x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
კვლევით დადგინდა, რომ ლუდის მოყვარული ამერიკელების 40 % ლუდი “კორონას” შეძენაზე კორონავირუსის გამო ამბობს უარს
ლუდი კორონა


როგორც ტამპაში (ფლორიდა, აშშშ) ჩატარებული კვლევით გაირკვა, მომხმარებლები ლუდი “კორონას” მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ, რადგან მას საკუთარი სახელწოდების ნაწილი აკავშირებს ვირუსთან, რომელიც ადამიანებს მთელ მსოფლიოში აავადებს.


კვლევა მიმდინარე კვირაში ჩაატარა სარეკლამო სააგენტომ, რომლის სახელწოდებაა “5W Public Relations”. კომპანიამ 737 ამერიკელი ტელეფონით გამოკითხა, რომლებიც ლუდის მოყვარულებს უწოდებდნენ საკუთარ თავს.


კვლევით დადგინდა, რომ ლუდ “კორონას” გამოკითხულთა 38 % არ შეიძენს არავითარ შემთხვევაში და იმ ამერიკელებიდან, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ აღნიშნულ ლუდს, 4 %-მა განაცხადა, რომ სმა შეწყვიტეს კორონავირუსის გამო. ხოლო 14 %-მა განაცხადა, რომ არ შეუკვეთენ “კორონას” საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რათა ვირუსი სხვებს არ გადადონ.



ამასთან, 16 %-ს აინტერესებდა, ხომ არ იყო ლუდი “კორონა” კავშირში კორონავირუსთან.


აქამდე ლუდის ბრენდი “კორონა” გაყიდვების მოცულობით მე-3 ადგილს იკავებდა შეერთებულ შტატებში. ბრენდმა სახელწოდება მიიღო მზის გვირგვინის სახელწოდების მიხედვით. მაგრამ როგორც ინტერნეტში საძიებო ფრაზების ანალიზმა ცხადყო, ბოლო კვირების მანძილზე გამუდმებით იზრდება ნეტში ისეთი წინადადებების რაოდენობა, როგორებიცაა “კორონას ლუდის ვირუსი” და “ლუდის კორონავირუსი”.


ლუდი კორონა


“მიუხედავად ბრენდის მხრიდან მტკიცებისა, რომ მომხმარებლებს ესმით, რომ არავითარი საერთო ლუდ “კორონასა” და კორონავირუსს შორის არ არსებობს, კომპანიისთვის ეს მაინც კატასტროფაა”, – განაცხადა 5WPR-ის დირექტორმა რონ ტოროსიანმა. “ბოლოსდაბოლოს, რომელ ბრენდს სურს, ასოცირდებოდეს ვირუსთან, რომელიც ადამიანებს მთელ მსოფლიოში კლავს?”


YouGov-ის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი კვირების მანძილზე ლუდი “კორონას” გაყიდვებმა ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0