x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სამყარო და ადამიანები
***

სამყაროს ორმხრივობის, აბსტაქციონიზმისა და ილუზიების კანონები აყალიბებენ. ომი, მშვიდობა, ისევ ომი და ისევ მშვიდობა. სამყარო წრეზე ტრიალებს, და რომ ამბობენ, ისტორია მეორდებაო, განა შესაძლებელია ვინმეს არ სწამდეს?

მეორდება არა მარტო პირადი ამბები, არამედ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებები.

ერთ დღეს დაიწყო ომი.


ომი არამარტო გლობალური თუ სახელმწიფოთაშორისო მასშტაბებით, არამედ ომი საკუთარ თავთან, როცა ორი „მე“ ერთმანეთს ებრძვის და ყველასთვის გაურკვეველია ვინ გამოვა გამარჯვებული ბრძოლის ველიდან. ამის წამალი არ არსებობს, მეგობარიც შეიძლება შეეცადოს დახმარებას, ის ადამიანიც, რომელიც მხარში გიდგას და გიფრთხილდება, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც მხოლოდ შენ უნდა გაუმკლავდე. ტკივილებს სხვები ვერ გაგინკურნავენ და ვერც სულის ჭრილობებს გაგიკერავს ვინმე, ისინი დროთა განმავლობაში თავს გვაჩვევენ, ნორმალური და ჩვეული ხდება ის, რაც ადრე ასე უჩვეულო იყო ჩვენთვის. თუმცა მათი შრამები სამუდამოდ რჩება.

დრო არ გვკურნავს. დრო გვაჩვევს.



***


უჩვეულო და შეუცნობელია კაცთა ბუნება.

ყველაფერი კარგია, ოღონდ საჭირო დოზით.

ხშირად ბეზრდება ადამიანს პერმანენტული საქმიანობები, ის მუსმივად სიახლეების ძიებაშია. ალბათ, ამიტომაც ალაგებ ნივთებს და სხვა ქვეყანაში, ანდაც, სხვა ქალაქში მიემგზავრები. იქ, სადაც არავინ გიცნობს, არავინ იცის შენი წარსული და სიმართლე რომ ვთქვათ, დიდად არც აინტერესებთ. შენი ქალაქიდან შორს მიყვები გზებს, შორიდან კი ყველაფერი ასეთი მარტივი ჩანს. მაგრამ დროს ვერ გაექცევი, შენს თავს ვერ გაექცევი. შენ შენ ხარ, მთელი შენი წარსულით, რომელზეც საუბარი ხშირად არ გსურს და ამ თემას თავს არიდებ, ან ახალ ინტერპრეტაციას აძლევ, თუმცა არა, არასწორია, რადგან მათ მოგიყვანეს აქამდე, მათ შეგქმნეს და ჩამოგაყალიბეს შენ ისეთად, როგორიც ხარ და დამიჯერე, კიდევ ბევრი ტკივილი გელის წინ, ბევრ არასწორ ნაბიჯსაც გადადგავ და ვერც ამას გაექცევი. ამას ვერავინ გაექცევა.

ასე და ამგვარად, ნაცნობი ქუჩებისა და ადამიანების მონატრებით ბრუნდები იქ, საიდაც დაიწყე.

არაფერი შეცვლილა.

თუმცა გინდა...

თუმცა ცდილობ...

და ისევ ნაცრისფერი.

ზამთრის სუსხიანი დღეები. წვიმა. ქარი. შიშველი ხეები. ცარიელი ქუჩები. შენსკენ მომავალი პიროვნება. მოახლოებისას შემოგხედა. გიცნო და იცანი. უხმოდ, გულში მიესალმეთ ერთმანეთს, თუმცა ხმამაღლა არცერთს წარმოგითქვამთ სიტყვები. საერთო მოგონებები, ერთად გატარებული ბედნიერი წამები ამოტივტივდა გონებაში და იმ ჭრილობიდან, რომელიც უკვე დიდიხანია შეგხორცებია სისხლის წვეთებმაც იჩინეს თავი.

არადა ისევ ის ხარ ვინც იყავი.

არადა ეს შენ უკვე გადალახე.

როგორ გინდა შებრუნდე და თუნდაც „გამარჯობა“ უთხრა, ისიც გაგიღიმებს და ვინ იცის, იქნებ სუფთა ფურცლიდანაც კი დაიწყოთ ახალი საერთო მომავლის წერა.

