x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"უნამუსო ვიყო, ვირთხის მჭამელი ჩინელი თუ არ გჯობდეთ თქვენ"-ირაკლი ლატარია
image


ანალიტიკოსი და ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი ხასიათის პოსტს აქვეყნებს:


"ქართველების, რომლებიც ჩინეთში არიან, მათ ევაკუაციაზე დაიწყო სახელმწიფომ ზრუნვა და უნდა ნახოთ კომენტარები.

დაეტიონ სადაც აგდიანო. არ შემოუშვათო და ა.შ


უნამუსო ვიყო, ვირთხის მჭამელი ჩინელი თუ არ გჯობდეთ თქვენ, ვინც ასე წერთ ჩემ თანამემამულეზე.

რამ გადაგაჯიშათ?"


"მოაშორეთ აქიდან ჩინელი, მოაშორეთ აქიდან არაბი, მოაშორეთ აქიდან თურქი, სომეხი, რუსი, ირანელი, აზერბაიჯანელი, შავკანიანი და ა.შ" - პათოსებით რომ გამოდიხართ და ამავე დროს გსურთ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ, აკეთოთ რაც გინდათ, მოთხოვოთ სხვას დახმარება და ყველგან პატივით შეგხვდნენ, მაქვს კითხვა:

რით ხართ სხვაზე მეტი, რიით? ან რა გიკეთებიათ სხვაზე მეტი, ან რას ავალდებულებთ სხვას? ან რას იჭიმებით და იყურებით ზემოდან?" წერს სოციალურ ქსელში ლატარია.

image

შეგახსენებთ, ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც მომაკვდინებელი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება, ისინი უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ საჭირო გახდა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, მათი სამშობლოში ევაკუაცია მოახდინოს, ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.


0
741
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0