x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ
image



ვერძი


მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. მაგ­რამ ცუდი ამინ­დის დროს ფე­ხით ნუ ივ­ლით. რო­გორც გა­ხა­სი­ა­თებთ ხოლ­მე, ბუზს სპი­ლოდ ნუ გა­და­აქ­ცევთ, რის გა­მოც თქვე­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­ზი­ან­დე­ბა. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი და ემო­ცი­ე­ბიც. მი­ი­ღეთ და­მამ­შვი­დე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, ბა­ლა­ხე­ბის ნა­ყე­ნი, თქვენ­ზე კარ­გად იმოქ­მე­დებს მუ­სი­კა­თე­რა­პია. უპი­რა­ტე­სო­ბა კლა­სი­კას ან ლი­რი­კას მი­ა­ნი­ჭეთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო და ჩა­ი­ტა­რეთ თირკმე­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. გა­და­ხე­დეთ რა­ცი­ონს და გა­მო­რი­ცხთ ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ა­ნი და ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ წყალს, ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებს. ყო­ველ­დღი­უ­რად 20 ან 30 წუთი ივარ­ჯი­შეთ.


კურო


ორ­გა­ნიზ­მი უნდა მოძ­ლი­ე­როთ, რომ ვირუ­სებ­სა და ინ­ფექ­ცი­ებს გა­უმკლავ­დეს. თვის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რა­ი­მე­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. განსკუთ­რე­ბით სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრე­ლი საგ­ნე­ბი­სად­მი. შუა თვეს ჩა­ი­ტა­რეთ კომ­პლექ­სუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. კარ­გი კვლე­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში და სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. თვის ბო­ლოს გა­უფრ­თხილ­დით კბი­ლებს. მო­ე­რი­დეთ გა­და­მე­ტე­ბუ­ლად ტკბი­ლის ჭამს, შავი ჩა­ი­სა და ყა­ვის სმას. მი­ი­ღეთ კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბი. კბი­ლის ტკი­ვილს ნუ მო­ით­მენთ, მი­მარ­თეთ სტო­მა­ტო­ლოგს.



ტყუპები



ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რი უნდა იყოთ. ცუდი მო­შურ­ნე­ებ­საც კი არ უსურ­ვოთ. სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­ვით თა­ვად­ვე და­ზა­რალ­დე­ბით. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ თქვენ მე­გობ­რე­ბის (მხო­ლოდ, ვის­თან ყოფ­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ) გვერ­დით. შუა თვე­ში გა­მო­იკ­ვლი­ეთ გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა. შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის გამო შემ­წვარ, ცხი­მი­ან საკ­ვებ­სა და კვერ­ცხზე უა­რის თქმამ მო­გი­წი­ოთ. თვის ბო­ლოს გა­მო­ნა­ხეთ დრო და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ თმის მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­გიძ­ლი­ათ სი­ლა­მა­ზის სა­ლონს ეწ­ვი­ოთ და ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლოთ და შე­გიძ­ლი­ათ ტრი­ქო­ლოგ­თა­ნაც კი ჩა­ე­წე­როთ ვი­ზიტ­ზე.


კირჩხიბი



ად­რე­ნა­ლი­ნის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­გინ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თვის და­სა­წყის­ში. უმ­ჯო­ბე­სია, დრო გა­მო­ნა­ხოთ ვარ­ჯი­ში­სა და ფი­ნე­სის­თვის. ჩა­ე­წე­რეთ სპორტ დარ­ბაზ­ში.

თვის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თირკმე­ლებს. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის, შაქ­რი­სა და მა­რი­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბით მი­ღე­ბას. გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით. თბი­ლად ჩაც­მაც არ და­გა­ვი­წყდეთ. შე­ამ­ცი­რეთ ისე­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა გა­გი­ღი­ზი­ა­ნოთ.


ლომი


თვის და­სა­წყის­ში ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. ბევ­რი ია­რეთ ფე­ხით, და­კავ­დით სპორ­ტით, ისე­ირ­ნეთ ვე­ლო­სი­პე­დით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ხში­რად მო­უს­მი­ნეთ ში­ნა­გან ხმას. თვის ბო­ლოს მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ სუნ­თქვით პრაქ­ტი­კებს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა. ლიფ­ტით ას­ვლას კი­ბე­ზე ფე­ხით ას­ვლა ამ­ჯო­ბი­ნეთ.


