x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 გემრიელი სოუსი სალათებისთვის
მაიონეზი ამ სოუსებით ჩაანაცვლეთ! სალათებში მთავარი სოუსია. მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახალ გემოს და გემოთ შეთანხმებას მიიღებთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ.

image

1. არაჟნის სოუსი

ინგრედიენტები:


100 გრ არაჟანი

2 ჩ/კ მდოგვი

1 ჩ/კ ლაიმის ან ლიმონის წვენი

ნახევარი მსხვილი, მჟავე მწვანე ვაშლი

¼ ნიახურის ფესვი

1 კონა კამა

მომზადება:

ვაშლი წვრილ სახეხზე გახეხეთ, წვენი გაწურეთ, ლიმონის წვენი მოასხით, რომ ვაშლი არ გაშავდეს. ნიახური ძალიან წვრილ სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.


2. კიტრის სოუსი

კიტრის სოუსი მოხარშული ხორცის მძიმე სალათებში შეუცვლელი იქნება. კიტრის სოუსი მხოლოდ ცივ სალათებში გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

2 ახალი კიტრი

100 გრ რბილი მდნარი ყველი

2 ს/კ სქელი არაჟანი

1-2 კბილი ნიორი

1 კონა ნებისმიერი მწვანილი

მომზადება:

კიტრი კანიანად გახეხეთ. დაჭრილი ნიორი, მწვანილი, არაჟანი და მდნარი ყველი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სურვილის მიხედვით კიტრის წვენი შეგიძლიათ გაწუროთ, იმის მიხედვით სქელი თუ თხევადი სოუსი გსურთ.


3. კოჭის სოუსი

კოჭის სოუსი „ქაშაყი შუბის ქვეშ“. ნებისმიერ მარილიან თევზთან, სოკოსთან, თბილ ბოსტნეულის სალათებთან ერთად გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

200 გრ უცხიმო არაჟანი

2 ჩ/კ მდოგვი

1 ჩ/კ დაფქული კოჭა

1 კონა კამა

მომზადება:

კამა წვრილად დაჭერით, ყველა პროდუქტი აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ.


4. შტოშის სოუსი

ტრადიციულ კიბორჩხალის სალათაში შტოშის სოუსი მაიონეზის შესანიშნავი ალტერნატივაა. ასეთი სოუსი გამოდგება სალათებში, სადაც არის კიბორჩხალის ჩხირები, ბრინჯი, ახალი პომიდორი, კიტრი, ყველი, თევზი, ზეთისხილი და ფოთლოვანი მწვანილი.

ინგრედიენტები:

100 მლ კეფირი

1 მუჭა გაყინული შტოში

1 ს/კ ლიმონის წვენი

2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

შტოში გალღობამდე დააბლენდერეთ კეფირთან ერთად. წიწაკა, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. სოუსი 15-20 წუთით დააყენეთ.


5. კაკლის სოუსი

ამ სოუსის დახმარებით სალათი „მიმოზა“ ახალ გემოს შეიძენს. ასევე კარტოფილის, ძროხის ხორცის, დაკონსერვებული თევზის, ფოთლოვანი მწვანილის და ზღვის პროდუქტების სალათთან იდეალური იქნება.

ინგრედიენტები:

200 გრ უცხიმო რბილი ხაჭო

¼ ჭიქა ნიგოზი

0, 5 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა

1 ჩ/კ ლიმონის წვენი

დაფქული წიწაკა გემოვნებით

კეფირი აუცილებლობის შემთხვევაში

მომზადება:

ხაჭო საწურში გახეხეთ, ნიგოზი, პირშუშხა და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ. სოუსი არაჟნის კონსისტენციის იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში ცოტა კეფირი გაურიეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

შინაურული ყველი ძალიან მარტივი რეცეპტით

image

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

image

14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად

image

გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

image

0
324
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
324