x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება
image


რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ გრძნო­ბე­ბი, თუკი მათ ადა­მი­ა­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბო­დათ­ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლია, რომ­ლის რო­მა­ნი _ „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ 2019 წლის ბესტსე­ლე­რი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი”, 2018 წელს კი _ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტის _ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.


პრე­სის პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლი ამ­ჯე­რად „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბას" მი­ი­ღებს სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად _ წიგ­ნი, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად, 28 მა­ისს გა­მო­ვა და მისი სა­ფა­სუ­რი 8.50 ლარი იქ­ნე­ბა, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი _ 10 ლარი.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა პრო­ექტ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნი, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ მკი­თხველ­მა, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, უკვე შე­ი­ძი­ნა.



ამ­ჯე­რად, ამ­ბა­ვი უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, იან კლა­ინ­ზეა, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა... ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­ი­წე­რა და რის შე­სა­ხე­ბაა მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“:


-ვერ გე­ტყვით, წერა ზუს­ტად რო­გორ და­ვი­წყე, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ ლექ­სე­ბი იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბამ­დე“ მი­ვე­დი, დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, დე­ტექ­ტი­ვებ­ზე, მის სიყ­ვა­რულ­ზე და შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბა­ზეა. მთა­ვა­რი გმი­რი _ იანი მარ­ტო­სუ­ლი, სევ­დი­ა­ნი და ცო­ტა­თი უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, სა­კუ­თა­რი რწმე­ნით და ცხოვ­რე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ით, მის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს რწმე­ნა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.


-რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?


-ია­ნის ნიჭს მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნევს დე­ტექ­ტი­ვი ფორ­დი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მის მიერ შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტე­ბით მო­ი­ხიბ­ლე­ბა და მას­თან მუ­შა­ო­ბას შეს­თა­ვა­ზებს, კერ­ძოდ, დამ­ნა­შა­ვის ფო­ტო­რო­ბო­ტე­ბის და­ხატ­ვას სთხოვს. წიგნ­ში სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა: ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი იან კლა­ინ­თან მი­დის, მათ შო­რის, ის სა­კუ­თარ თავს ხა­ტავს ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის ად­გი­ლას, თუმ­ცა, მას ყო­ველ­თვის აქვს ალი­ბი. ამას თან ერ­თვის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის მიერ მისი უარ­ყო­ფა და მის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა იღ­ვი­ძებს, პერ­სო­ნა­ჟი მათ­თან დი­ა­ლოგ­ში შე­დის და წარ­მო­იდ­გენს, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ გრძნო­ბე­ბი, თუკი მათ ადა­მი­ა­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბო­დათ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში შვი­დი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჩნდე­ბა და შვი­დი­ვე იდე­ა­ლუ­რად ჰგავს ია­ნის წარ­მოდ­გე­ნილ გრძნო­ბებს.


- რა არის მო­რა­ლი? რას ამო­ი­კი­თხავს, სა­ბო­ლო­ოდ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი?


- ვე­რა­ვის დავ­პირ­დე­ბი, რომ ეს წიგ­ნი იდე­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის, და­პი­რე­ბე­ბი ისე­დაც არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ წიგ­ნის კი­თხვის დროს, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ერთ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში მა­ინც იპო­ვის სა­კუ­თარ თავს და მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ არა, ეს წიგ­ნი მის­თვის მე­გო­ბა­რი მა­ინც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, ვი­საც ზუს­ტად და მძლავ­რად გა­მო­უც­დია შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბი­დან ერთ-ერთი მა­ინც.


-თქვენ შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ, რა პრო­ფე­სი­ის ხართ? რო­დის და­ი­წყეთ რო­მა­ნის წერა?


-წერა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ვი­წყე, რო­დე­საც პრო­ფე­სია არ­ჩე­უ­ლი არ მქონ­და, შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე, ამ­ჟა­მად, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ, უმ­ცრო­სი ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვარ.


