x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კბილის მაგარი ქსოვილების ცვეთა
image

კბილების ცვეთა ნებისმიერი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მთელი ცხოვრების მანძილზე.განსხვავებენ ფიზიოლოგიურ ანუ ნორმალურ და პათოლოგიურ ცვეთას.

საკვების ღეჭვის და ყლაპვის პროცესის შესრულებისას მიმდინარეობს ანტაგონისტი კბილების ზედაპირის კონტაქტი, რაც განპირობებს კბილების ბორცვებისა და საჭრელი კიდის გასადავებას, ანუ ფიზიოლოგიურ ცვეთას.

ფიზიოლოგიური ცვეთის ინტენსივობა იზრდება ასაკთან ერთად და უპირველეს ყოვლისა ვლინდება მოლარების და პრემოლარების ოკლუზიურ ზედაპორების ბორცვებზა, ხოლო შემდეგ ფრონტალური კბილების საჭრელ ზედაპირებსა და ეშვების ბორცვებზე.

ფიზიოლოგიური ცვეთა აღენიშნება არა მარტო მუდმივ, არამედ დროებით თანკბილვაშიც, რასაც მოწმობს ახლად ამოჭრილის დროებიი ფრონტალური კბილების საჭრელ ზედაპირზე არსებული 3 კბილანის გასადავება.



პათოლოგიური ცვეთი საკმაოდ გავრცელებულია და მოიცავს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს.ამ დროს აღენიშნება კბილის ქსოვილთა გამოხატული კლება, რომელსაც თან ახლავს კბილის გვირგვინოვანი ნაწილის ანატომიური ფორმის დარღვევა, საღეჭ და საჭრელ ზედაპირების პროგრესული ცვეთის გამო.


პათოლოგიური ცვეთის მიზეზი შეიძლება იყოს: ენდოკრინული სისტემის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, ნერვული სისტემის მოშლილობები, ფლუროზი, კბილის მემკიდრეული დაზიანებანი, კბილის მაგარი ქსოვილთა არასრულფასოვანი სტრუქტურა, თანკბილვის მდგომარეობა, მავნე ჩვევა, პირველადი და მეორადი ადენტიის ფონზე განვითარებული კბილების ფუნქციური გადატვირთვა, სტრესის მდგომარეობა, ბრუქსიზმი.


ცვეთის პროცესი, მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით იყოფა შემდეგ ხარისხებად:


1.დაწყებითი-ამ დროს ცვეთის პროცესი მოიცავს მხოლოდ მინანქრის ფენას და ხასიათდება მონაცვლე დენტინის ინტენსიური წარმოქმნით.კბილი გაცვეთილია გვირგვინის 1/3-მდე.

2.გარდამავალი-მოიცავს მინანქარისა და ნაწილობრივ, დენტინის ფენას.გარდა მონაცვლე დენტინის ინტენსიური წარმოქმნისა, ახასიათებს დენტინის მილაკების ობტურაციაც.ამ დროს ცვლილებები შეიძლება პულპაშიც იყოს.კბილის გვირგვინი დამოკლებულია 1/3-დან 2/3-მდე.

3.პათოლოგიური-მოიცავს დენტინს, რომელშიც შეინიშნება სკლეროზული ცვლილებები.ცვეთის ამ სტადიის დროს კბილის ღრუს გვირგვინოვანი ნაწილი ამოვსებულია მონაცვლე დენტინით, პულპა ატროფირებულია, შემცირებულია ოდონტობლასტების რაოდენობა და მათში მიმდინარეობს დისტროფიულო პროცესები.კბილის გვირგვინის ზომა შემცირებულია 2/3-ით.


სიბრტყითი დაზიანების მიხედვით კბილის ცვეთა იყოფა ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ და შერეულ ფორმად, ხოლო გავრცელების მიხედვით- გენერალიზებულ და შემოსაზღვრულ ფორმებად.


პათოლოგიური ცვეთის დროს თუ კბილს შენარჩუნებული აქვს ნორმალური ბზინვარება, რაც მიანიშნებს კბილის კარგ მინერალიზაციის უნარზე, სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების ლიკვიდაციას მოიცავს.ხოლო თუ გაცვეთილი უბანი ცარცისებრი შეფერილობისაა, პათოლოგიის ხელშემწყობ მიზეზთა მოცილებასთან ერთად, აუცილებელია კომპლექსური მარემინერალიზებელი თერაპიის ჩატარება.დაავადების უფრო მძიმე ფორმების დროს, როდესაც აღენიშნება თანკბილვის სიმაღლის მნიშვნელოვანი შემცირება, აუცილებელია მოსახსნელი ან მოუხსნელი პროთეზების საშუალებით კბილების ნორმალური შეთანასოვნების აღდგენა.

0
302
4-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0