x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
-იყავი ბედნიერი !  
-იყავი ბედნიერი !

ადამიანი თავისით უნდა ეცადოს იყოს ბედნიერი, არ არსებობს სხვა ვინც შენს მაგივრად გააკეთებს ამას... კი, აუცილებლად უნდა გქონდეს სხვისი იმედი, მაგრამ ბედნიერება? ეს ისეთი რამაა რასაც თავად ვქმნით... ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება იმისთვის რომ სხვას ველოდოთ როდის გაგვაბედნიერებს, თავად უნდა ვეცადოთ იმ სხვასთან ერთად ან თუნდაც მარტო ... ვიპოვოთ, ან უკვე ნაპოვნში დავინახოთ ჩვენი წილი ბედნიერება.

image

არ უნდა უყურო ადამიანებს.. არც არავინ იტირებს შენს ტკივილზე შენსავით..
არ უნდა უსმინო ყველას!

ან მოისმინო და გადაწყვიტო... სასარგებლოა თუ არა ეს შენი ბედნიერებისვის?
ჰო, ყველა თავისებურად ხედავს და ამბობს.



-იარე ... წინ უნდა იყურო და იარო...
თუ ვინმე გზაში შეგხვდება - "არასაშენო" მიესალმე, გაუღიმე, გზა მშვიდობისა უსურვე და გაეცალე.
არასდროს იარო ბრბოსთან ერთად, რადგან ზუსტად იმ მრავალთაგანი "ვითომ მეგობრებიდან " ერთი ჩაგითრევს და ერთი გაქცევს შენც იმ ბრბოს ნაწილად,

პასუხი რომ არ მოეთხოვება არაფერზე, საღი აზრი არ მოეკითხება არაფერზე...

-ჰო, სიცოცხლე ხომ ისედაც ხანმოკლეა იმისთვის, რომ ბრბოს ნაწილი იყო, თუნდაც ერთი დღე... სანამ თავს დაიხსნი, სანამ თავს გაითავისუფლებ...

მერე რამდენი დღე, წლებიც კი შეიძლება დაგჭირდეს იმისთვის, ისევ წამოხვიდე და თავიდან ისწავლო სწორ გზაზე სიარული ...



-ჰო რას ვამბობდი?!
იყავი ბედნიერი, ისე რომ სხვებმმა მხოლოდ ის იცოდნენ რასაც ხედავენ !

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0