ცრემლდენის მკურნალობის უახლესი მეთოდები საქართველოში დაინერგა - ინოვატორი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“
image


„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც მომხმარებლებს მომსახურებების სრულ ოფთალმოლოგიურ სპექტრს სთავაზობს, ორი ინოვაციური მეთოდი დაინერგა. ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის წამყვანმა სპეციალისტმა ელისო ბრეგვაძემ, თვალღიაობისა და ცრემლდენის სამკურნალო ახალი მეთოდები დანერგა, რომელიც თავად ინდოეთს წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკაში შეისწავლა და მათი განხორციელება „ნიუ ჰოსპიტალსში“ დაიწყო. ამ დრომდე აღნიშნული მანიპულაციები საქართველოში არ ტარდებოდა. თვალღიაობასა და ცრემლდენაზე დეტალურად თავად ელისო ბრეგვაძე გვესაუბრება.


რას ნიშნავს თვალღიაობა?


თვალღიაობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თვალის ბოლომდე დახუჭვას. მისი გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა ძირითადად თვალღიაობა გამოწვეულია ინსულტით ან სახის ნერვის პარეზით. ასევე, თვალღიაობა შესაძლოა განვითარდეს თვალის ტრავმის შემდგომ პერიოდში.



აღნიშნული პრობლემა, როგორც წესი, იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა: მშრალი თვალის სინდრომი, რქოვანას ანთება, რქოვანას წყლული, რქოვანას პერფორაცია და სხვა. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრობლემის დასაწყისშივე, როდესაც პაციენტს აღენიშნება მაღალი მხედველობა და რქოვანაზე ჩამოთვლილი ცვლილებები არ ვლინდება, გამართლებულია თვალღიაობის მკურნალობის ინოვაციური მანიპულაციის ჩატარება.


ჩვენს მიერ მოწოდებული ინოვაციური მეთოდი პაციენტს უნარჩუნებს არსებულ მხედველობას ისევე როგორც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ქირურგიული ჩარევის გარეშე. თუმცა, თუ ზემოთაღნიშნული გართულებები დაწყებულია, ტარდება ტრადიციული ქირურგიული ჩარევა – ბლეფარორაფია. ამ დროს ხდება ზედა და ქვედა ქუთუთოს მიკერება ერთმანეთთან, რაც პაციენტს უქმნის დისკომფორტს როგორც მხედველობის, ასევე შრომისუნარიანობის შეზღუდვის მხრივ.


თქვენ მიერ დანერგილი ინოვაციური მეთოდი რითი განსხვავდება ტრადიციულისგან და რა უპირატესობები აქვს მას?


თვალღიაობის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტისთვის, რადგან კეთდება სამანიპულაციო კაბინეტში. ეს არ არის ქირურგიული ჩარევა. პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნოს მხედველობა და ამავდროულად, არ დაკარგოს ცხოვრების ჩვეული რიტმი და რეჟიმი. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანიპულაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს რქოვანაზე გართულებები არ აღენიშნება. რქოვანაზე დაწყებული პროცესის შემთხვევაში ვატარებთ ბლეფარორაფიას.


როგორია მანიპულაციის შემდგომი პერიოდი? პაციენტს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა?


პროცედურის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი ფაქტობრივად არ გვაქვს. მანიპულაციის დასრულების შემდეგ პაციენტი მიდის სახლში და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში.


შედეგი ნარჩუნდება 10–12 თვე. 1 წლის შემდეგ კი პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და თვალღიაობის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით იგეგმება, ჩატარდეს თუ არა განმეორებითი მანიპულაცია.


ცრემლდენის ინოვაციური მეთოდი რა შემთხვევაში გამოიყენება?


ზოგადად, ცრემლდენის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ინოვაციური მეთოდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება, შესაძლებელია ჩატარდეს თანდაყოლილი და შეძენილი საცრემლე წერტილის პათოლოგიის დროს და საცრემლე აპარატის დაზიანებით გამოწვეული ცრემლდენის დროს (ტრავმის შემდგომი პერიოდი და ასევე ონკოლოგიური პაციენტები, როდესაც უშუალოდ დაზიანებულია ცხვირ–საცრემლე მიდამო). ცრემლდენის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს ვიყენებთ, როდესაც პაციენტთან გარკვეული მიზეზების გამო ქირურგიული ჩარევა ვერ ხერხდება. მანიპულაციის ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ანთებითი პროცესი არ იყოს დაწყებული. საბოლოო შედეგის მისაღწევად საჭიროა, რამდენიმე მანიპულაციის ჩატარება 2–3 თვიანი ინტერვალით.


აღნიშნულ ინოვაციურ მეთოდებს თავად თქვენ სად დაეუფლეთ?


საქართველოში ეს მანიპულაციები მხოლოდ ჩვენთან ტარდება. რეკვალიფიკაციის გავლა ხშრად მიწევს ევროპისა და აზიის ქვეყნების სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის, ინდოეთის წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. სწორედ იქ შევისწავლე აღნიშნული მანიპულაციები და საქართველოში დაბრუნებისთანავე „ნიუ ჰოსპიტალსში“ დავნერგე.


ცრემლდენის მკურნალობის მანიპულაცია მსოფლიო მასშტაბით სულ ახლახანს დაინერგა. საქართველოც ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ცრემლდენის ახალი მეთოდით მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება.


ზოგადად, რით არის გამორჩეული „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიური სერვისები?


„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, არის თვალის დაავადებათა მკურნალობის 128 წლიანი გამოცდილების მქონე კლინიკა, რომელიც 24 საათის მანძილზე, პაციენტებს სრულ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში.


ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის გამოცდილი ოფთალმოლოგები და ქირურგები, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი თაობის აპარატურის გამოყენებით პაციენტებს აწვდიან ხარისხიან სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას თვალის დაავადებების მკურნალობის დარგში.


კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0