x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა-თორნიკე მამალაძე
image

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული. ილია მეორემ იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების განმავლობაში მის მიმართ არის შექმნილი, დაიმსხვრევა, " - განაცხადა რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს თორნიკე მამალაძემ.


მისივე თქმით დაპატიმრებული გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მძევალია და იმ პირების მსგავსად ისჯება, რომლებიც საპატრიარქოში არსებულ მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ.


შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


2019 წლის 31 ოქტომბერს, საპატრიარქომ სინოდის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს, თუმცა 6 იანვარს საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რა დროსაც გაირკვა, რომ შეწყალებულთა სიაში გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

0
254
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0