სხვა იცით სად მდებარეობს ეიფელის კოშკის ავტორის პროექტი საქართველოში? 2020, 23 თებერვალი, 18:02 ეიფელის ხიდი შეიძლება პარიზში ვერ მოხვდეთ ეიფელის კოშკის სანახავად, თუმცა შეგიძლიათ მისი ავტორის დაპროექტებული ხიდი მოინახულოთ საქართველოში, კერძოდ ბორჯომის ხეობაში (წაღვერი-ცემი) ხიდი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზეა აგებული, მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში “ეიფელის კოშკის“ ინჟინერს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა . ადგილზე მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებულიამ. ხიდის მშენებლობა დაიწყო 1897წელს და დასრულდა 1902წელს, პირველად სწორედ ამ წელს გაიარა “კუკუშკა “მატარებრლმა, რომელიც დღემდე აქტიურად ემსახურებაა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. 405 4-ს მოსწონს 1-ს არა
|