მაგრამ არა.

შენ ამას არ იზავ-პრინციპები და თავმოყვარეობა.

გზას აგრძელებ.

და ისევ ნაცრისფერი.

ნაცნობი ქუჩები. თითქმის ზეპირად დამახსოვრებული სანომრე ნიშნები იმ მანქანებისა, რომლებიც არც კი იცი ვის ეკუთვნის ემოციებს აღარ აღვივებს შენში.

და ისევ მიდიხარ.

ისევ ალაგებ ჩემოდანს.

ისევ გარბიხარ.

მაგრამ როდემდე?


***

ადრე თუ გვიან ყველა აჩენს თავის რეალურ სახეს.

და ასე ერთბაშად, ასე უცებ, არავინ აღარ რჩება შენს გვერდით.

ზოგჯერ სიმშვიდეც კი საზარლად შფოთავს.

ზოგჯერ სიჩუმეც კი საზარლად ხმაურობს.

მოიხედავ და არავინაა. გუშინ ვინც გვერდით გეგონა, დღეს მასაც ვეღარ ეძახი დასახმარებლად.

ორპირი ბუნების მატარებელია ადამიანი. ჯერ თავს ვდებთ, რომ გვიყვარს, შემდეგ კი მის წასვლას ძნელად, მაგრამ მაინც ვეგუებით.

აბა თავს ხომ არ მოვიკლავთ, არა?



***

-ქარიშხალი კლავს.

ის ქარიშხალი სულში, რომ გვიტრიალებს ყოველ ჩვენგანს და თუ ვერ მოვასწარით თავშესაფარში შესვლა გვანადგურებს.

თუმცა, რატომღაც ჩვენ ველოდებით. ველოდებით, როდის მოგვძებნის ეს თავშესაფარი თავად, ჩვენ კი, უბრალოდ, გვეზარება. გვავიწყდება წინ სვლა და თუ ადამიანი წინ არ მიდის, მაშინ ის უკან მიდის, რადგან უძრაობის მდგომარეობა არ არსებობს. დრო არ დაგელოდება როდის მიხვდები, რომ უნდა ადგე და იცხოვრო. ჩვენ კი მოლოდინის რეჟიმი თითქოს პატარაობიდანვე ჩაგვირთეს და ასე დაგვტოვეს მთელი სიცოცხლის მანძილზე.





- ადამიანები იცვლებიან?

- არა ადამიანები სწავლობენ.

( ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის ძლიერი სურვილი ამოძრავებთ. )



რა უცნაურია ეს ცხოვრება. ბუმერანგივით გიბრუნებს ყველა შენს ცოდვას, თანაც ორმაგად.



ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.-ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარ ვერ დავგეგმავთ, ჩვენ, მოკვდავ არსებებს, ადამიანებს, ეს არ შეგვიძლია. მინდა თავიდანვე ვიყო შეგუებული ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: არაფერია მუდმივი და ყველაფერს აქვს დასასრული (თუნდაც ეს არ გვინდოდეს).


***

ადამიანები მუდმივად არ არსებობენ.






- ღმერთს ძალადობა უყვარს.

- არ შემინიშნავს.

- როგორ არა, სხვაგვარად ამდენი ძალადობა რატომ იარსებებდა. ის ჩვენშია, ჩვენ მას წარმოვადგენთ, ომებს ვიწყებთ, შესაწირს ვწვავთ, ვძარცვავთ, ვანადგურებთ და ჩვენ ძმებს ტყავს ვაძრობთ და რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა მოგვცა ძალადობა რომ მის საპატივსაცემოდ გამოვიყენოთ.

- მეგონა ღმერთმა მორალური წესრიგი მოგვცა...

- ასეთ ქარიშხალზე უფრო წმინდა მორალური წესრიგი არ არსებობს. მორალური წესრიგი საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ ის, შეუძლია თუ არა ჩემს ძალადობას შენი დაძლიოს.

- მე მოძალადე არ ვარ.

- ხართ. თქვენ ისეთივე მოძალადე ხართ, როგორც დანარჩენები. მე ეს ვიცი, რადგან მეც მოძალადე ვარ. საზოგადოებას შეზღუდვები რომ მოეხსნას და თქვენსა და საკვებს შორის მხოლოდ მე ვიდგე, თავს ქვით გამიტეხავ და ჩემ ხორცს შეჭამ.image

0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:blogger
blogger
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0