x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
საინტერესო სიზმარი ერთი წიგნიდან

ტრანსცედენტური მხარის ინტრიგა.

ეს მონაკვეთი გახლავთ ერთ-ერთი უცნობი წიგნიდან.სიზმარი, რომელიც უდიდეს აზრს შეიცავს!

ტყე


-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ეს ჩემი მეგობარი ენვიასია.რამდენიმე ხნით მასთან დარჩით, რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს და მალე დაგიბრუნდებით, იმედია არ მიწყენთ...და კიდევ გეტყვით, რომ ელვიასი ცოტა უცნაურია და ყურადღება არ მიაქციოთ “არაფერს’’ დაგიშავებთ, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ მისი მეგობარი ხართ.-ენვიასიც იქვე იყო და უსმენდა ამ სიტყვებს.-იცოდეთ, რომ ეს ძალიან ფაქიზი ადგილია, არაფერს არ შეეხოთ თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება, ყველაფერი გაქრება.ის, რასაც თქვენ ხედავთ სრული საოცრებაა, გთხოვთ არ გაგვიქროთ, მალე მოვალ და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ.-მოსაუბრე წასვლას აპირებდა და უცბად რაღაც გაახსენდა.-ჰო მართლა, თუ სადმე მოგინდებათ წასვლა მიბრძანდით, მაგრამ მე “შემატყობინეთ’’ თქვენი ადგილსამყოფელი და ისიც იცოდეთ, რომ ენვიასი სულ თქვენთან იქნება, ეს არ იუხერხულოთ.იგი “ენას’’ არ ამოიღებს, უბრალოდ თქვენთან იქნება.-საბოლოოდ მოსაუბრე გაიფანტა.მარტონი დარჩნენ ენვიასი და “ერნსტი’’.სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა, გარშემო მხოლოდ ორი კაცის სილუეტი მოჩანდა, მეტი არაფერი, არადა ერნსტი დასათვალიერებლად იყო წასული.გავიდა რამდენიმე ხანი, რეალობაში დაახლოებით ხუთი დღეღა იქნებოდა, თუმცა მოსაუბრე არსად არ გამოჩენილა.ერნსტმა გადაწყვიტა წასულიყო, მას ხომ ლოდინი არ უყვარდა, დიდხანს არ უცდიდა ხოლმე არავის და წავიდა.ელვიასიც რა საკვირველია თან გაყვა.მალე ერნსტი მიადგა ფართო კარებს, რომელიც სპილენძის მავთულებისა და ხის ბოძებისაგან იყო ნაგები.ამ კარების იქით გრძელი გზა მოჩანდა, მას ფაქტობრივად ბოლო არ ჰქონდა.ამ გზის გაყოლებაზე, ორივე მხარეს ერთმანეთზე ჩაჭიდული კლდის მსგავსი დაფნა ამოსულიყო და იქ გავლა არავის არ შეეძლო.ვინც გადაწყვეტდა წასვლას, მხოლოდ “პირდაპირ’’ თუ ივლიდა, სხვა გზა არ იყო.ერნსტი დაინტერესდა ამ კარებით და მასთან ახლოს მისვლა დააპირა, თუმცა როდესაც გარკვეულ მანძილზე მიუახლოვდა იგი რაღაც ძალამ შეაჩერა და მცირედით უკან გამოაგდო.ერნსტს გაუკვირდა ეს ყველაფერი და ხელხალა ცადა მიახოლება, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წამით დაფიქრდა, შემდეგ უკან გამოიხედა და ლამის გული გაუსკდა, მის წინ ენვიასი აღმოჩდნა, ხმას არ იღებდა, თვალებსაც კი არ ახამხამებდა.-რა მოხდა?-გაიკვრივა ერნსტმა, რაგანაც ელვიასი მას სულ გარკვეული მანძილის დაშორებით მოჰყვებოდა და ახლა კიდევ მასთან ასე ახლოს მოსულიყო.-რა მოხდა-მეთქი.-ენვიასმა ხმა არ გაიღო.გავიდა რამდენიმე წუთი და უეცარი შიშისაგან დავარდნილი ერნსტი თვითონ წამოდგა.ელვიასმა ხელი ერნსტისაკენ გაწია, გაშალა და შიგ “კატის თვალი’’ იყო.ერნსტი შეცბა:-ეს რა არის?შენ რად გინდა?ან მე რად მაჩვენებ?-ელვიასს პასუხი კიდევ არ გაუცია, მან მზერა კარებისა და შემდედ გზისკენ მიაპყრო.-ეს თვალი იქითასთან რა კავშირშიაა?მიპასუხე ენა არ გაქვს?-ელვიასმა მაგრად მოჰკიდა ერნსტის ხელს თავისი მეორე ხელი.ერნსტმა რატომღაც წინააღმდეგობა არ გაუწია და რომც გაეწვია ძალაში მაინც ვერ აჯობებდა.თავისი ხელიდან კატის ამოთხრილი თვალი ერნსტს ჩაუდო ხელში.-კარგი და მერე?რადმინდა ეს თვალი მე, ანდა შენ საიდან გქონდა?შენ რა დაყ...-ერნსტს ჰალუცინაციები დაეწყო, ელვიასის მაგივრად დასახიჩრებულ კატას ხედავდა, რამდენიმე წამიც და მან გონება დაკარგა.

