x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
15 ვარსკვლავი შოკისმომგვრელი გარეგნული დეფექტებით, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით

image


თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილი სელებრითები ერთგვარ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ. უზადო გარეგნობა და სრულყოფილი სახის ნაკვთები - სწორედ ასე ვხედავთ მათ, ჩვენს ტელეეკრანებსა თუ სხვადასხვა ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზე. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მათ გარეგნობაშიც მოიძებნება არაერთი სერიოზული დეფექტი, რომლებსაც ისინი საგულდაგულოდ, საკმაოდ ეფექტურად მალავენ.



მეგან ფოქსი



image



ვინ წარმოიდგენდა, რომ თვით ამ სექსუალურ ლამაზმანსაც კი შეიძლებოდა რომ სერიოზული გარეგნული დეფექტი ჰქონოდა. მსოფლიოს ერთ – ერთი ულამაზესი ქალბატონი მართლაც რომ მშვენიერია, თუმცა არა თითის წვერებამდე.



image


საქმე ის არის, რომ მსახიობი ბრაჰიდაქტილიით იტანჯება. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ცერა თითი არასაკმარისად ვითარდება, რის შედეგადაც დიდ თითზე ფრჩხილი ძალიან მოკლეა და დანარჩენებისგან შესამჩნევად განსხვავდება.



ბრიტნი სპირსი


image


ცნობილია, რომ ბრიტნი სპირსი წლებია ფსორიაზით (ფსორიაზი - ქრონიკული ანთებითი ხასიათის მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც კანზე ანთებითი ხასიათის ბალთების გამოვლენით ვითარდება) არის დაავადებული, რომლის გამომწვევ არაერთ ფაქტორთა შორის, ერთ - ერთი ემოციური დაძაბულობა და სტრესია. თუ ბრიტნის პოპულარობასა და საზოგადოების წინაშე მის ხშირ გამოსვლებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვარსკვლავი მუდმივად სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ გასაკვირი არ რის, რომ პოპ-მომღერლის კანი პერიოდულად საგრძნობლად უარესდება.


კაილი ჯენერი



image


ალბათ დამეთანხმებით, რომ ნაიარევი მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ამშვენებთ, თუმცა აი, რაც შეეხება გოგონებს ის, მათ გარეგნობას სასტიკად აფუჭებს. ცნობილ ლამაზმანს კაილი ჯენერს მარცხენა ფეხზე, როგორც თავად ხედავთ, უზარმაზარი შრამი აქვს, რომელსაც ის ყოველთვის მთელი მონდომებით მალავს. მისი წარმოშობის ისტორია საკმაოდ ბანალურია: ბავშვობაში, დასთან ერთად თამაშის დროს, 5 წლის კაილი მაღალი გალავნის უკან დაიმალა, სადაც მჭრელი, ლითონის ჯოხები ეკიდა. სწორედ მათ დაეცა ზედ პატარა კაილი და მარცხენა ფეხიც მაშინ დაიზიანა.


ჯენიფერ გარნერი




image


მსახიობ ბენ აფლეკის ყოფილ ცოლს, ულამაზესს ჯენიფერ გარნერს, მრუდე ნეკა თითი აქვს, გარდა ამისა, ვარსკვლავი, მეგან ფოქსის მსგავსად ბრაჰიდაქტილიით იტანჯება. თუმცა, მისგან განსხვავებით, ჯენიფერს ეს დაავადება ფეხის თითებზე აღენიშნება.


image

მიუხედავად ამისა, ცნობილი სელებრითი თავისი დეფექტის გამო საერთოდ არ კომპლექსდება, სიამოვნებით ატარებს ღია ფეხსაცმელსაც და საზოგადოების წინაშე თავის არც თუ იდეალური თითების დემონსტრირებასაც ახდენს.



კეშა

image


გამორჩეული და ექსცენტრიული კეშა დაბადებიდანვე ყველასგან გამოირჩეოდა. გოგონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ის კუდით დაიბადა... "როდესაც დავიბადე კუდი მქონდა. ეს იყო რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის პაწაწინა კუდი, რომელიც მოგვიანებით ამპუტირებული იქნა. მე ის უბრალოდ მომპარეს." ამერიკელი მომღერლის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ კეშას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა თავის ნაკლს ის აუცილებლად შეინარჩუნებდა.




ეშტონ კატჩერი



image


ქალების გულთამპყრობელ ეშტონ კატჩერს, საკუთარი კოლეგების მსგავსად, ასევე ერთი ნაკლი აქვს. საქმე იმაშია, რომ მსახიობს ფეხის აპკიანი თითები აქვს, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, ვარსკვლავის ტერფები კადრში საკმაოდ იშვიათად ხვდება. სავარაუდოდ, მსახიობის ამ ნაკლის შესახებ ვერც ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, რომ არა თავად სელებრითის სურვილი ამის შესახებ ხმამაღლა, ერთ- ერთ სატელევიზო გადაცემაში ესაუბრა, და არა მარტო ესაუბრა, არამედ საკუთარი დეფექტის საჯარო დემონსტირებაც მოეხდინა.




