x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს
image


მთელი მსოფლიო იზოლაციაშია და უფროსებსაც და პატარებსაც სჭირდებათ რაღაც სიახლე, სასიამოვნო გასართობი, რაც დროის მხიარულად გატარებასა და სტრესისგან გათავისუფლებაშიც დაეხმარება. ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ იზოლაციის პერიოდში ბავშვები განსაკუთრებულ სტრესს განიცდიან, ისინი არიან გაურკვევლობაში, ხოლო მშობლებისგან თუ მედიისგან მოსმენილი ცალკეული ფრაზები COVID 19-ზე თრგუნავთ მათ. აღნიშნული ვითარება ბავშვებისთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან როგორც წესი მათი უფროსი ოჯახის წევრები გაღიზიანებული და დასტრესილები არიან, შესაბამისად ბავშებთან კომუნიკაცია გართულებულია.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების ერთ–ერთი რეკომენდაცია ასეთია: „დაეხმარეთ ბავშვებს, რომ მონახონ პოზიტიური გზები, გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები – მაგ: შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.“


image



და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები. იზოლაციის პერიოდში გადამწყვეტია, რომ ბავშვებს მუდმივად სიახლე შესთავაზოთ, ახალ–ახალი თამაში ახალი ემოციები და გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ გაზრდილი სტრესის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ პატარებისთვის ყოველთვის გქონდეთ რაღაც სიახლე, ახალი სათამაშო, რომ ის მაქსიმალურად მეტი დადებითი ემოციით დატვირთოთ. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში, რომელიც ეკომონიკური კრიზის წინაშეა, იზრდება სათამაშოების გაყიდვები. ნებისმიერ შემთხვევაში პატარების ემოციური სტრესისგან გათავისუფლება საზოგადოების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.


image


სათამაშოებზე მოთხოვნა საქართველოშიც გაიზარდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ წარმომადგენელი აღნიშნავს:


„მაღაზიების დაკეტვის შემდეგ ჩვენ სათამაშოების ონლაინ გაყიდვა დავიწყეთ და მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად აცნობიერებს სათამაშოს როლს სტრესის დაძლევის პროცესში. მოგვიანებით, ონლაინ ვაჭრობის შეჩერებაც მოგვიწია გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა ველოდებით, როდის აღდგება სათამაშოების ონლაინ ვაჭრობის ნებართვა და მზად ვართ უამრავი ბავშვი გავახაროთ ხარისხიანი სათამაშოებით, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებსაც სტრესის დაძლევაში დაეხმარება, “ – აცხადებენ „პეპელაში“.


არ დაგავიწყდეთ, თამაში პოზიტიურად აღავსებს პატარას განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფროსებთან, დედასთან და მამასთან ერთად თამაშობს. ამ პერიოდში ის განსაკუთრებით დაცულად და ბედნიერად გრძნობს თავს.



0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0