x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო: ირლანდიის სანაპიროზე "ხომალდი-მოჩვენება "გამოირიყა ეკიპაჟის გარეშე
image



ირლანდიის საგრაფო კორკის სანაპირო წყლებში გამოირიყა სატვირთო გემი MV Alta.



77 მეტრიანი გემი მთლიანად ცარიელი იყო. არაფერი იყო ცნობილი ეკიპაჟის ბედის შესახებ. სანაპირო მცველმა წამოაყენა ვერსია, რომ გემი წინა დღის ქარიშხლის მერე გამოირიყა სანაპიროზე.



The Guardian- ის თანახმად, მოჩვენება გემი ბოლოს ნახეს 2019 წლის აგვისტოში, ატლანტის ოკეანეში, საიდანაც სავარაუდოდ მან გაიარა აფრიკა და ესპანეთი და მოვიდა ირლანდიის სანაპირომდე.




2018 წლის შემოდგომაზე, იგივე გემი შენიშნეს ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან არც თუ ისე შორს. იქ იგი მძიმედ დაზიანდა და 10 კაციანმა ეკიპაჟმა ხომალდი მაშველების დახმარებით დატოვა.



გემი გაიანაში გადაიყვანეს, სადაც იგი უცნობმა პირებმა მოიპარეს. რა მოუხდათ გამტაცებლებს და რატომ დატოვეს " ხომალდი MV Alta" ჯერჯერობით უცნობია.




0
545
5-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0