x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სტიგმის საფუძვლადმდებარე თეორიები და იდეოლოგია: სტიგმატიზაციის დაზუსტება.
image

სტიგმას ყოველდღიურობაში ხშირად ვხვდებით. ალბათ, არავინაა ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია სირცხვილისა და უხერხულობის განცდა, არ უგრძვნია თავი გარიყულად და გაუფასურებლად თავისი განსხვავებულობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის თავიდან არიდება შესაძლებელია და თითქმის ყველანი ვცდილობთ კიდეც ავირიდოთ, ვირიდებთ, უარვყოფთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიგმატიზაციის ობიექტები არიან.

იციან კი მასტიგმატიზირებლებმა თავიანთი ქმედებების შედეგები? სრულად კარგავენ ადამიანები ემპათიის განცდას და ვერ ხვდებიან, თუ რამხელა ზიანს აყენებენ სხვებს სტიგმატიზაციით? ეს ნაკლებ სავარაუდოა. რეალობას უფრო მეტად ჰგავს ვარაუდი, რომ მასტიგმატიზირებლები თვლიან, რომ სტიგმატიზაციის ობიექტთა გარიყვა და უარყოფა სამართლიანი, მიზანშეწონილია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამართლებულია. ადამიანებს სწამთ, რომ არსებობს მორალური, ეთიკური, სამართლებრივი, ბუნებრივი და ლოგიკური საფუძვლები - მოთხოვნებიც კი - მათი გარიყვისთვის. ქვემოთ ნახსენები „გამმართლებელ“ იდეოლოგიათა კონცეფცია სწორედ ამ აზრს უკავშირდება - ადამიანმა სრულიად გააზრებულად შეიძლება გააგრძელოს სტიგმატიზაციის პროცესი, მაგალითად, სოციალურად მასზე დაბლა მდგომ ინდივიდთან მიმართებაში.

განვიხილოთ სტიგმის უარყოფითობა, თუკი შეგვიძლია ასე ვთქვათ. სტიგმა ნიშანია, რომელიც ინდივიდს განსხვავებულს, იმაზე ნაკლებად სასურველს ხდის, ვიდრე ის „წესით“ უნდა იყოს. სტიგმატიზაციის მიზეზი შეიძლება იყოს დევიანტური ქცევა, ფიზიკური ნიშანი, რომელიმე ჯგუფის წევრობა, რომელიც ხელს უშლის ამ ადამიანის საზოგადოების სრულფასოვან წევრობას და რიყავს მას ბუნებრივი სოციალური კონტაქტისგან.

სტიგმატიზაციის პროცესმა მძლავრი გავლენა შეიძლება იქონიოს სტიგმატიზირებულ ინდივიდზე. მათდამი დამოკიდებულება ფართოდაა ნაკვლევი. გოფმანის მიხედვით, მათი სოციალური ურთიერთობები შეიძლება წყდებოდეს, ხდებოდეს არაკომფორტული და დამამძიმებელი. ეს კი ინდივიდში იწვევს შფოთვას, დეპრესიასა და სხვათა არიდებას. სტიგმატიზაცია შეიძლება ამახინჯებდეს ინდივიდის მე-ს აღქმას და თვითშეფასებას უფრო დაბალს ხდიდეს, თუმცა ეს არც ისე ხშირია. უცხო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებისას სტიგმატიზირებულებს ხშირად ირიდებენ და ნაკლებად უღიმიან. უხსოვარი დროიდან, სტიგმა ცნობილი იყო, როგორც დაბრკოლება რომანტიკულ ურთიერთობებში და დასაქმების სფეროში.




გამმართლებელი იდეოლოგიები

ერთი შეხედვით, ქცევა თითქოს გაუმართლებელი, ნაკლებად მოსაწონი და უსამართლოა. როგორ არგებენ ინდივიდები სტიგმატიზირებულებს უფრო დაბალ მორალურ სტანდარტს? მრავალი გამმართლებელი იდეოლოგია კარნახობთ ინდივიდებს, რომ მსგავსი ქცევა გონივრული, ბუნებრივი და სამართლიანია. გამმართლებელი თეორია გულისხმობს : რწმენებსა და ფასეულობებს იმაზე, თუ როგორ მუშაობს სამყარო და ქცევის წესებს, რომლებიც საფეხურეობრივია.

