x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ყოველდღიურად გამოყენებადი სიტყვების დავიწყების შესაძლო მიზეზები
მეხსიერება
ხშირად გითქვამთ რომ კონკრეტული სიტყვა "ენის წვერზე გაქვთ" მაგრამ ვერ ახერხებთ ამ სიტყვის გახსენებას?

ყველა ადამიანს, ალბათ, ერთხელ მაინც დამართნია, რომ ვერ გაუხსენების სასურველი, მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი სიტყვა საუბრის პროცესში და შესაძლოა ამ ფაქტს უხერხულობაც შეუქმნია მისთვის.

რა იწვევს ყოველდღიური სიტყვების დავიწყებას? რატომ გვახსენდება მასთან დაკავშირებული სხვა სიტყვები, მაგრამ არა ის სიტყვა რომლის გახსენებაც გვჭირდება?

ზ. ფროიდი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ("ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია" ) ასახელებს რამდენიმე მექანიზმს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დავიწყება.


ფროიდის მიხედვით თუ ადამიანი ერთი თემიდან მეორეზე გადადის ისე რომ პირველი თემის აზრი ჯერ არ აქვს დასრულებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს სასურველი სიტყვის გახსენების უუნარობა . ანუ წინმსწრები თემა აღიქმება, როგორც წამოჭრილი ახლად აღმოცენებული თემის შემაფერხებელი ფაქტორი.

მეორე მხრივ, როდესაც სიტყვა რომლის გახსენებაც გვსურს ასოციაციურად უკავშირდება თემას რომლის განდევნასაც ვცდილობთ, დიდი ალბათობით, მისი გახსენება გაგვიჭირდება. მაგალითად თუ ჩვენ ვცდილობთ გავიხსენოთ რაიმე კონკრეტული სიმღერის სახელი, რომელიც ასოციაციურად უკავშირდება ისეთ თემას, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის ან ამ თემის განხილვა არ გვსურს იმ ადამიანთან რომელთანაც ვსაუბრობთ შესაძლოა დაგვავიწყდეს ამ სიმღერის სახელი, რადგანაც, როგორც ფროიდი წერს : სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება გასახსენებლად სასურველის დავიწყება მაშინ როცა სხვა რამის დავიწყება იყო პრიორიტეტი.

მესამე მექანიზმი ფროიდის მიხედვით არის ის რომ ჩვენ გვაქვს წინასწარი დისპოზიცია (მოცემულობა ) რომ გვავიწყდებოდეს კონკრეტული სიტყვები. ანუ ეს სიტყვები არა სხვა უსიამოვნო თემებთან კავშირის გამო, არამედ იმის გამო გვავიწყდება რომ თვითონ არიან ჩვენთვის უსიამოვნო შინაარსის მატარებლები.

ასევე შესაძლებელია რომ კონკრეტული სიტყვის დავიწყება გამოწვეული იყოს ჩვენი არაცნობიერი სურვილის დაკმაყოფილების მიზნით . ფროიდს მოჰყავს დოქტორი ჰანს ზაქსის მაგალითი, რომელმაც ვერ გაიხსენა სიტყვა "GOLD", როდესაც ის საუბრობდა ქალბატონთან, რომელიც მოსწონდა და მოუწია ხელით შეხებოდა ქალბატონის სამკაულს რათა მიენიშნებინა რას გულისხმობდა. ფროიდის ინტერპრეტაციით ეს დავიწყება გამოწვეული იყო იყო დოქტორის არაცნობიერი სექსუალური სურვილით რომ ფიზიკური კონტაქტი დაემყარებინა სასურველ ქალთან.

ფროიდი ასევე აღნიშნავს რომ შედარებით რთული და უცხო
ენოვანი ან არაყოველდღიურად გამოყენებადი სიტყვების დავიწყებაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ჩვენი საერთო მდგომარეობა (სტრესი, აღელვება ) და გადაღლილობა.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მახათაძე
მარიამ მახათაძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0