ქალწული


მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, რე­ლაქ­სა­ცი­ას. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ ვარ­ჯი­ში­სას, რათა არ მი­ი­ღოთ ტრავ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა. გა­და­ხე­დეთ მე­ნი­უს, გა­ამ­დიდ­რეთ კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბით. სპორტდარ­ბაზ­ში თუ არა შინ გა­ა­კე­თეთ ვარ­ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს ხერ­ხე­მალს მეტ ელას­ტი­კუ­რო­ბას შეს­ძენს. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, აი­ღეთ აუ­ზის აბო­ნე­მენ­ტი და ჩა­ე­წე­რეთ მა­სა­ჟის­ტთან ვი­ზიტ­ზე. თვის ბო­ლოს შინ ჩა­ი­ტა­რეთ კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბა ში­ნა­უ­რულ მე­თო­დებს მი­ა­ნი­ჭეთ.


სასწორი


თვის და­სა­წყის­ში გან­წყო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თვის ბო­ლოს ფი­ზი­კუ­რა­დაც მოძ­ლი­ერ­დე­ბით. მაგ­რამ მა­ინც უნდა მო­ე­რი­დოთ ძლი­ერ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას. ვარ­ჯი­შე­ბი ნელ-ნელა გა­არ­თუ­ლეთ. თვის ბო­ლოს უარი თქვით მე­ტი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რათა არ გახ­დეთ მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ თავს შე­უძ­ლოდ გრძნობთ, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ხალ­ხურ მე­თო­დებს მი­მარ­თეთ. სირ­თუ­ლე­ე­ბი არ გე­ლით, მთა­ვა­რია, ჰი­პერ­ტო­ნი­კებ­მა აკონ­ტრო­ლოთ თავი და წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. მო­ე­რი­დეთ შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბას და მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბას.


მორიელი


მარ­ტის და­სა­წყის­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია აპა­თია, ესეც იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად გა­დაღ­ლი­ლი ხართ. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ე­წე­როთ ფიტ­ნეს­ზე, გა­ნა­ახ­ლოთ სი­ა­რუ­ლი სპორტ დარ­ბაზ­ში. შე­ამ­ცი­რეთ სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა, ალ­კოჰო­ლი აგ­რე­სი­ულს გაგხდით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ნას­ვამ­მა ტრავ­მაც კი მი­ი­ღოთ. მო­ე­რი­დეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რულს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­დაც თქვენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.


შუა თვე­ში დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, მო­გე­მა­ტე­ბათ თა­ვის ტკი­ვი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მიგ­რე­ნი ქრო­ნი­კულ­ში არ გა­და­გე­ზარ­დოთ, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, უქ­მე­ე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ბუ­ნე­ბა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ. სა­სურ­ველ შე­დეგს მო­გი­ტანთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სან­დო მე­გო­ბარ­თან (ვი­საც ასე­თად მი­იჩ­ნევთ), გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი.



მშვილდოსანი



თვის და­სა­წყის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ. ამი­ტომ, წი­ნას­წარ­ვე ჩა­ე­წე­რეთ მკურ­ნალ ექიმ­თან; ჩა­ი­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. თუ ინ­ფექ­ცია, ვირუ­სი ან გა­ცი­ვე­ბა შე­მო­გი­ტევთ, მო­ე­რი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას და ეცა­დეთ, "ფეხ­ზე არ გა­და­ი­ტა­ნოთ" და­ა­ვა­დე­ბა.

შუა თვე­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ძილს. არა­მარ­ტო სიზ­მრებს, არა­მედ ძი­ლის ხა­რისხსაც. თუ კარ­გად ვერ გა­მო­ძი­ნებთ, ვერც საქ­მე­ებს შე­ას­რუ­ლებთ სა­თა­ნა­დოდ. ძი­ლის წინ და­სამ­შვი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ჟას­მი­ნის, ლა­ვან­დის ან კედ­რის ზეთი. ისი­ნი და­გიმ­შვი­დე­ბენ ნერ­ვულ სის­ტე­მას და მო­გიხ­სნი­ან და­ძა­ბუ­ლო­ბას.

თვის ბო­ლოს სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი თქვე­ნი პლას­ტი­კუ­რო­ბით გა­აკ­ვირ­ვოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ლა­თი­ნუ­რი ცეკ­ვე­ბი ან იოგა. ზო­გი­ერ­თი სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში გა­და­წყვეტს მო­ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბას.