-სად ვარ?არის აქ ვინმე?-ერნსტმა თვალი გაახილა და შეცბა.იგი იმ კარების მეორე მხარეს აღმოჩენილიყო.უკან ვერ მიდიოდა, იგივე ძალა არ უშვებდა კარებამდე და ელვისიც აღარ ჩანდა.შიშმა აიტანა ერნსტი, მაგრამ რა უნდა ექნა, წინ წავიდა.არც რაიმე ხმა ისმოდა, არც არაფერი არ მოჩანდა გზისა და მწვანე დაფნების გარდა, არც სიცივე, არც სითბო.ვერაფერს ვერ იგრძნობდი.ყველაფერი დუმდა, ყველაფერი მომკვდარიყო.ერნსტი კი მიდიოდა და მიდიოდა, თითქოს რაღაც ძალას იგი წინ მიჰყავსო.უკან არ იყურებოდა.რომც დომოდა ვერ შეძლებდა.იარა დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი და საბოლოოდ მივიდა ერთ ჭასთან, სადაც წყალი არ ესხა.გაუკვირდა ორი რამ, თუმცა ეს არ გამოუხატავს.გზა ამ ჭასთან მრთავდებოდა...ამჯერად ერნსტი უკან მოტრიალდა და ჰა ჰა...ის გზა, რომლითაც ის მოვიდა უბრალოდ გაქრა და მის მამიგრად ტყე გაშენებულიყო.აი ირონიაც.რა ექნა, ისევ ჭისკენ შეტრიალდა და ახლა კიდევ უფრო შეცბა, თალწინ ელვიასი დაუდგა.რამდენიმე წამით ისინი უემოციოდ უყურებდნენ ერთმანეთს.მოგვიანებით კი ელვიასმა ხელი გაიშვირა ერნსტისკენ, ალბათ კატის თვალი უნდოდა.-ვერ გავიე ვერაფერი, ეს თვალი რაღას მომეცი თუ უნდა წაგერთმია?ან აქ საიდან აღმოჩნდი?ის გზა სად არის, მე საიდანაც მოვედი?უკან, როგორ დავრუნდე?-ელვიასი კიდევ არ იღებდა ხმას და მხოლოდ თვალებით საუბრობდა, ცხადი იყო, რომ კატის თვალი უნდოდა.-ამას ვერ მიიღებ, სანამ არ მეტყვი უკან, როგორ დავრუნდე.-ისევ დუმილი.-მასე გინდა არა, კარგი მაშინ...-ერნსტმა თვალს ძლიერ მოუჭირა ხელი.ამან გააღიზიანა ელვიასი და მის თვალებსაც იგივე დაემართა, რაც ერნსტის ხელში მყოფ თვალს.-ფუ, ეს რა ჯანდაბაა.მითხარი შე არანორმალურო არსებავ, უკან როგორ წავიდეე!?-ელვიასმა ხელი ერნსტის უკან გაიშვირა.-შემაცბუნებელია, გზა ისევ გაჩნდა.ერნსტი გაქცევას აპირებდა, როდესაც მის ფეხებს ელვიასი შეეხო და ჭაში ჩათრევა დაუწყო.გამიშვი შე დემონო, მაგ ჭაში შენ ჩაეთრიე თუ გინდა, ოღონდ მე თავი გამანებდე.-ერნსტმა ფეხი გაითავისუფლა საბოლოოდ და გაიქცა.ამან განარისხა ელვიასი და რაღაც არანორმალურად დაიღრიალა, მის ღრიალზე ჩიტებიც კი გაფრინდნენ.-გაიქეცი, გაიქეცი, თვალი არ მისცე.-ერნსტ ეს სიტყვები კატის კნავილივით ჩაესმოდა და სირბილს კიდევე უფრო და უფრო უმატებდა.ელვიასი სამყაროს მშანთქმელივით ბღაოდა და ადგილიდანაც კი არ იძვროდა.გზა შეცვლილიყო, სწორი და კარგი გზის ნაცვლად ატალახიანებული და ორმოებით სავსე გზა გაჩენილიყო, რაც სირბილში ხელს უშლიდა მორბენალს.-გაიქეცი, თვალი არ მისცე, გაიქეცი!!-ახლა ეს ხმა ერნსტს თვით ელვიასის ბღავილსავით ჩაესმოდა, ლამის გაგიჟდა, თუმცა ის ის არ იყო.რაღაცას მიყავდა, ვიღაცას მიყავდა.როდესაც შესვენება გადაწყვიტადა და გაჩერდა რაღაცამ ყურში ჩაშჩურჩულა.-შენ დამარცხდი, ის გშთანთქავს.-ამან ერნსტი შეაშინა და იგი უკანმოუხედავად გაიქცა.მირბის, მირბის და კიდევ მირბის, უცბად გვერდით დაფნებს შეხედა და რაღაც უცნაური დაინახა.თავისი აზრის დასადასტურებლად კიდევ უფრო მოუმატა სირბილს და დარწმუნდა, რომ მისი სირბილი უაზრო იყო, იგი მაინც ერთ ადგილას რჩეოდა.ერნსტი დროის მარყუჟში აღმოჩნდა, როდესაც კი ერთ ადგილს უახლოვდებოდა იქიდან მაშინვე უკან “ჩნდებოდა’’ ავტომატურად და ასე.აქედან ხსნის გზა არ იყო...-თვალი მომეცი და წადი.-ჩასჩურჩულა მას ვიღაცამ ტკბილი ხმით.-მომშორდით აქედან, ვინ ხართ, ან ჩემგან რა გინდათ?მე ძალით მომცეს ეს ჯანდაბა თვალი და ახლა ჩემი ბრალი არ არის...აქ გამომკეტეს.-თვალი მომეცი და წადი.-აჰაა მოგცემ, მაგრამ სად ხარ?დამენახე, რატომ არ მენახებით.-ერნსტი უცბად გაჩერდა, ხმებიც შეწყდა.არაფერი არ ისმოდა.რამდენიმე წამის შემდეგ კი იგი გაიქცა.-რა აზრი აქვს, შენ მაინც უკან აღმოჩნდები-ჩასჩურჩულა ისევ რაღაცამ.-ვიცი, უბრალოდ ვვარჯშობ, კუნთებს დავიყენებ.-ეს წარმოთქვა თუ არა იგივე ადგილას გაჩნდა, ოღონდ იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა.-ვარჯიშობ არაა...კარგი, მაშინ ვანხოთ, როგორი მორბენალი ხარ...-ერნსტმა გაიგონა ელვიასის ხმა, შეშინებულმა უკან მიიხედა და დაინახა თვალებ გადმოთხრილი, ენაგადმოგდებული, ისრებივით წვეტიანი რქის მქონე, ხარის ფეხება და დრაკონის ტანიანი, წითელი და ალაგ ალაგ შავად შეფერილი არსება.-მიდი აბა და გაიქეცი.-ერნსტი გაიქცა კუდამოძუებული, მაგრამ ეშინოდა, ვაითუ იგივე ადგილას გავჩნდე და ის არსება რას მიზამს კაცმა არ იცისო.მარყუჟიდან გამოვიდა!-თვალი მომეცი და წადი.-ახლა ჩასჩურჩულა რაღაცამ მშვიდი ხმით.-სად მაქვს თვალი არვიცი, ახლა გაჩერების დრო არ მაქვს.-თვალი მომეცი და წადი.-დაიყვირა ვიღაცამ.-გქონდეს აიღე, გქონდეს ეს დედა ******** თვალი, აიღე.-თვალი მომეცი და წადი.-ბოლოს ერნსტი მიეჩვია ამ ხმას და ყურადღებას არ აქცევდა.ბოლოს კი ეს ხმაც გაჩერდა და იმ არსების ხმაც არ ისმოდა.-ჰეი შენ, თვალი არ გინდა?სად წახვედი?-ერნსტმა უკან მოიხედა და რაც დაინახა იმით სრულიად განციფრდა კი არა შეიშალა.ის ისევ იმ ჭასთან იყო.-არა, ეს შეუძლებელია, ასეთი რამ არ მოხდებოდა.არის აქ ვინმე?ჰეი, შენ თვალი არგინდა?-ხმას არავინ არ ცემდა.ჭაში ჩახედვის ეშინოდა.უცბად რაღაცის ხმა მოესმა უკნიდან, გაიხედა და დაინახა მელა.გაუხარდა, იფიქრა რაღაც მაინც ყოფილა ნამდვილიო და მოსაფერებლად წავიდა.დაიხარა თუ არა მელამ კატასავით დაიკნავლა, თვალი წაართვა და ჭაში ჩახტა.არ იცოდა ერნსტმა ეს უნდა გახარებოდა თუ უნდა შეშინებოდა.-თვალი მომეცი და წადი.-ვიღაცამ ისევ ჩასჩურჩულა.-მე თვალი აღარ მაქვს.-გასცა პასუხი.-ჭაში ჩამივარდა.-კარგი, მაშინ სამუდამოდ აქ დარჩები, ყოველ დღე გადაიტან იმ შიშს რაც დღეს გადაიტანე და არც მოკვდები.შენ სამუდამოდ დაიტანჯები აქ და ამ ყველაფერს სამარადჯამოდ იგემებ.-არა მოიცადე რამე შანსი მაინც მომეცი, ასე არ შეიძლება, რა დავაშავე ეს ყველაფერი რომ ხდება?მე არავისთვის არ მითხოვია თვალი მომეცი-მეთქი.-ხმა აღარ ისმოდა, ერნსტი მარტო დარჩა.იგი ჭასთან მივიდა და მზერა დაიწყო შიგნით.-ჰეი ხართ მანდ ვინმე?ჩემი გესმის?საიქიოს ჭა


