x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
"ვეფხისტყაოსანი" გურულად (ნაწილი 2)

image

დასაწყისი "ვეფხისტყაოსანი" გურულად

"აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენები
-
როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ
შტერები -
დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ
რას ვიზამთ?
ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ
მევიკლავთ მაგიზა!
რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა
დაბადა,
იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-
პაპადან,
მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის
ერთი მენდალი -
ლეკვი და ლომი ერთია, მამალია თუ
დედალი.
სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი
ქვიოდა,
უშველებელი კაძახი თლათ მთვარესავით
ღვიოდა,
წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი
ქი იყო,
საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია
თინიკო.
მარა რათ გინდა? - ამ ამბავს ვერ
გუუმხელდა ვერავის,
რომ ვერ ნახავდა კტებოდა, ცრემლი
სტობოდა ყელამდის,
როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე,
მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაცი
ელანძე.
რავარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ
თინათინსო,
გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო,
აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას
ჩოვუკრავო,
ბოლოსდაბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ
მოვუკრავო...
ერთ დილას ხალხში გავრცელდა
გასაკვირალი ამბავი,
როსტომას უთქვამს თინიკო თქვენი მეფეა
ახალი,
ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს
ყოლისფერს,
მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მე
კიდო მოგისმენთ!
ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში
არკაცი,
იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და
კარკაცი,
ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო
იქოურობა,
თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო
ყურობა.
რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო
ქალიზა,
ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს
აღვარღვარებდა ამიზა,
როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ
შვილებმა,
გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის
შთაბეჭდილებას!
რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე
ერთნაირად აცხუნებს,
შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და
არც სულელს,
აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ
განკარგავ,
თუ რამეს გაცემ ქე კაი, თვარა ყოლისფერს
დაკარგავ!

0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0