თხის რქა


თვის და­სა­წყის­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბას. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ძველ­მა ტრავ­მამ, ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ. გარ­თუ­ლე­ბე­ბი რომ აი­რი­დოთ, და­ი­წყეთ დრო­უ­ლი კვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა. ძვე­ლი მე­თო­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­გიძ­ლი­ათ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბასც მი­მარ­თოთ.

მარ­ტის შუა პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ძაფ­რდეთ მო­გო­ნე­ბე­ბი. მე­ლან­ქო­ლია კი გა­დაღ­ლი­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ეცა­დეთ, არ ჩა­ვარ­დეთ დეპ­რე­სი­ა­ში. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ცოტა ხნით ქა­ლაქ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა. მარ­ტში მეტი დრო და­უთ­მეთ ყვა­ვი­ლე­ბის და ნერ­გე­ბის მო­ვალს, მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა გან­წყო­ბას გა­გიმ­ჯო­ბე­სებთ. შე­გიძ­ლი­ათ ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი შე­ი­ტა­ნოთ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­შიც.

გაფრ­თხილ­დით, თვის ბო­ლოს არ აი­კი­დოთ ინ­ფექ­ცია. გა­ნე­წყევთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდო­მა­რე­ო­ბა, აი­მაღ­ლოთ იმუ­ნი­ტე­ტი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ცურ­ვა, იოგა. აგ­რეთ­ვე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბით რა­ცი­ო­ნის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.



მერწყული



ჩვეულ დაავადებებს არატრადიციული მეთოდებითა და ხალხური მედიცინით უნდა შეუტიოთ. გირჩევთ, შეამციროთ ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერთან მუშაობის დრო. თუ თავისუფალი წუთები გამოგიჩნდებათ, გაივარჯიშეთ სხეული. კარგია თვალების ვარჯიშის გაკეთებაც. გახსოვდეთ, რომ მიგრენის მიზეზი შეიძლება თვალების გადაღლაც კი იყოს. თვის მეორე ნახევარში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, აგრეთვე, არ "დაჯდეთ" მკაცრ დიეტაზე. მარტში უნდა დაიწყოთ დილით ადრე ადგომა და სასურველია, მსუბუქი ვარჯიში.

თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გაგიუმჯობესდებათ როგორც მორალური, აგრეთვე ფიზიკური მდგომარეობა. გაგიუმჯობესდებათ იერიც. მარტი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ძალები საკმარისად გექნებათ და კარგ შედეგსაც მიიღებთ.



თევზები


რაც უფრო კარგ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით, მით მე­ტად იგ­რძნობთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თუმ­ცა, მა­ინც უნდა მო­ე­რი­დოთ ვირუ­სი­თა და ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­შირს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შინ ბავ­შვე­ბი გყავთ. მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში გა­და­ხე­დეთ კვე­ბის რა­ცი­ონს. მო­ე­რი­დეთ ან სრუ­ლი­ად შე­ამ­ცი­რეთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ჭამა. აგ­რეთ­ვე, შე­ამ­ცი­რეთ ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ხა­რის­ხიც სა­ი­მე­დო არაა. თუ გრძნობთ, რომ მძი­მე საკ­ვე­ბი კუჭს გი­ღი­ზი­ა­ნებთ, ცოტა ხნით უარი თქვით ხორ­ცის მი­ღე­ბა­ზე (ან შე­ამ­ცი­რეთ მა­ინც). გან­სა­კუთ­რე­ბით, ახლა, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში.

თვის ბო­ლოს მარ­ტი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ყვე­ლა წყე­ნი­სა და დარ­დის­გან, რად­გან მიხ­ვდე­ბით, რომ მათ კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. და­ი­ვი­წყეთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა, შიში, ტკი­ვი­ლი. ახლა ენერ­გი­ით უნდა აივ­სოთ და ცხოვ­რე­ბა მხრებ­ში გა­მარ­თულ­მა, თა­ვა­წე­ულ­მა გა­აგ­რძე­ლოთ. ტრანსფორ­მა­ცია სუ­ლი­ე­რიც სა­ჭი­როა და ფი­ზი­კუ­რიც. ჩა­ე­წე­რეთ იო­გა­ზე, ცი­გუნ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა იმიჯს - თა­მა­მად შე­იც­ვა­ლეთ, ჩა­ე­წე­რეთ სა­ლონ­ში, გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი.



ასევე ნახეთ:


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი



"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი


რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით



ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა



"ზო­გი­ერთს მე­ო­რე შა­ნსი მი­ე­ცე­მა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვის

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

2
2885
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2885
  
2020, 1 მარტი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 თებერვალი, 18:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2