-ჭიდან პასუხის გაცემის მოლოდინში მყოფ ერნსტს არც კი უგრძნია, რომ უკნიდან ვიღაც მოხუცი მოსულიყო.მოხუცმა მას ჯოხი მხარზე დაადო და უთხრა.-ნუ გეშინია მე შენი მტერი არ ვარ.-გაოგნებულმი ერნსტმი მაშინვე წამოხტა და მოხუცისაკენ გაიხედა.-შვილო არაფერს არ დაგიშავებ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ გაგეტარებინე.-ეს ნათქვამი გაუკვირდა ერნსტს.-სად მიბრძანდებით?-იქ სადაც მე მინდა, ეს ჭა ოცნებების ჭა არის, სადაც გინდა იქ გაჩენს.-მართლა?ეს მე არ ვიცოდი, თქვენ სად მიბრძანდებით?-იკითხა ერნსტმა.-შვილო მე იქ მივდივარ.-სად?-მოხუცი ჭისკენ წაიწია და შიგ ჩავარდა.-ჰეი მოხუცო სად წახვედი?ვინმეს არ ესმის ჩემი ხმა?კი მაგრამ რაო რა თქვა სად მივდივარო?მე რასაც ვინატრებ იქ წამიყვანს ეს ჭა?-რაღაც იმედი მიეცა ერნსტს, თვალები დახუჭა და იფიქრა.-ნეტავი აქედან თავი დავაღწიო და დასრულდეს ეს კოშმარი.გამატარე შვილო

