x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყარაჯალაში მკვლელის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ეჭვიანობის გამო დამნაშავე სწორად მოიქცა
image


გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 23 წლის ქალის, ფატია ჰუსეინოვას მკვლელობის მოტივზე საუბრობენ ბრალდებულის, 33 წლის თელმან მუსტაფაევის ოჯახის წევრები და მეზობლები. მათი ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.


მეზობლების განცხადებით, თელმან მუსტაფაევი სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა, აგროვებდა თანხას, რათა საქართველოში სახლი აეშენებინა და მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ეცხოვრა.

.


"ის სწორად მოიქცა... 6 თვის წინ დაიჭირეს. შემდეგ ცოლთან შერიგება უნდოდა, თუმცა როდესაც ციხიდან გამოვიდა, გაიგო რომ მისთვის უღალატია, ვიღაცასთან მიმოწერა ჰქონდა. ამის ფაქტებიც არსებობს. ტყუილია, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა, " - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

.

ამასთან, ბრალდებულის ბიძა უარყოფს მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციას, რომ მისი ძმიშვილი წამალდამოკიდებული იყო.

.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი ძმისშვილი ნარკოტიკებს არ მოიხმარდა და ეს ინფორმაცია არის გამოგონილი. რამდენადაც ვიცი ის მეუღლესთან შერიგებას გეგმავდა, " - განაცხადა ბიძამ.

,

მომხდარ მკვლელობასთან მოკლულის დედა აცხადებს, რომ რომ მისი ყოფილი სიძე იყო წამალდამოკიდებული, მოიხმარდა აკრძალულ პრეპარატებს, გამუდმებით ითხოვდა თანხას და ძალადობდა როგორც მის შვილზე, ასევე მცირეწლოვან შვილიშვილებზე და მასზეც. 24 წლის ქალს ყელი გუშინ გამოჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი ქმარი. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

.

დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ხშრად კონფლიქტი ჰქონდა, დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი მშობლების სახლშია გადასვენებული.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0