x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ძირითადი ინსტინქტი" კადრს მიღმა: რისთვის გააწნა სახეში სილა შერონ სტოუნმა ფილმის რეჟისორს

image


პოლ ვერჰოვენი1992 წელს გადაღებული ეროტიკულთრილერ - "ძირითადი ინსტინქტი" 90 - იანი წლების ერთ - ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება, რომელსაც სკანდალები არც გადაღების პროცესში და მით უმეტეს, არც მის ფართო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აკლდა.


image



კადრი ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი" , 1992 ელი



image

რეჟისორ პოლ ვერჰოვენმსოფლიოში ცნობილი ისეთი ბლოკბასტერების წყალობით გახდა როგორებიც - "რობოკოპი" (1987) და "ყველაფრის გახსენებაა" (1990) ამიტომ, მომდევნო ფილმის გადასაღებად მან ჰონორარის სახით 5 მილიონი დოლარი მოითხოვა, კიდევ 15 მილიონის გადახდა ფილმის პროდიუსერს უკვე მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი - მაიკლ დუგლასისთვის მოუწია, ვინაიდან დეტექტივ ნიკ კარენის როლში ის მხოლოდ მას ხედავდა, გარდა ამისა, დანარჩენმა მსახიობებმა (ჰარისონ ფორდმა, რობერტ დე ნირო, ტომ ჰენკსმა, სილვესტერ სტალონე, ჯეკ ნიკოლსონმა, ბრიუს უილისმა და ალ პაჩინომ) კადრში ბოლომდე გაშიშვლებაზე და დუბლიორის გარეშე სექსუალური ხასიათის სცენებში მონაწილეობაზე სასტიკი უარი განაცხდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ ფილმის გადაღების დაწყებამდ კინოკომპანიამ არც მეტი, არც ნაკლები მთლიანობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.



image

მაიკლ დუგლას და შერონ სტოუნ ფილმში "ძირითადი ინსტინქტი"



image

ფილმის სცენარი ჯო ესტერჰაზმა დაწერა. ცნობილი ამერიკელი სცენარისტი 1980 - იან წლებში საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდიდა, ვინიდან მისი თითქმის ყველა ნამუშევარი ერთმანეთის მიყოლებით გაქირავებაში ჩავარდა, შემოქმედებით კრიზისში მყოფს სწორედ ამ დროს გაახსენდა სიუჟეტი ბოროტმოქმედი - ქალიშესახებ, რომელზეც ის, ჯერ კიდევ 1970 - იან წლებში ფიქრობდა. გადმოცემის თანახმად, ესტერჰაზი საკუთარ ბინაში 13 დღის განმავლობაში ჩაიკეტა და ერთი ამოსუნთქვით "ძირითადი ინსტინქტის" სცენარი დაწერა, რისთვისაც რეკორდული თანხა - 3 მილიონი დოლარი მიიღო.


image


მთავარ პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ყავდათ. ნიკ კარნის (მაიკლ დუგლას) სახე პოლიციელის მიერ იყო შთაგონებული, რომელსაც სცენარისტოდესღაც თავადაც იცნობდ, სამართალდამცველს მოკლული 3 ადამიანი ჰყავდა, რაც ჯოს აფიქრებინებდა რომ მას ადამიანების სიკვდილი სიამოვნებას ანიჭებდა, ხოლო აი, რაც შეეხება მწერალ ქეთრინ ტრამელ(შერონ სტოუნი) ის სცენარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთხელ სტრიპტიზიორთან გატარებული ღამის შემდეგ, ჯოსთვის ცნობილი გახდა, რომ ქალს თავისი რამდენიმე საყვარელი მოკლული ჰყავდა. სინამდვილეში იყო თუ არა ეს ასე უცნობია, ფაქტია რომ მან ესტერჰაზი დაინდო, თუმცა, სწორედ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ უკარნახა ცნობილ სცენარისტს სიუჟეტის იდეა.