-გაახილა თვალები და ჭა გამქრალიყო, ხოლო მის მაგივრად ქვემოთ ეწყო ათი თვალი.ერნსტმა იქვე დაინახა ის მელა, რომელსაც რამდენმიე ხნის წინ შეხვდა.მელა მეთერთმეტე თვალს ჭამდა.ჭამა, რომ დაათავრა ერნსტმა დიდი ტკივილი იგრძნო მთელს ორგანიზმში.თითო თვალის შემდეგ ერნსტის ორგანიზმის უდიდესი ნაწილი სისხლით აივსებოდა და თუ მელა ყველა თვალს შეჭამდა, ერნსტი უბრალოდ სისხლისაგან “გაბერილი’’ “გასკდებოდა’’.იგი სასწრაფოდ გაიქცა.-თვალი მომეცი და წადი.-ჩასჩურჩულა მოხუცმა მხირული ხმით, თუმცა ერნსტს არ ჰქონდა ყურადღების მიქცევის თავი არც მოხუცის ხმაზე და არც ირონიაზე.უკვე ათასჯერ გავლილი გზა კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამ გზაზე ერნტს უნდა გაევლო უკანასკნელად.მელამ პირველი (მეთერთმეტეს არ ვთვლით) თვალი შეჭამა და ეს ძალიან მტკივნეული, აი ძლაიან მტკივნეული იყო ერნსტისათვის.იგი გაიქცა და უკნიდამ მოესმა შემაძრწუნებელი ხმა იმ დემონისა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა.იგი მას მიზდევდა.-თვალი მომეცი და წადი.-ეს ხმა მართალია იგივე შინაარსისა იყო, თუმცა მეტად უჩვეულო რამ მოხდა.ერნსტს ყურში საკუთარი ხმა ჩაესმა.ამან შეაცბუნა იგი და გაჩერდა, თუმცა მელამ მეორე თვალიც შეჭამა.ერნსტი იძულებული გახდა გაქცეულიყო.-თვალი მომეცი და წადი.თვალი მომეცი და წადი.თვალი მომეცი და წადი.შენ მალე მოკვდები.იგი შენ გშთანთქვას.მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, გაგეტარებინე.შენ მოკვდები მელამ უკვე მეშვიდე თვალი შეგიჭამა.მომეცი ეგ თვალი და წადი.რატომ, მე ხომ არავისთვის მითხოვია ეგ თვალი?.მომეცი თვალი და წადი.-ეს ხმები ჩაჰყვიროდნენ ერნსტს და იგი ნელნელა უახლოვდებოდა სიკვდილს, მერვე თვალიც შეგიჭამა, ერნსტს პირიდან სისხლმა დაუწყო ღებინება და თვალებიდან თუ ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით მოდიოდა.-მომეცი ეგ თვალი და გადარჩები, მეცხრეს ჭამს უკვე, დროზე მომეცი.-გზაზე კი არაფერი არ მოჩანდა.-მომეცი ეგ თვალი და წადი, მომეცი ეგ თვალი და გადარჩები.-ერნსტმა ამდენს ვერ გაუძლო, დაიყვირა, თავისი თვალი ამოითხარა, დემონისაკენ ისროლა და წამოიძახა.-ახლა მაინც დამანებე თავი, გამიშვი, მომაცილე ამ უმედურებას.-იგი მუხლებზე დაემხო.-უკვე მეათეს ჭამს, მომეცი ეგ თვალი და წადი.-ერნსტმა ამ ყველაფერს უკვე მართლა ვერ გაუძლო, ძალიან ხმამაღლად დაიყვირა და მიწაზე დაემხო.