გამმართლებელი იდეოლოგია თითქოს საერო რელიგიაა: ის მოიცავს ვარაუდებსა და საფუძლადმდებარე რწმენებს, რომელიც არც შემოწმებულია და არც შემოწმებადი. მსგავსი იდეოლოგიები ემპირიული დამუშავების მიღმა არიან; მათ იდეოლოგიები იმიტომ ეწოდებათ, რომ რთულია მათი განსჯა და ხშირად არიან დაფუძნებულნი ადამიანთა ნაკლებად ზუსტ, მტკიცებულებებს მოკლებულ დასკვნებზე. უნდა ითქვას, რომ გამმართლებელი იდეოლოგიები რთულ წარმოდგენათა ჯაჭვის ერთ რგოლს წარმოადგენენ, რომელიც თავის თავში ცალკე რწმენებსა და ფასეულობათა სისტემას გულისხმობს. ეს უკანასკნელნი იდეოლოგიებს იცავენ გარემოში მყოფ წინააღმდეგობათაგან. როდესაც გამმართლებელ იდეოლოგიას საფრთხე ემუქრება, რწმენები უბიძგებს ინდივიდს შფოთვისა და ბრაზისკენ, მას მტრულად განაწყობს.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერი და უნდა დაიქირავოთ კლერკი კაცთა ფეხსაცმლის მაღაზიაში. თუკი გაიგებ, რომ ვაკანსიით დაინტერესებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცი ნასამართლევი იყო (თუმცა არ დაუმტკიცდა) მკვლელობაში, მისი აყვანისგან თავს შეიკავებთ. იმის წარმოდგენისას, თუ რა არაკმფორტულად და, ალბათ, შეშინებულად იგრძნობთ თავს მის ირგვლივ, უარზე გეფიქრებათ. ანდაც, თუკი უნდა დაიქირავოთ ძიძა თქვენი 5 წლის შვილისთვის და ყველაზე დიდი კვალიფიკაციის მქონე კაცზე გაიგებთ ჭორს, რომ პედოფილიაში სდებენ ბრალს, უდიდესი ალბათობით მას არ აიყვანთ.

არის ზემოხსენებულ ორ მაგალითში დისკრიმინაციული ქცევა გამართლებული? როდესაც სცენარი ამ სახითაა წარმოდგენილი, მრავალი ადამიანი ამბობს, რომ ქცევა სულაც არ არის დისკრიმინაციული. ეს ქცევა რაციონალური და გონივრულია. ერთადერთი განსხვავება რაციონალურ ქცევასა და გაუმართლებელ ქცევას შორის სტიგმატიზირებულის მიმამართ გამმართლებელი იდეოლოგიის არსებობაა. გამმართლებელი იდეოლოგიის გამოყენება ან რაციონალური იქნება ან არ იქნება, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ არც ერთი გონიერი ადამიანი არ აიყვანს ძიძად პედოფილს. ორივე მაგალითს გამმართლებელი იდეოლოგია ბუნებრივად ებმის - დისკრიმინაციული ქცევა არათუ მისაღები, არამედ აუცილებელიც კი ხდება. გამმართლებელი თეორიები ზურგს უმაგრებს მიუღებელ ქცევებს როგორც პიროვნულ, ისე სოციალურ დონეზე. ამსუბუქებს სინდისის ქენჯნას და წარმოშობს იმგვარ პრეჯუდი
სსა და დისკრიმინაციას, რომელიც სხვა შემთხვევაში მიუღებელი იქნებოდა გამომდინარე ფასეულობების, სოციალური ნორმებისა და პიროვნული სტანდარტებიდან.

რა თქმა უნდა, არ უნდა გვეგონოს, რომ პრეჯუდისი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ჯგუფისადმი უსაფუძვლოა. არსებობს პროცესები, რომელსაც გამართლებულ სტიგმატიზაციამდე მივყავართ: იქნება ეს რასისტული სტიგმატიზაციის გამართლება, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების სტიგმატიზაციის გამართლება, დანაშაულში ეჭვმიტანილთა სტიგმატიზაცია თუ გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რომ ძიძად არ ავიყვანოთ ის, ვიზეც ვეჭვობთ, რომ პედოფილი შეიძლება იყოს. ამ იდეოლოგიათა ბირთვს ის წარმოადგენს, რომ ისინი ინდივიდებს არწმუნებენ თავიანთი პრეჯუდისების, დისკრიმინაციისა და სტიგმის გამართლებულობაში.

როგორ ხდება ინდივიდებისთვის მისაღები თავიანთი გაუმართლებელი ქცევა სტიგმატიზაციის სახით? იდეოლოგიური კრიტერიუმები უბიძგებს მათ, რომ თავიანთი ქცევა გაამრთლებულად დაინახონ. გამმართლებელი იდეოლოგიები სტიგმატიზირებულს ათავისუფლებს სრული მორალური ვალდებულებებისგან, შესაბამისად, სტიგმისა და ამ იდეოლოგიის კავშირს უხეშ მოპყრობამდე მივყავართ.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
ნიკოლოზ მარგიანი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0