x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
მას ძაღლი მხოლოდ იმის გამო მოუკლეს, რომ ქალი იყო
საჰბა ბარაქზაი


დასავლეთ ავღანეთში მცხოვრები საჰბა ბარაქზაი, მისი ოჯახი და მათი შვიდი თვის ჰასკი, ასემანი ყოველ პარასკევს სახლის სიახლოვეს, მთებში მიდიოდნენ სასეირნოდ და დასასვენებლად, თუმცა გასულ პარასკევს მათი გასეირნება ტრაგედიით დასრულდა მას შემდეგ, რაც მამაკაცთა უცნობი ჯგუფი დამსვენებლებს მიუახლოვდა და საჰბას ჰასკი დაცხრილა.


თავდამსხმელებმა უთხრეს საჰბას, რომ ქალს უფლება არ აქვს, ძაღლი იყოლიოს.


მაგრამ საჰბა ფიქრობს, რომ ეს შურისძიება უფრო მეტს უკავშირდება – მის მასწავლებლურ საქმიანობას.



“ჩვენ არაფერი ვიცით თავდამსხმელების მიზნების შესახებ, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საჰბას კარიერას უკავშირდება”, – უთხრა გოგონას დამ, სეთაიეშმა “ბი ბი სის”.


საჰბა ერთადერთი ქალია მთელ ავღანეთში, რომელსაც საკუთარი სპორტული სექცია აქვს. ის უკვე 10 წელია, რაც გოგონებს კარატეს ასწავლის. მსგავსი რაღაც კი ავღანეთში ნამდვილი შოკია. ამიტომ საჰბა იმ 10 წლის მანძილზე, რაც მასწავლებლობით არის დაკავებული, გამუდმებით იღებს მუქარის წერილებს.


საჰბამ ასევ დააფუძნა ველოსპორტის კლუბი იმ ქვეყანაში, სადაც ოციოდე წლის წინ ქალებს აკრძალული ჰქონდათ, სახლი დაეტოვებინათ ახლობელი მამაკაცების გარეშე.


საჰბამ ძაღლს ასემანი დაარქვა, რაც ცას ნიშნავს და მასთან ერთად ველოსიპედით ხშირად სეირნობდა ჰერათში, სადაც ხალხის ნაწილის რეაქციები ძალიან აგრესიული იყო, როცა ქალს ველოსიპედზე ხედავდნენ. თუმცა საჰბა ამას არ შეუშინებია და არც ველოსიპედით სეირნობისთვის დაუნებებია თავი.


საჰბა ბარაქზაი 2


ძაღლის მოკვლის შესახებ საჰბას პოლიციაში განცხადება არ შეუტანია. ავღანეთი ის ქვეყანაა, სადაც ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება ან უგვზოუკვლოდ იკარგება, რაზეც პოლიცია პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ამიტომ საჰბას იმედი არ აქვს, რომ მისი ძაღლის მოკვლის საქმეს ვინმე გამოიძიებს.


თუმცა, “ბი ბი სის” მეშვეობით საჰბა მილიონობით ადამიანმა გაიცნო. უამრავმა მათგანმა განიცადა მისი გასაჭირი. ესეც ერთგვარი ნუგეშია. სამწუხაროდ, ზოგჯერ მეტი არც არაფერი შეგვიძლია ადამიანებს ერთმანეთისთვის...

0
420
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0