x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი
დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო თუ არა ამ საკითხზე...


იქნებ ვცდები, იქნებ ვაჭარბებ, იქნებ მე მეჩვენება კონკრეტული მიზეზების გამო... თუმცა გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობ - რეალობაა ექიმების გულგრილობის პრობლემა პაციენტებთან მიმართებაში.


რა თქმა უნდა, ეს სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, თუნდაც მცირე ნაწილზე ვსაუბრობდე, მაინც სავალალო შედეგებამდე მივყავართ ამ სფეროს წარმომადგენლების არაპროფესიონალიზმს, თანადგომის, თანაგრძნობის უქონლობას ...

image




სავალალო შედეგებში რასაც ვგულისხმობ, ყველამ თქვენს ოჯახებს, სამეგობროს ან გარშემო შემთხვევებს გადახედეთ და იქნებ თქვენც დააფიქსიროთ ისეთი ფაქტები, რაზეც დიდი გულისტკივილით ვწერ... პირველი მიზეზი რომ არაპროფესიონალიზმია, ამას ემატება გულგრილი დამოკიდებულება მათი მხრიდან.


დიდი შესავალი რომ არ გამომივიდეს, ერთმა ფაქტმა განაპირობა ამაზე საუბარი..


არის თუ არა ეს გულგრილობა, სამსჯელოა, მაგრამ არაპროფესიონალიზმთან


ნამდვილად გვაქვს საქმე...


39 კვირის ორსული ექიმის უყურადღებობის და სიტყვების "ხვალამდე დამელოდე-ს" გამო გვიან მივიდა ...... (თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ)


სამშობიაროში და ბავშვი დაღუპული აღმოჩნდა.


ბავშვი, რომლის მდგომარეობა მანამდე დამაკმაყოფილებელი და ექოსკოპიურად იდეალური იყო.

image


ვიაზრებ და ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. შესაძლებელია ექიმის ყურადღების შემთხვევაშიც იგივე შედეგი მიგვეღო ან ბოლოს და ბოლოს, მერე ყოფილიყო რაიმე კონკრეტული პრობლემა და ეს გარემოება ააცილა ბუნებამ გამოუცდელ, ახალგაზრდა დედას... მოკლედ, კაცმა არ იცის.. რა იქნებოდა მერე ... სწორი იყო, თუ ბუნებამ გადაწყვიტა ესე...


წარმოვიდგენ იმ გაგრძელებასაც, რაც მსურდა ყოფილიყო, რაც ლოგიკურიც იქნებოდა....


დარეკა პაციენტმა მუცლადმყოფობის დროს, მშობიარესთვის, იმ კონკრეტულ სიტუაციურ "იმედთან", ექიმთან, რომლის აყვანაც სურდა... ჩივილით, რომ უკვე აწუხებს, სტკივა თავი და შეუშუპდა ქვედა კიდურები... ლოგიკური განვითარების შემთხვევაში იბარებს ექიმი პაციენტს, სინჯავს და უნიშნავს გადაუდებელ საკეისროს... იმიტომ, რომ ბუნებრივი გზით დალოდების შემთხვევაში იმ შედეგს მივიღებდით, რაც სამწუხაროდ ისედაც მოხდა.



ეს, კიდევ ვიმეორებ, შეიძლება იყო კიდეც ბუნების სამწუხარო კანონზომიერება და გამოცდა, მაგრამ გარემოებები მაინც მაფიქრებენ, რომ ეს იყო არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, ექიმის გაუთვალისწინებლობა... რა თქმა უნდა, ყველა ექიმი ადამიანია, მაგრამ როცა საქმე 39 კვირის ორსულს ეხება, ვფიქრობ ყველა სხვა საქმე თუ მოუცლელობა გაუმართლებელია...



ეს არ არის რიგითი პრობლემა ... ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ოჯახის პრობლემა, სადაც ეს მოხდა, ეს არის ჩემი როგორც გარეშე პირის პრობლემაც, შენთვისაც, ვინც ამას კითხულობ, თქვენთვისაც... მაქვს გრძნობა... რომ თუ არ მყავს ძალიან ახლობელი, შუამავალი ან პირდაპირ "ნათესავი პროფესიონალი" უნდა მქონდეს დაუცველობის გრძნობა, რომ ჩემ მდგომარეობას გულთან ახლოს არ მიიტანენ, არ გამითვალისწინებენ, დამღუპავენ...



არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ გარემოში, სადაც ფული და ნაცნობობა ჭრის, არ მინდა მქონდეს განცდა, რომ ფული და ან მეტი კავშირი თუ მექნება, უფრო მეტ ყურადღებას მომაქცევენ, მინდა, ექიმი იქნება ეს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ყველამ თავისი კუთვნილი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს...



ჩვენ გვჭირდება სიცოცხლე, თანადგომა, სიყვარული, მეტი გაზიარების გრძნობა...


არაპროფესიონალიზმს დამატებული გულგრილობა არის დამღუპველი - პირდაპირი და გადატანითი ნიშვნელობით.


სითბო და თანადგომა კი გადაგვარჩენს, პროფესიონალიზმსაც იმედია, ეშველება ჩვენს ქვეყანაში. იქამდე კი, სანამ ასეთები გავხდებით თბილები და გამზიარებლები, გარემოებები გვაიძულებენ, ვიყოთ გამბედავები, "მიმწოლები", მებრძოლები სიტუაციურად, ჩვენ მაინც ვიყოთ განათლებულები, რომ ამ პატარა გამოუცდელი გოგონასავით არ გაგვიბედონ საქმის "გადადება", მაშინ მაინც, როცა ეს სიცოცხლეს ეხება, ახალ სიცოცხლეს...



ეს ერთი კონკრეტული ფაქტია, რის საფუძველზეც გულგრილობაზე ხაზგასმა მინდოდა, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს გულსა და გონებაში, პირად გამოცდილებაშიც კი...


თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და გარემოებებმა მიმიყვანა ამ დასკვნამდე....


0
81
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0