x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პოლონეთში ფერმერი საკუთარმა ღორებმა შეჭამეს

image


სამართალდამცავები თვლიან, რომ პოლონელი ფერმერი, რომელიც 31 დეკემბერს გაუჩინარდა, საკუთარი ღორებმა შეჭამეს. ამის შესახებ იტყობინება Gazeta Wroclawska.

პროკურორმა მაგდალენა სერაფინმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ 70 წლის ფერმერის ნაშთები იპოვნეს გაუჩინარებიდან რვა დღის შემდეგ ლუბინის ფერმაში.

”ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ 31 დეკემბრიდან 8 იანვრამდე, მსხვერპლი ღორებმა შეჭამეს”, - განაცხადა პროკურორმა.


ფერმაში ადამიანის ნაშთები დაკარგული კაცის მეზობელმა აღმოაჩინა და გამოუძახა პოლიციას. სასამართლო ექსპერტიზის აზრით, ფერმერი გულის შეტევის ან რაიმე ტრავმული დაზიანების გამო უმწეო შეიქმნა, რის გამოც ღორების მსხვერპლი გახდა.



Gazeta Wrocławska- ს ინფორმაციით, ღორებმა ცხედარი თითქმის მთლიანად შეჭამეს, დარჩა მხოლოდ რამდენიმე ძვალი და თავის ქალის ფრაგმენტები.





2
758
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
758
  
2020, 18 იანვარი, 3:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 იანვარი, 17:09
ღრუტუნებმა იფიქრეს, აქ დასწრებაზეა საქმეო და...
0 1 2