ლილი ალენი



image



ლილი ალენს სხეულზე მესამე დვრილის გამო აბსოლუტურად არ რცხვენია. მეტიც, ის სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში მის დემონსტრირებას სიამოვნებით ახდენს.


image


კაროლინა კურკოვა



image


ჩეხ სუპერმოდელ კაროლინა კურკოვას ჭიპი არ აქვს. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანებისთვის ფოტოშოპი არსებობს. სავარაუდოდ, მისი ეს ნაკლი საზოგადოებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩებოდა რომ არა "Victoria Secret" - ის ტრადიციული გრანდიოზული ჩვენებები, სადაც გოგონებს პოდიუმზე გამოსვლა თითქმის ნახევრად შიშველ მდგომარეობაში უწევთ. თუმცა, ახლა უკვე ეს ანომალია ყოფილ "ანგელოზს" აღარანაირ დისკომფორტს არ უქმნის.


image



ქეით ბოსუორთი



image


მსახიობი და მოდელი ქეით ბოსუორთი იშვიათი დაავადებით - ჰეტეროქრომიით (თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნის არაერთგვაროვანი შეფერილობაა, რომელსაც მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან) იტანჯება. როგორ ცნობილია, ყველაზე ხშირად, ეს დეფექტი კატებში გვხვდება. ადამიანებში კი, აღნიშნული დაავადება საკმაოდ იშვიათად ვლინდება.


image



ენდი გარსია


image


მსახიობმა ენდი გარსიამ სამსახიობო კარიერა თავისი გარეგნული მონაცემებითა და განუმეორებელი ქარიზმის წყალობით შექმნა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სელებრითი მხარზე სიამის ტყუპისცალით დაიბადა, ჰოლივუდის ვარსკვლავს ამ ფაქტის შესახებ ახლა უკვე მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებული ნაიარევი ახსენებს.


ხოაკინ ფენიქსი



image


მსახიობი კურდღლის ტუჩიდაიბადა, თუმცა ამ ფაქტს ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის წარმატებული კარიერის შექმნაში ხელ არანაირად არ შეუშლია. სპეციალისტების აზრით, ასეთი დეფექტი საშვილოსნოში ნაყოფი მიკროდაზიანების დროს ვითარდება. თუ ნაწიბურის მიხედვით ვიმსჯელებთ, ხოაკინმა სავარაუდოდ ამ ნაკლის გამოსასწორებლად პლასტიკურ ქირურგებს მიმართა.



ვანესა პარადი


image


სწორედ კბილებს შორის არსებული სივრცე გახდა მსახიობის, მოდელისა და მომღერლის, ვანესა პარადის სავიზიტო ბარათი. გარეგნულმა დეფექტმა გოგონას ვარსკვლავური კარიერის შექმნაში არა თუ ხელი შეუშალა, არამედ ჯონი დეპის სახით პირადბედნიერებაც აპოვნინა.


პერის ჰილტონი



image


სკანდალური მომღერლისა და მსახიობის ერთგულ თაყვნისმცემელს შეუმჩნველი არ დარჩებოდა, რომ ფოტოებზე მათი საყვარელი კერპი ყოველთვის უცნაურად გამოიყურება. საქმე გოგონას თვალების ასიმეტრიაშია. პერისის მარცხენა თვალს შესამჩნევი სიელმე აღენიშნება, რომლის დაწეული ქუთუთოც შესაძლებელია მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციის შედეგად იყოს გამოწვეული.




ჰოლი ბერი



image

ჰოლი ბერის, თქვენ წარმოიდგინეთ და, ფეხზე ექვსი თითი აქვს. როგორც წესი, ამ ნაკლს ჯერ კიდევ ბავშვობაში ქირურგიული გზით ასწორებენ. თუმცა, ჰოლის მშობლებმა ოპერაციისთვის მცირეწლოვანი ქალიშვილი ვერ გაიმეტეს, ახლა კი უკვე როდესაც ვარსკვლავი არჩევანს ღია ფეხსაცმელზე აკეთებს, ეს ნაკლი ყველასთვის შესამჩნევი ხდება.


image

სხვათა შორის, იგივე დეფექტი აღენიშნება ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრისაც, თუმცა ჰოლი ბერის მსგავსად არც მას ადარდებს დიდად ეს ფიზიკური ნაკლი.


რიტიკ როშანი



image


ინდური კინოს სექ- სიმბოლოსა და უბრალოდ, სიმპათიურ მამაკაც რიტიკ როშან მარჯვენა ხელზე ორი ცერა თითი აქვს. თავად მსახიობი ამ ფაქტს არ განიცდის და მის გამოსწორებას არც ქირურული ჩარევის საშუალებით გეგმავს.




0
2673
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2673