x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
პრობლემის გადაჭრის გზები

image
პრობლემური სიტუაცია ყველა ადამიანის ცხოვრებაში იქმნება. ჩვენ კი გამუდმებით ვცდილობთ ეს პრობლემები გადავჭრათ. თუმცა საინტერესოა ის ხერხები და გზები, რითიც ჩვენ ამას ვცდილობთ.
აზროვნების ფორმებს შორის აღსანიშნავია ინდუქციური და დედუქციური აზროვნება. ინდუქციური აზროვნება გულისხმობს ისეთი დასკვნის გამოტანას, რომელიც ლოგიკური აუცილებლობით არ საბუდთება, მაგრამ რაც უფრო დიდი და მრავალფეროვანია წანამძღვრები, მით უფრო დიდი შანსია იმისა, რომ იგი ჭეშმარიტია. ინდუქციურ დასკვნას ხშირად მიმართავენ პრობლემურ სიტუაციებში. მაგალითად, თუ კი რაიმე კონკრეტულ მაღაზიაში კონკრეტულ ნივთში მუდმივად 5ლარს იხდით, ხოლო ერთ დღესაც ამ ნივთში 20ლარი მოგთხოვეს, ივარაუდებთ, რომ მათ რაიმე შეეშალათ. დედუქციური აზროვნება კი ლოგიკურად სწორი და გამართული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ ვიცით რომ მანქანაში საწვავის გათავების გამო ძრავა აუცილებლად გაჩერდება და ამჟამად საწვავი გათავდა, დავასკვნით, რომ ძრავა გაჩერდა.
პრობლემის გადასაჭრელად იყენებენ ალგორითმებსაც, რომელიც თანმიმდევრული საფეხურეობრივი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია სწორი პასუხის მიღებაში დაგვეხმაროს. ალგორითმებს ხშირად იყენებენ მათემატიკასა და ფიზიკაში.მაგალითად, თუ გვსურს ბიკვადრატული განტოლების ამოხსნა, ჩვენ ძალიან დიდ დროს მოვანდომებთ უცნობი ცვლადის მაგივრად რიცხვების ჩასმას. ამის მაგივრად ჩვენ ვიყენებთ დისკრიმინანტის ფორმულას, რომელიც ალგორითმის ფუნქციას ასრულებს და შეუძლია მოკლე დროში სწორი პასუხი მიგვაღებინოს.
რთული ამოცანების ამოსახსნელად იყენებენ ევრისტიკას, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც შემოკლებული გზა პრობლემების გადასაჭრელად. იგი არამეცნიერული, პრაქტიკული მეთოდია, რომელმაც შესაძლოა სწორი და შესაძლოა არასწორი დასკვნა გაგვაკეთებინოს.
ასევე მნიშვნელოვანია ბჭობის პროცესი, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის მეთოდია. ამ სააზროვნო პროცესის დროს მოცემულია წანამძღვრები, რომლისგანაც დანასკვი უნდა გამოვიტანოთ. არსებობს შეცდომები, რომელიც არასწორი დასკვნის გამოტანას განაპირობებს. მაგალითად დაუსაბუთებელი ან მცდარი წანამძღვრის შეცდომა, მანკიერი წრის შეცდომა(მაგ:“მუჰამედი ღმერთის წინასწარმეტყველია, რადგან მან დაწერა ყურანი ღმერთის კარნახით, ის კი ტყუილს არ იტყვის, რადგან ის ღმერთის წინასწარმეტყველია'') და თეზისის შეცვლა(როდესაც მსჯელობით არა დასადასტურებელ თეზისს, არამედ სხვა თეზისს ადასტურებენ)

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ნონიაშვილი
ანი ნონიაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0