x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მადლიერება-როგორც ჰარმონია ცხოვრებასთან
image
უმადური ადამიანი ყოველთვის დისბალანსშია სამყაროსთან. თუ გინდა, რომ მიიღო საუკეთესო, უნდა იყო მადლიერი იმ მცირედით რაც ახლა გაქვს.

ყოველთვის, როდესაც რაიმე ცუდი ხდება შენს ცხოვრებაში, ყოველთვის, როდესაც სამყარო გამოცდას გიწყობს, გაიხსენე სიტყვა "სამაგიეროდ". შეეცადე მოუძებნო მას პოზიტიური გაგრძელება. მაგალითად: თუ არ გაქვს რაიმე ნივთი, რაც ძალიან გინდა რომ გქონდეს, "სამაგიეროდ" შენ გყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და რისთვისაც სამყაროსი მადლიერი უნდა იყო.

ყოველ საღამოს ძილის წინ შეეცადე მოძებნო 10 მიზეზი, რისთვისაც დღევანდელი დღის მადლიერი ხარ.

ეს ჩვევა შეგაჩვევს პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრაციას და რაც დრო გავა მით უფრო მეტი მიზეზი გექნება იყო მადლიერი.


იყო მადლიერი ნიშნავს იყო კმაყოფილი და იყო კმაყოფილი ნიშნავს იყო კომფორტულად საკუთარ მესთან.

იყავი მადლიერი იმის რაც გაქვს და შენ გექნება ყველაფერი რაც გინდა, რომ გქონდეს.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ტყებუჩავა
ლიკა ტყებუჩავა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0