x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მასწავლებელი გოგო მისმა მოსწავლეებმა დაინახეს მაღაზიაში როცა ის თეთრეულს ყიდულობდა, ახლა მშობლები მოითხოვენ სკოლიდან მის განთავისუფლებას

image ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, მაგრამ ის რაც ხდება რუსეთში ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
შემთხვევა, რომელის ამ სტატიაში ვითარდება ვფიქრობ დაუჯერებელიც კია იმდენადაა მოკლებული ლოგიკას და სწორ აზროვნებას. არ ვიცი ეს ადამიანები შეიშალნენ მასიურად თუ ვიღაცა უბრალოდ ცდილობს პედაგოგი გოგო მოიშოროს სკოლიდან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: რუსეთის ქალაქ ულიანოვსკის სკოლის პედაგოგი გოგო მისმა მოსწავლეებმა მაშინ დაინახეს, როცა ის მაღაზიაში ქალის თეთრეულს არჩევდა რათა ეყიდა.
მოსწავლეებმა მშობლებს უამბეს ეს და აქ დაიწყო სრულიად ალოგიკური ამბები, მოსწავლეების მშობლებმა სკოლის დირექტორს კატეგორიულად მოსთხოვეს გაენთავისუფლებინათ ახალგაზრდა ქალი სკოლიდან სრულიად აბსურდული მიზეზით-მოსწავლეებს თურმე არ უნდა ენახათ თუ როგორ ყიდულობდა მათი ახალგაზრდა პედაგოგი თავისთვის ქალის თეთრეულს. ამ შემთხვევაში პედაგოგი ცდილობდა შეერჩია მისთვის სასურველი ზომის და ფერის ბიუსტჰალტერი.
ბუნებრივია სკოლის დირექტორს ასეთი უაზრო მიზეზით პედაგოგის მოხსნა სასაცილოდ არ ეყო და მოსწავლეების მშობლებს ურჩია, სკოლა და თავი ქალაქის დასაცინად არ გაეხადათ.
თუმცა მშობლებმა დარიგება არ მიიღეს და ქალაქის განათლების განყოფილებას მიაკითხეს იგივე პრეტენზიებით, იქაც იგივე გაუმეორეს და მომჩივნები სახლში გაუშვეს.
თუმცა "ომმა" უკვე სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.
"როგორ გაბედა მოსწავლეების თვალწინ, ქალის ინტიმური ჩასაცმელის ყიდვა"?
"არა, ასეთი პედაგოგი ჩვენს შვილებს კარგს ვერაფერს ასწავლის და მან სკოლა უნდა დატოვოს"!
"მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დისტანცია აუცილებელია და მასწავლებელი მოსწავლეების დანახვაზე, უნდა გასცლოდა იქაურობას".
"მასწავლებელმა დაარღვია ეთიკის ყველა, დაწერილი თუ დაუწერელი კანონი".
ასეთი უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულმა კომენტარებმა ახალგაზრდა მასწავლებელი აიძულა თავისი გვერდი დაეხურა, რათა მსგავსი კომენტარები არ დაედოთ მის გვერდზე.
პედაგოგი გოგოს დასაცავად იმავე სკოლის ერთერთი მოსწავლის მშობელმა ქალბატონმა შექმნა ჯგუფი, სადაც მომჩივანი მშობლების საწინააღმდეგო კომენტარები დადეს.
"ქალბატონებო, პედაგოგი, როგორც კი გავა სკოლის ეზოდან ის უკვე ჩვეულებრივი მოქალაქეა და მას უფლება აქვს პირად ცხოვრებას მიხედოს".
"არავის აქვს უფლება ადამიანს შეუზღუდოს უფლება იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით".
"როგორც თქვენ ბრძანებთ თქვენი და თქვენი მხარდამჭერი ქალბატონების გოგონები, რომლებიც შეესწრნენ მათი პედაგოგის მიერ ბიუსტჰალტერის ყიდვას მეცხრე კლასელები არიან. გამოდის თქვენი გოგონებიც ატარებენ ბიუსტჰალტერს და საინტერესოა რატომ გამოიწვია ამან თქვენში ასეთი აჟიოტაჟი"?
"მშობლები უფრო ახლოს უნდა იყოთ შვილებთან და აქედან გამომდინარე თქვენმა შვილებმაც უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებლის მიერ ბიუსტჰალტერის ყიდვაში განსაკუთრებული არაფერია და ეს ფაქტი თქვენთვის არ უნდა მოეყოლათ გოგონებს".
"სირცხვილია ხალხო, რუსეთის ევროპული ნაწილია ულიანოვსკი, არა და მსჯელობთ, როგორც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები".
ბუნებრივია ასეთი აბსურდული მიზეზით ახალგაზრდა, თან, როგორც წერენ წარმატებულ პედაგოგს არავინ გაანთავისუფლებს, საინტერესოა მოსწავლეები როგორ შეხედავენ თვალებში მასწავლებელს?
ან რა საზოგადოებაა ის საზოგადოება, რომელიც ასეთი იდიოტური მოსაზრებით ცდილობს ახალგაზრდა პედაგოგის მოხსნას მიაღწიოს სკოლიდან!



0
888
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
888