x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გრეგორი ბეიტსონი - ზოგადი მიმოხილვა და "გონების ეკოლოგია"
“ მსოფლიოს მთავარი პრობლემები იმისგანაა წარმოშობილი, თუ როგორ ცხოველქმედებს ბუნება და როგორ ფიქრობს ადამიანი“



"ჩვენ ის კი არ გვხდის იმ ადამიანებად,  რაც ვისწავლეთ,  არამედ ის,  თუ როგორ გვასწავლეს,  რომ გვესწავლა"


გრეგორი ბეიტსონი, ინგლისელი ანთროპოლოგი, სოციალური მეცნიერი, ლინგვისტი, ვიზუალური ანთროპოლოგი, სემიოტიკოსი და კიბერნეტიკოსი დაიბადა 1904 წელს. ის ავტორია მრავალი მნშვნელოვანი ნაშრომის, მათ შორის, „ნაბიჯები გონების ეკოლოგიაში“, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მისმა შრომებმა ბევრ მიმართულებაზე მოახდინა გავლენა.

ბეიტსონმა რევოლუცია მოახდინა ანთროპოლოგიურ კვლევებში, კომუნიკაციის თეორია დაუკავშირა ფსიქოანალიზს (რამაც ფროიდიანულ მოდელთან მიმართებაში მრავალი კითხვა დაბადა). მანვე შემოიტანა “ორმაგი ვალდებულების“ კონცეფცია და შექმნა პირველი კოჰერენტული, მეცნიერულად და ფილოსოფიურად განმტკიცებული ჰოლისტური მიდგომა გარემოთი განპირობებულობის კირიზისის დასაძლევად. ბეიტსონის შემოქმედების იდეურ ქვაკუთხედს წარმოადგენდა პარადიგმა, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავებს როგორც ავტონომიურ, გადაწყვეტილების მიმღებ აქტორებად. გრეგორი ბეიტსონი ეწინააღმდეგებოდა დასავლურ ფსიქოლოგიაში გამეფებულ კვლევის ტექნიკებს, რომლებიც ქცევის მაქსიმალური კონტროლისკენ მიისწაფვოდნენ. როგორც თავად ბეიტსონი ამბობდა, პარადოქსები და წარუმატებლობები შეიძლება ჭკუაზე გვშლიდეს, თუმცა ისინი ბიძგს აძლევენ კრეატიულობას და ზოგჯერ ხელოვნებასაც კი. „როდესაც აღუსრულებელი არჩევნის წინაშე დადგები, იძულები იქნები, რომ თავიდან ბოლომდე გარდაქმნა შენი აზროვნება იმისთვის, რომ წინ წაიწიო“ - აღნიშნავს ის. სამყაროს პრობლემების მოგვარების ტეკნიკური გზების ძიების ნაცვლად ადამიანმა უნდა იფიქროს, რათა თავი შეცვალოს. რადგანაც “ მსოფლიოს მთავარი პრობლემები იმისგანაა წარმოშობილი, თუ როგორ ცხოველქმედებს ბუნება და როგორ ფიქრობს ადამიანი“.


გალაპაგოსის კუნძულებზე დარვინის მიერ 100 წლით ადრე ჩატარებულ საველე სამუშაოების გამეორებისას, ბეიტსონმა გადაწვიტა, რომ თავად ადგილობრივების შესწავლა უფრო საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ფაუნის. მამამისთან მიწერილ „აღიარებით“ წერილში ის ამბობს, რომ სჭირდებოდა ჩვეული, ადამიანური მომენტისგან დაცლილი მეცნიერებისგან განდგომა. მას ხალხის, ანთროპოლოგიის შესწავლა უფრო აინტერესებდა.

უკვე 1927 წელს ბეიტსონი მიდის წყნარი ოკეანის სამხრეთისკენ, რათა გამოიკვლიოს ურთიერთობა ინდივიდუალიზმსა და კულტურას შორის, რაც მიზნად ისახავდა იმ დროს ანთროპოლოგიაში გამეფებულ, ალფრედ რედკლიფ-ბრაუნის მოდელის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს მოდელი ადამიანთა საზოგადოებებს ზედმეტად ბიოლოგიური ორგაზმებად განიხილავდა, რომელთა ინდივიდუალური ნაწილები ბოლომდე მთელი საზოგადოების მოთხოვნილებების მიხედვით იხსნებოდა. ბეიტსონი ამგვარ რიგიდულ დეტერმინიზმს არასარწმუნოდ თვლიდა. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამ მოდელს არ შეეძლო ცალკეულ ინდივიდებს შორის კონფლიქტის ახსნა და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ის უგულებელყოფთა ყოველგვარ აბსტრაგირებას. დასწავლასაც ის სხვაგვარად განიხილავდა: ჩვენ ის კი არ გვხდის იმ ადამიანებად, რაც ვისწავლეთ, არამედ ის, თუ როგორ გვასწავლეს, რომ გვესწავლა.

