x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა უნდა ვიცოდეთ, რათა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას ხელი არ შევუწყოთ
კორონავირუსი


საქართველოში კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება დაუდგინდა იტალიიდან ქუთაისის აეროპორტის გავლით ჩამოსულ ადამიანს, რომელმაც კლინიკას მეორე დღესვე, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართა, რაც ძალიან დასაფასებელი და სწორი საქციელია.


უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყავით – სადმე, იტალიურ ლომბარდიაში, პიემონტში, ირანში ან ჩინეთის იმ პროვინციებში, საიდანაც Covid-19 წამოვიდა, საქართველოში მინიმუმ ორი კვირის მანძილზე მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დააკვირდით საკუთარ თავს. საჯარო თავშეყრის ადგილებში გადით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც აუცილებლად სამედიცინო ნიღბით.


სიმპტომების (ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა) შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ უბნის ექიმს ან უახლოეს პოლიკლინიკას. გახსოვდეთ, რომ ყოველი წუთი ძვირფასია.



თავი დაანებეთ თამბაქოს მოხმარებას და მაქსიმალურად შეზღუდეთ მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღება. ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას (ხელების დაბანა, კბილების გამოხეხა) და უშუალო კონტაქტი სხვა ადამიანებთან ნაკლებად იქონიეთ.


კორონავირუსი


გახსოვდეთ, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა მართალია, არ არის მაღალი – სხვადასხვა მონაცემებით მაქსიმუმ 5 %-მდე მერყეობს, შეაბამისად, მისი აღმოჩენა სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ მას მაინც ახასიათებს სიკვდილიანობა და ამიტომ მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ თავად არ გახდეთ ეპიდაფეთქების წყარო. ყველაზე საშიში ამ ვირუსს ის აქვს, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ პანიკას ნუ მივეცემით, მაგრამ არც სრული უდარდელობა იქნება გამოსავალი. დროული პრევენციით და საღი, რაციონალური მიდგომით აუცილებლად დავამარცხებთ ნებისმიერ დაავადებას.

0
169
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0