ცოტა ხნის შემდეგ ერნსტმა თვალ“ები’’ გაახილა.იგი ფეხზე იდგა და თვალწინ კვლავ ელვისი დაუდგა.არაფერი არ უფიქრია, მხოლოდ აქეთ-იქით იყურებოდა და ვერაფერს ვერ ხედავდა მის გარდა.უეცრად კი ხმა შემოესმა.-ბოდიში, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ იმედია მაპატიებთ.იგი გაოგნეული იყო მოსაუბრის დანახვით და იმ ყველაფრით რაც მას გადახდა რამდენიმე წუთის წინ.-მითხარი სასწრაფოდ სად ვარ.დროზე მითხარი თორემ ისე გცემ, რომ სიკვდილს მოგანატრებ.-განრისხდა ერნსტი.-დამშვიდით რამოხდა, შენ ჩვენთან ხარ არ გახსოვს?-გაიკვირვა მოსაუბრემ.-სად თქვენთან, ეს რა ადგილია?სად ვარ?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ერნსტი.-ჰეი შენ, რა მოგივიდა, ვერ ცნობ აქაურობას?ჩვენ ხომ აქ ცოტა ხანია მოვედით?.-ვერაფერს ვერ ვცნობ, ან ეს ადგილი რა არის?ან მრავლობითით რატომ ლაპარაკობ, მე ერთ კაცს ვხედავ მარტო.

-რა ერთი კაცი ყველა აქ ვართ.-გაისმა გაკვირვებული ხმა მოსაუბრისაგან.-ვინ ყველა?-გაუკვირდა ერნსტსაც.-ჰავერჰოლდ ვერ მცნობ?-ჰავერჰოლდი კარგად დააკივრდა მოსაუბრეს და დაინახა ისტორიკოსი ნუტი.-რა?ეს შეუძლებელია.-ჰავერჰოლდი კოშმარიდან გამოერკვა.მან გაიღვიძა.გამოღვიძება
(წიგნი, რომლიდანაც გახლავთ ეს მონაკვეთი საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.სამომავლოდ შეიძლება იხილოს კიდეც ფართო აუდიტორია წიგნმა, თუმცა მთავარი მიზანი ამ მონაკვეთის დადებისა უბრალოდ გახლდათ სტატიის ავტორის(ნოდარ დუნდუა) პირადი სურვილი, რომ ეს სხვასაც წაეკითხა.


0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი დუნდუა
ნოდარი დუნდუა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0