x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
როგორ აარიდა თავი სავალდებულო გაწვევას და ჯარში სამსახურს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ

image რუსეთის დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა მაგრამ, როგორც სამხედრო მაღალჩინოსანს ხშირად აკრიტიკებენ. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ხშირად შოიგუს მიერ დაშვებული შეცდომები გამოწვეულია პროფესიული ცოდნის ნაკლებობით.
და მაინც, როგორ აარიდა თავი ჯარში გაწვევას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა?
როგორც აღმოჩნდა შოიგუ 1972 წელს ჩაირიცხა კრასნოიარსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე, ინსტიტუტს კი სამხედრო კათედრა აღმოაჩნდა.
სამხედრო კათედრაზე სამხედრო თემაზე ლექციების მოსმენის და სამხედრო შეკრების გავლის მერე მას მიენიჭა თადარიგის ლეიტენანტის წოდება და მისთვის სავალდებულო ჯარში გაწვევის საკითხი დაიხურა.
სამშენებლო სფეროში მუშაობის შემდეგ ის იწყებს მუშაობას პარტიული ფუნქციონერის რანგში, შემდეგ კი ახლად შექმნილ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უწყებაში და ყველას გასაოცრად ლეიტენანტის მუნდირიანი ოფიცერი აფხაზეთის ომის პერიოდში 1993 წელს ხდება გენერალ-მაიორი (სწორედ გენერალ-მაიორის ჩინით ჩავიდა ის სოხუმში, როცა მოლაპარაკებები გამართა ქართული სამხედრო დანაყოფების სარდლობასთან.
image image
ასეთი წარმოუდგენლად წარმატებული კარიერის შემდეგ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 2012 წელს ინიშნება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრად.
მინიჭებული აქვს არმიის გენერლის წოდება.
დაჯილდოებულია მედლით-რუსეთის ფედერაციის გმირი, გარდა ამისა სპეციალურად მისთვის შეიქმნა მედალი "ყირიმის დაბრუნებისათვის".
მამას კარიერულ წინსვლაში არც უფროსი ქალიშვილი იულია ჩამორჩება, რომელიც რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში მუშაობს და მოსკოვის ოლქის პროკურორის მეუღლეა.
imageimage უმცროსი ქსენია კი ჯერჯერობით პროფესიით მუშაობს, ის ექიმი ფსიქიატრია.
image სერგეი შოიგუს მეუღლე ირინა უნივერსიტეტის დეკანია, ფლობს ტურისტულ და სამშენებლო ფირმებს.
image ეს კი შოიგუს სასახლეა მოსკოვის ელიტურ დასახლებაში.
image ამ საბუთით დასტურდება, რომ ეს სასახლე და ტერიტორია ეკუთვნის შოიგუს უმცროს ქალიშვილს ქსენიას, თუმცა ხელფასით ამას, რომ ვერ იყიდდა ცხადია.
image





0
345
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
345