x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 ყველაზე დაუჯერებელი უბედური შემთხვევა სექსში, რომელიც შენ არ იცი
სექსი


ადამიანის სექსუალობა ტაბუირებულია თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, ხოლო სადაც არის აკრძალვა და ტაბუ, იქ უბედური შემთხვევებიც მეტია და კურიოზებიც, რადგან ადამიანებს უჭირთ საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი.


ამ პოსტში წარმოგიდგენთ ექვს ყველაზე დაუჯერებელ სექს-კურიოზს, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე მსოფლიოში დაფიქსირდა.


1. “შვილო ზურაბ, სადამდე?”



ეს დაუჯერებელი ამბავი ერთ ავსტრალიელ გეი წყვილს შეემთხვა. მამაკაცებმა გადაწყვიტეს, “რაღაც ახალი” ეცადათ და ერთმა მეორეს უკანა ტანში თხევადი ცემენტი ჩაასხა, რაც ათსაათიანი ოპერაციით და დაზარალებული მამაკაცისთვის უკანა ტანის ნაწილის ამოჭრით დასრულდა.


2. “ვილკების” თხრას მორჩი, ბიჭო!”


70 წლის ავსტრალიელმა მამაკაცმა პენისში 10 სანტიმეტრის სიგრძის ჩანგალი შეიყვანა. მარწუხებით, პინცეტებით, ათასგვარი სხვა საშუალებით და ადგილობრივი ნარკოზით ძლივს მოახერხეს ექიმებმა ჩანგლის გამოღება.


3. “რა სარგებლობა მოაქვს მამალს?”


ეს დაუჯერებელი ამბავი ჩინეთში მოხდა. მამაკაცმა ქალს აქტის დროს მაგრად მოხარშული კვერცხი ჩაუდო ვაგინაში, რათა მისი სექსუალური სტიმული აემაღლებინა. თუმცა, ცოტა ხანში ქალს ჩივილები დაეწყო მუცლის ქვედა ნაწილში. მამაკაცმა სცადა, კვერცხი თავისი პარტნიორის ვაგინადან გამოეღო, რისთვისაც კოვზი და ბამბუკის ჩხირი გამოიყენა, რითაც ჩინეთში საკვებს მიირთმევენ, მაგრამ ვერაფერი შეძლო, რის შემდეგაც საავადმყოფოსკენ გასწიეს, სადაც ქალს კვერცხი წარმატებით გამოუღეს.


4. “სან-ფრანცისკო არ გვიღებს”


სექსუალური თამაშისას ამერიკელ მამაკაცს ლითონის ვიბრატორი პარტნიორის ვაგინაში ჩარჩა. წყვილი ის-ის იყო, უნდა გაფრენილიყო უახლოესი რეისით. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ვიბრატორი ჩაფრენის შემდეგ ამოეღოთ, თუმცა თვითმფრინავში ჩასხდომამდე უსაფრთხოების პორტალმა განგაშის სიგნალი გამოსცა. ფრენის უსაფრთხოების თანამშრომლებს წყვილმა ვერ აუხსნა, თუ რა შეემთხვათ, ამიტომ მათ პოლიციაში, დაკითხვაზე მოუხდათ ყურყუტი, ხოლო ბილეთები, რა თქმა უნდა, გაუუქმდათ.


კორონავირუსი


5. “ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა”


ეს ამბავი ინდოეთში მოხდა. ექიმები მთელი 6 თვის მანძილზე ანტიბიოტიკებით, სიცხის დამწევებით და სხვა მსგავსი მედიკამენტებით ჭყეპდნენ ქალს, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და გამომჯობინება არა და არ ეტყობოდა. ბოლოს რენტგენმა ყველაფერს ნათელი მოფინა: მედიკოსებმა ქალის ფილტვში პრეზერვატივი აღმოუჩინეს და მის ამოსაღებად ოპერაციაც წარმატებით ჩაატარეს.


6. “სიყვარული დაფრინავს”


სინგაპურელი ბიზნესმენი ავტომობილის პარკირების დროს მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მას მდივანი ქალი ორალურად აკმაყოფილებდა. დაჯახება იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ქალმა თავი საჭეს მიარტყა. დარტყმის ძალამ ქალს ჩანა ძალიან სწრაფად ჩაუკეტა და შედეგად ბიზნესმენი თავის მამაკაცურ ღირსებას გამოემშვიდობა.


ეს ყველაფერი ვიდეოკამერით დააფიქსირა კერძო დეტექტივმა, რომელიც მდივანი ქალის ეჭვიანმა ქმარმა დაიქირავა.

1
1635
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1635
  
2020, 7 აპრილი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1