x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ფრიქსე
ფრიქსე


ფრიქსე (Phrixus - ბერძ. 1. შიში, ზარი, 2. ყალყზე მდგარი, 3. თრთოლა, თროლავი; ზღვის ფრთონვა, ატალღებული ზღვა. ჰომ. ანთ.) - შიშისა და ელდის ღმერთი. ანთ.; ორქომენის მეფის ათამანტისა (Athamas) და ღრუბელთა ქალღმერთის, ნეფელეს (Nephele) ვაჟი, ჰელეს (Helle) ძმა. როცა ათამანტმა მოკვდავი ინო შეირთო, ნეფელე გაუჩინარდა, მაგრამ შვილები არ დავიწყებია. ინომ კი, ცხადია, გერები თავიდანვე შეიძულა და მზაკვრულ ვარაუდებს მიმართავდა, რომ დაეღუპა ისინი. ამ მიზნით ქალებს მოელაპარაკა, თესლი ჩუმად მოხადეს, არ გაღივდა და ქვეყანას შიმშილი დაატყდა. ამბობენ, ნეფელემ დაწყევლა მოღალატე ქმრის სახლი და საბრძანებელი და გვალვა მოუვლინაო ორქომელს. ასე იყო თუ ისე, ინომ ამითაც ისარგებლა, მოსყიდული ორაკული დაიმოწმა და ქმარი დაარწმუნა ზევსი ფრიქსეს შეწირვას მოითხოვსო.


ფრიქსე და ჰელლე


კიდეც მიიყვანეს საკურთხეველთან და სწორედ ამ გადამწყვეტ დროს ნეფელემ შვილები იხსნა. ღრუბლებით შებურა, ოქროს საწმისიანი ვერძი მოუყვანა, შეწევნა სთხოვა ჰერმესს, და-ძმა წმინდა ვერძის ზურგზე შესვა და კოლხეთს გაისტურმა. ღრუბლებში გაფრენილი ვერძიდან, შეშინებული ჰელლე გადმოვარდა და ჩავარდა ზღვაში, რასაც შემდგომში მისი სახელი, ჰელლეს ზღვა ანუ ჰელლესპონტი ეწოდა.



ფრიქსე


ფრიქსე კი მშვიდობით ჩავიდა კოლხეთში, სადაც ჰელიოსის ძემ, აიეტმა სიყვარულით შეივრდომა და ღვიძლი ასული, მედეას დაი - ქალკიოპე მიათხოვა, ხოლო საწმისი ფრიქსემ მისცა აიეტს, რომელმაც ის კოლხეთში მდებარე არესის ჭალაში დაჰკიდა დიდ წმინდა მუხაზე (ჭყონი) და მცველად გველეშაპი ხოლკიკოსი მიუჩინა. ფრიქსეს ქალკიოპესგან ჰყავდა კოლხი უფლისწულები: არგოსი ანუ არგუსი (Argos/Argus), მელასი (Melas), ფრონტოსი ან ფრონტისი (Phrontis/Phrontos) და კიტისორე (Cytisorus).


ფრიქსე და ჰელლე


შემდგომში სწორედ კიტისორემ იხსნა მოხუცი პაპა. თვით ფრიქსე ორქომენს მიემგზავრებოდა მამის ქონებისთვის, მაგრამ გემი დაეღუპა, არესის კუნძულზე გარიყული იხსნეს არგონავტებმა, მათვე დააბრუნეს კოლხეთში და თვითონაც ეხმარებოდა მათ როგორც ოქროს საწმისის მოპოვებაში, ასევე დეიდამისის - მედეას გატაცებაში. მითის ერთი ვარიანტი ამბობს, რომ ნეფელემ ოქროს ვერძზე კი არ შესვა შვილები, არამედ ნავით გაამგზავრა კოლხეთში და თან გაატანა პელოპეს დედის - დიონეს ნაჩუქარი ოქროს ქანდაკება, რაც მან აიეტს მიართვა, მაგრამ ეს ვერსია ნაკლებ ცნობილი, სუსტი და ულოგიკოა. მთელი ეპოსი, ყველა დიდი პოეტი და ტრაგიკოსი ოქროს საწმისზე ლაპარაკობს. ფრიქსეს თანავარსკვლავედი - ვერძისა. ჰერ.; აპ. როდ. არგ. 1, 9, 1 (16, 21), და სხვ.; აპოლოდ. 1, 9, 1 (16, 21).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ფრიქსე წმინდა ვერძზე. ძვ.წ. 470 წ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0