x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამარჯობა საქართველო!

მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად "დედა" დავიძახე; მე ის ქართველი ვარ, ვინც ქართულად შენს მიწაზე ისწავლა "აი ია". მე შენს მიწაზე ქალბატონად დაბადებული ქართველი ვარ, შვილი და მომავალი დედა. მე არ მინდა ვცხოვრობდე საქართველოში სადაც, შვილებს მათივე ლუკ-პურის საშოვნელად წასული დედები არ ახსოვთ. არ მინდა ქვეყანა, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, მილიონებს კი ჯიბეგასქებული პოლიტიკოსები ითვისებენ. მე არ მინდა ისეთი საქართველო სადაც ყოველ დღე მესმის "მამამ საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაწირა", "კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება". სადაც არ გვაქვს არჩევნის უფლება. 30 ლარად გაყიდული არჩევანი და სიყალბით მოცული მიტინგი. მე მინდა თითოეული ქართველის თვალებში ვხედავდე იმ სინათლეს, იმ ნაპერწკალს და სიხარულს რასაც, სოხუმიდან დევნილის თვალებში ვხედავ, როცა საუბარი სოხეუმზე, აფხაზეთზე ჩამოვარდება . რასაც დედის თვალებში ვხედავ რომელმაც წლების მერე ჩაიკრა თავის შვილი. მე მიხარია თითოეული ქართველის წარმატება საქართველოში თუ საზღვარ გარეთ. მიხარია თითოეული ქართველი, რომელიც არ უშინდება და იბრძვის, იბრძვის ქვეყნისთვის, საკუთარი მომავლისთვის. და მე მტკივა, მტკივა თითოეული დაკარგული ნაწილი. მე მტკივა ჩემი აფხაზეთი, ოსეთი, ცხინვალი, სამაჩაბლო. და აი ასეთია ჩემი საქართველო.საქართველო, რომელიც ჩემი ნაწილია.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:Nini shatirishvili
Nini shatirishvili
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0