image


ფილმის საბოლოო ვერსია სცენარისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თავდაპირველად, ინტიმური სცენები გაცილებით ნაკლები იყო - მაგრამ პროდიუსერი დაჟინებით ითხოვდა რომ ფილმი რაც შეიძლება სკანდალური ყოფილიყო და მას, ამ ინიციატივაში რეჟისორიც მხარს უბამდა. ესტერჰაზი კი პირიქით, ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. სცენარში ბევრი დეტალის შესახებ მხოლოდ ზედაპირულად, მინიშნებებით იყო ნათქვამი - მაგალითად, მთავარი გმირის ბისექსუალობის შესახებ, თუმცა ყოველი ასეთი მინიშნება, საბოლოო ჯამში, ღია, სექსუალურ სცენებში გადაიზარდა. დუგლასი და ვერჰოვენი ითხოვდნენ, რომ ფილმის ფინალში პოლიციელს ბოროტოქმედი მოეკლა, თუმცა "მომხიბლავი ბოროტების განსახერების" წინაშე მამაკაცის უმწეობის იდეის დაცვა სცენარისტმა მაინც მოახერხა. დისკუსია საკმაოდ ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა ვინაიდან არცერთ თანაავტორს დათმობა არ სურდა. საბოლოოდ მხარეები ასეთ კომპრომისამდე მივიდნენ: ესტერჰაზი შეეგუა, რომ მისი სცენარის მიხედვით საკმაოდ "თამამ" კინოს გადაიღებდნენ, ხოლო დუგლასსა და ვერჰოვენს დათანხმება იმაზე მოუწიათ, რომ საბოლოოდ ბოროტება იზეიმებდა. თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.


image


მთავარი როლის შემსრულებელ, ბოროტმოქმედ - ქალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, როგორც ცნობილია, როლზე უარი არა მხოლოდ ჯულია რობერტსმა, არამედ მეგ რაიანმა და სხვა კიდევ არაერთმა, ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა თქვა, მაშინ ვერჰოვენმა გადაწყვიტა შეთავაზება შერონ სტოუნისთვის გაეკეთებინა, რომელთანაც ის მანამდე ფილმ "ყველაფრის გახსენებაზე" მუშაობდა, თუმცა, თავად მსახიობი ეჭვობდა რომ მას როლზე არ დაამტკიცებდნენ: "ყველამ იცოდა, რომ "ძირითად ინსტინქტში" ვარსკვლავს უნდა ეთამაშა. მე კი იმ დროს, თუკი ვარსკვლავი ვიყავი, ალბათ, მხოლოდ ფილმ "პოლიციის აკადემია 4-ის". ამიტომ, მისი ჰონორარი საკმაოდ მოკრძალებული, სულ რაღაც - 500 ათასი დოლარი იყო.



image


იმ პერიოდისთვის 34 წლის შერონ სტოუნს წარმატებული კარიერა არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ის იძულებული იყო რეჟისორის ყველა პირობას დათანხმებოდა. რინ ტრამელის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის ცნობილი ეპიზოდი სცენარში არ იყო. როგორც ირკვევა, ის თავად რეჟისორმა დაამატა, რომელსაც მსგავსი ცდუნების სცენა საკუთარმა წარსულის მოგონებებმა აღუძრა.


image


შერონ სტოუნი თავის ყველაზე ცნობილ და სკანდალურ როლში



image



რეჟისორმა შერონ სტოუნი დაარწმუნა რომ ძლიერი განათების ფონზე უმჯობესი იქნებოდა თუ ის ამ სცენაში საცვლების გარეშე იქნებოდა, რაზეც მსახიობი უყოყმანოდ დათანხმდა. ის, რომ კამერა საბოლოოდ მის ქვედაბოლოში "აღმოჩნდა" შერონ სტოუნმა მხოლოდ პრეს - ჩვენებაზე გაარკვია, მაშინ როდესაც უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. სიბრაზისგან მან რეჟისორს არც მეტი, არც ნაკლები სახეში სილა გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი მსოფლიო აღიარება.


image

სკანდალები როგორც გადაღების პროცესს, ასევე ფილმის ჩვენებებსაც ახლდა: ლგბტ თემმა რეჟისორი ჰომოფობიაში ამხილა, უმცირესობა ფილმში ლესბოსელების შესახებ უარყოფით სტერეოტიპებს აპროტესტებდა.



image


საცენზურო კომიტეტის გასავლელად და კინოთეატრებში ჩვენების ნებართვის მისაღებად ვერჰოვენს ფილმის გადამონტაჟება 14 - ჯერ მოუწია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ალბათ იმის წარმოდგენაც კი რთულია როგორი შეიძლებოდა ფილმის თავდაპირველი ვერსია ყოფილიყო.



image



კადრი ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი - 2", 2006 წელი





0
907
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
907