x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშე
თქვენ როგორ ამზადებთ კვერცხს? მოხარშული ან შემწვარი გიყვართ? დღეს ძალიან გემრიელ კერძს გთავაზობთ. ნახეთ როგორ მოამზადოთ კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი.


image

ეს გემრიელი და ნოყიერი კერძია ხორცის გარეშე, რომელიც სწრაფად და იაფი პროდუქტებით მზადდება. კერძი სასაუზმედ და სავახშმოდ იდეალურია.


image


ინგრედიენტები:

6 კვერცხი

2 ქილა დაჭრილი პომიდორი (ქილა 400 გრამი)

1 ქილა წითელი ლობიო (ქილა 400 გრამმი)

ყვითელი ან წითელი ბულგარული წიწაკა

დაახლოებით 80 გრ ხახვი

ჩილეს წიწაკა

1 კონა ოხრახუში

მწვანე ხახვი

1 ჩ/კ თავშავა

მარილი გემოვნებით

სურნელოვანი წიწაკა

ცხარე, შავი წიწაკა

მწიკვი შაქარი


image

მომზადება:

ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და 3 წუთით შეწვით. აქვე დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. 5 წუთით შეწვით. შემდეგ წვრილად დაჭრილი ჩილეს წიწაკა, სანელებლები დაუმატეთ. კერძს აურიეთ.

ამის შემდეგ დაჭრილი პომიდორი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ლობიო დაუმატეთ და დაახლოებით 2 წუთით მოამზადეთ.

შემდეგ ბოსტნეულის კერძში ჩაღრმავება გააკეთეთ და კვერცხი ჩათქვიფეთ. თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 5 წუთით ხარშეთ. მზა კერძს მწვანე ხახვი მოაყარეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემს კარტოფილის წვნიანს ყველა ოქროს კერძს უწოდებს

image

ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

image

გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ

image

სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

image

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

0
457
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
457