ახლა კი გადავიდეთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ძირეული ნაშრომის, „საფეხურები გონების ეკოლოგიაში“-ს განხილვაზე. დავიწყოთ ორმაგი ვალდებულების თეორიის განხილვით, რომელიც 1950 წელს ბეიტსონმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს.

ორმაგი ვალდებულება არის კომუნიკაციის დროს წარმოშობილი დილემა, რომელშიც ინდივიდი (ან ჯგუფი) დგება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულების წინაშე. ზოგიერთ გარემოებებში (ნაწილობრივ ოჯახებსა და ურთიერთობებში) ამგვარმა დილემამ შეიძლება დიდი ემოციური დისტრესი გამოიწვიოს. ეს პირობა საბოლოოდ ქმნის იმგვარ სიტუაციას, რომელშიც ერთი წარმატებული პასუხი მეორეს წარუმატებლობას იწვევს და პირიქით, შესაბამისად, პიროვნების ქცევა, პასუხისდა მიუხედავად, აღიქმება, როგორც არასწორი. ორმაგი ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც ადამიანი ვერ უსწორებს თვალს ამგვარ დაუნაწევრებელ დილემას. შესაბამისად, გამორიცხულია ამ დილემის როგორც გადაჭრა, ისე მასზე უარის თქმა.

ხშირად ორმაგი ვალდებულება მარტივ წინააღმდეგობრივ სიტუაციაში ეშლებათ ხოლმე, როდესაც სუბიექტს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნითა აქვს წაყენებული. ორმაგი ვალდებულებაც მოიაზრებს ორ შეპირისპირებულ მოთხოვნას, თუმცა განსხვავება შემდეგში: როგორ არის ეს დილემა წარდგენილი სუბიექტისადმი, როგორ აღიქვამს სუბიექტი ამ სიტუაციას და ვინ ან რა არის ის, რაც/ვინც წაუყენებს ამ მოთხოვნებს სუბიექტს. აგრეთვე, სუბიექტს უჭირს ახსნას ეს პარადოქსული სიტუაცია. მოთხოვნა წაყენებულია სუბიექტისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მიერ. ამის მაგალითია სიტუაცია, რომელშიც ავტორიტეტი სუბიექტს წაუყენებს ორ ურთიერთსაპირისპორო მოთხოვნას, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ავტორიტეტის სისწორეში ეჭვი არ უნდა შეიტანოს ადამიანმა.

ბეიტსონი და მის კოლეგები ორმაგ ვალდებულებას ასე განმარტავენ:
1. სიტუაცია მოიცავს სუბიექტს და მისთვის ავტორიტეტულ ადამიანს

  • ის განმეორებადია და ვერ გადაიჭრება, როგორც ერთჯერადი ტრამვული გამოცდილება
  • პირველადი განკარგულება ასე ჟღერს:
  • ა) ქენი X, თორემ დაგსჯი

    ბ) არ ქნა X, თორემ დაგსჯი

  • მეორადია განკარგულება, რომელიც ეწინააღმდეგება პირველს უფრო აბსტრაქტულ დონეზე. მაგალითად:“შენ უნდა გააკეთო X, მაგრამ გააკეთე ეს, თუკი შენ ეს გინდა“. არ არის აუცილებელი, რომ ეს განკარგულება ვერბალურად იქნეს წარდგენილი.
  • თუკი საჭიროება მოითხოვს, მესამედი განკარგულება წარდგენულისა სუბიექტისადმი, რათა მათ ვერ შეძლონ დილემისთვის გვერდის ავლა.
  • 6. საბოლოოდ, ბეიტსონი აღნიშნავს, რომ სრული სია შეიძლება არც იყოს საჭირო, თუკი სუბიექტი უკვე აღიქვამს გარემოს ორმაგი ვალდებულებების პატერნში.
    რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოხსენებული მხოლოდ მოკლე აღწერაა იმ უზარმაზარი და უნიკალური შრომისა, რომელიც გრეგორი ბეიტსონმა გასწია. მისი მოსაზრებები დღემდე არ კარგავს აქტუალუობას. ნაწილობრივ ამ ფაქტს ისიც განაპირობებს, რომ ბეიტსონის დამოკიდებულება ადამიანს, როგორც მთელს, როგორც დამოუკიდებლად მოქმედ ინდივიდს მოიაზრებს. მისი მრავლისმომცველი შრომა იდეალურ გზამკვლევს წარმოადგენს ადამიანის, როგორიც ერთიანი ინსტანციის გაგების მცდელობაში.

    0
    67
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
    ნიკოლოზ მარგიანი
    67
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0