- "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018" _ პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბა უკვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კუ­თხით მო­გი­ტა­ნათ, რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის?


- ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს პრო­ექ­ტი და გა­მარ­ჯვე­ბა, წიგ­ნი და­წე­რი­ლი მქონ­და, თუმ­ცა, და­ბეჭდ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან ყვე­ლა სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ უარი მი­თხრა, ფი­ნან­სუ­რი თუ მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ფიქ­რობ­დნენ, რომ ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი გა­ყიდ­ვა­დი ვერ იქ­ნე­ბო­და. 2019 წელს კი „შვიდ­მა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ­მა გრძნო­ბამ“ გა­მა­მარ­ჯვე­ბი­ნა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში _ "ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი". რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, წიგ­ნი და­წე­რი­ლი მქონ­და და უამ­რა­ვი უა­რის შემ­დეგ, ჩავ­თვა­ლე, რომ პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, რომ ეს წიგ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­სუ­ლი­ყო. არ­ჩე­ვან­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თლა, რის გა­მოც დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის. ყვე­ლა­ზე მეტი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა მომ­ცა და შემ­დეგ, სტი­მუ­ლი, უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გზა, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. რა თქმა უნდა, ეს გზა არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.


image


-ლი­ტე­რა­ტორ­მა ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ასე და­გა­ხა­სი­ა­თათ: „ნი­კო­ლო­ზი მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას. ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ეპი­კუ­რი ცდა _ შე­კი­თხვე­ბის რო­მა­ნი, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბი პა­სუ­ხებს არ ეძე­ბენ, რად­გან ისი­ნი გრძნო­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ცხოვ­რო­ბენ", _ რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის მისი ეს შე­ფა­სე­ბა?


-ბა­ტო­ნი ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, ეს იყო უდი­დე­სი სტი­მუ­ლი და სი­ხა­რუ­ლი ჩემ­თვის! მივ­ხვდი, რომ რა­საც ვა­კე­თებ­დი სწო­რად ვა­კე­თებ­დი.


-მან პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თან", რა მსგავ­სე­ბას და­ი­ნა­ხავს მკი­თხვე­ლი ამ ორ ნა­წარ­მო­ებს შო­რის?


-წიგ­ნი დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნია, თუმ­ცა, შიგ­ნით მრავ­ლად არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს ზღაპ­რუ­ლი ამ­ბის­კენ, ფენ­ტე­ზის­კენ ან თუნ­დაც სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის­კენ წა­იყ­ვანს, თუმ­ცა, რო­დე­საც გა­მო­ერ­კვე­ვა, მიხ­ვდე­ბა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ეს დე­ტა­ლი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბის სა­ზღვრებს. ვფიქ­რობ, ჟან­რის ასე­თი სხვა­დას­ხვა­ო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მკი­თხველს არა მხო­ლოდ უა­ილ­დის, არა­მედ, ბევრ სხვა წიგნ­თა­ნაც გა­უ­ჩენს ასო­ცი­ა­ცი­ას.


- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით?'


- და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში ჩემი ახა­ლი რო­მა­ნი _ „მე არ ვარ ნე­ო­ნი“ გა­მო­ვა. წიგ­ნი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მისი თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ნამ­დვი­ლია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მკი­თხვე­ლი აქაც იპოვ­ნის ელე­მენ­ტებს, რო­მე­ლიც აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის­ტო­რია არ არის ნამ­დვი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ანო­ტა­ცია და­ვურ­თე თან.


- რო­გორ ფიქ­რობთ, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, თქვე­ნი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, კი­დევ უფრო მეტ მკი­თხველს შეგ­მა­ტებთ? რას იტყვით ამ პრო­ექ­ტზე?


-რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, რომ ამ პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევრ გა­მოც­დილ მკი­თხველს შე­ვი­ძენ და ამავდრო­უ­ლად, ეს ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის.

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0